GEORGIAN MODERN POETRY & ART

ხუთშაბათი, 25.04.2024, 8:54:00 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | ხატწერა და ჭედურობა - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმი » Art Forum » ხელოვნების სხვა დარგები » ხატწერა და ჭედურობა
ხატწერა და ჭედურობა
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 5:21:54 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
yvelaze madlmosili xelovnebis dargebi :)
 
ciciთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 11:47:40 PM | შეტყობინება # 2
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
ხატწერა

ფრესკები

 
ciciთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 11:49:11 PM | შეტყობინება # 3
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

 
ciciთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 11:51:11 PM | შეტყობინება # 4
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

 
ciciთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 11:52:34 PM | შეტყობინება # 5
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

 
ciciთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 11:57:40 PM | შეტყობინება # 6
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
პირველ ხატმწერად ლუკა მახარებელს მიიჩნევენ, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი (ოდიგიტრია) დაწერა. ხატწერის ხელოვნება, რომელიც ღვთისმეტყველებაში დაიბადა, მდიდრდებოდა საუკუნიდან საუკუნემდე.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ხატწერის ნიმუშებს ხელოვნების ნაწარმოებები დაარქვეს და მუზეუმებს გადაეცათ. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით 1980-იანი წლების დასაწყისში ქართულმა ხატწერამ აღორძინება დაიწყო. შეიქმნა სახელოსნოები და ამ საქმეში მრავალი ოსტატი არის ჩართული, როგორც ეკლესიის დიდი მამები ამბობდნენ – გამოსახულება, ეს არის ქადაგება ფერებითა და ხაზებით, ეს არის ბიბლია უწიგნურთათვის.

 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 0:02:05 AM | შეტყობინება # 7
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
სიმდიდრე და მრავალფეროვნება; ცხოვრების სინატიფე და ფუფუნება; ქართული ტიხრული მინანქარი; ლითონმქანდაკებლობა; უძველესი ტრადიციები; ძველი ქართული ორნამენტები; განახლებული ტექნოლოგია.მართლმადიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელგანთქმული ხახულის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდეა. ხატი, რომელიც უდიდესი სასწაულთმოქმედებებით იყო ცნობილი, თავდაპირველად ტაო-კლარჯეთში, ხახულის მონასტერში იქნა დაბრძანებული (X ს.), მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან არის წარმომდგარი. შემდგომში ხახულის ღვთისმშობლის ხატი ახლადაგებულ გელათის მონასტერში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. XII საუკუნის I ნახევარში დავით აღმაშენებლის ბრძანებით, აქ იგი ხელახლა მოჭედეს (ცენტრალური ნაწილი ოქროთი, კარები - ოქროში დაფერილი ვერცხლით) რელიეფური ორნამენტით შეამკეს და ძვირფასი ქვებით, აჟურული ვარდულებით, სხვადასხვა დროისა და ფორმის ტიხრული მინანქრით და ჯვრებით გაამშვენეს. ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი შესრულებულია იგავმიუწვდომელი ხელოვნებით და თვალნათლივ ასახავს შუა საუკუნეების საქართველოს „ოქროს ხანის“ როგორც სულიერი, ისე მატერიალური და კულტურული სიმღლის სიდიადეს.
 
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 0:57:25 AM | შეტყობინება # 8
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
შესანიშნავია ციცი! ისე რა საინტერესოა, როგორ იგონებდნენ და როგორ აგნებდნენ საღებავთა და ფერთა ორიგინალურ და უნიკალურ რეცეპტებს დამზადების.. ლაჟვარდი და კიდევ უმეტესი ქართულ ხატწერაში გამოყენებული ფერები ხომ ისევ ქართველთა ხელს ეკუთვნის.. smile
 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 9:52:52 AM | შეტყობინება # 9
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
მხატრული მინანქარი. ოქროს, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობათა მინანქრით შემკობა (ხატები, სხვადასხვა დანიშნულების რელიგიური ნივთები, ჭურჭელი, საიუვილერო ნაკეთობანი დასხვა). მინანქრის ტექნოლოგია უძველესი დარგია, იგი მრავალფეროვანია;
ზოგჯერ მინანქრით ავსებენ სპილენძის ამოღრმავებულ ნაწილებს, ამ სახის მინანქარს ამოღრმავებულს უწოდებენ. იგი ძველთაგანვე იყო ცნობილი აღმოსავლეთში (ჩინეთში), გვხვდება აგრეთვე გვიანდროინდელი რომაული ნაკეთობანი ბრინჯაოზე. ამ ტექნოლოგიის მინანქარი დასავლეთ ევროპაში XII საუკუნეში გავრცელდა.
ზოგჯერ მინანქრით ავსებენ გამოსახულების ტიხრებს, რომლებიც შექმნილია წვრილი ლითონის ძაფებითა და მიმაგრებულია ლითონის ფირფიტაზე. ამ სახის მინანქარს ტიხრულს უწოდებენ. მსგავსი ტექნიკა არის გამოყენებული ძვ.ეგვიბტურ ოქროს ნაკეთობებში.
არსებობს აგრეთვე კვეთილი მინანქარი (გრავირებული). ლითონი იმდენად გამჭნირნალე მინანქრით არის დაფარული, რომ მის სიღრმეში კარგად მოჩანს გრავირებული ლითონის ზედაპირი. მინანქრის ეს ტექნიკა აღმოცენდა იტალიაში XIV საუკუნეში
ფერწერულია მინანქარი, როდესაც ლითონის ნაკეთობა იფარება მინანქრის ფონით, რომელზედაც მინანქრიანი საღებავებით იხატება გამოსახულებები.
ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ცნობილია ტიხრული მინანქარი. ამოღრმავებული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთსავე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორზეც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის ხატზე შემორჩენილი მინანქრის რაოდენობა (ასზე მეტი) [COLOR=blue]და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ., ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ. ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია; უძველესი VIII საუკუნით არის დათარიღებული; ეს არის კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი
 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 9:59:32 AM | შეტყობინება # 10
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 10:01:46 AM | შეტყობინება # 11
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 10:02:58 AM | შეტყობინება # 12
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 10:05:08 AM | შეტყობინება # 13
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 10:22:44 AM | შეტყობინება # 14
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
ჭედურობას დიდი ხნის ისტორი აქვს საქართველოში, ძალიან დიდი ხნის ,ძირითადად გამოიყენებოდა ღვთის მსახურებაში, უამრავი ხატია შექმნილი და ა. შ. ვინც ცნობილნი არიან ამ დარგში საქართველოში ესენი იყვნენ ბეშქენ და ბექა ოპიზრები , რომლებმაც არა ერთი შედევრი შექმნეს რა თქმაუნდა რელიგიურ თემებზე 12-13 საუკუნეებში . . . ნუ შემდგომ როგორც ვიცი დიდად არ განვითარებულა ეს დარგი დიდი ხნის განმავლობაში და დაახლოვებით მეოცე საუკუნის შუა ხანებში დაიწყო ისევ ფეხის ადგმა , მაგრამ უკვე შეცვლილი ფორმით.
 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 10:25:43 AM | შეტყობინება # 15
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

 
ფორუმი » Art Forum » ხელოვნების სხვა დარგები » ხატწერა და ჭედურობა
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: