მისტიკა და პარანოგენული მოვლენები - ფორუმი

GEORGIAN MODERN POETRY & ART

შაბათი, 10.12.2016, 7:57:48 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | მისტიკა და პარანოგენული მოვლენები - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » Art Forum » ჩვენი პლანეტა » მისტიკა და პარანოგენული მოვლენები
მისტიკა და პარანოგენული მოვლენები
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 20.10.2010, 5:30:12 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
მისტიკა და პარანოგემული ცნობები
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 05.08.2011, 0:42:38 AM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
სად გაქრა ხალხი?

1587 წელს ჩრდილო კაროლინაში სერ უოტერ რეილიმ დაარსა ინგლისური კოლონია კუნძულზე -
ალბემარლის ყურესთან '
ამ კოლონიაში ცხოვრობდა 100 - ზე მეტი მამაკაცი, ქალი და ბავშვი.
სამი წლის შემდეგ ეს კოლონია უკვალოდ გაქრა.!
1590 წელს ინგლისური გემი ჰოუპველი მიადგა ამ კუნძულს და ქვემეხიდან აცნობა კოლონიას, რომ ჩამოვიდნენ კაპიტანი აბრაჰამ კოკი და გუბერნატორი ჯონ უაიტი. სამი წლის წინ სწორედ ამ გუბერნატორმა დატოვა ეს ადამიანები ამ კუნძულზე.
შემდეგ მას მოუწია ინგლისში წასვლა
და მხოლოდ სამი წლის მერე შესძლო ხელმეორედ აქ ჩამოსვლა.
გუბერნატორი ვარაუდობდა რომ მას დიდი სიხარულით შეხვდებოდნენ კოლონიის მკვიდრნი
მეზღვაურები ჩასხდნენ ნავებში მხიარული შეძახილებით!
ცდილობდნენ რა მიექციათ ყურადღება იმ ადამიანებისა, ვინც სამი წლის წინ 1587 წელს
დატოვეს ამ კუნძულზე.
მივიდნენ დაბასთან და ნახეს რომ სოფელი ცარიელი იყო!
დღეს მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ რა შეიძლება მომხდარიყო.
შეიძლება სოფელმა რაღაც საშიშროების გამო სასწრაფოდ დატოვა დაბა -
თუმცა კი არც რაიმე წერილი არ უნახავთ და არც ვინმე იმ სოფლიდან.

* * *
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 05.08.2011, 0:50:13 AM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
მატარებელი მოჩვენება

აი კიდევ ერთი საინტერესო გაუჩინარება
1911 წლის 14 ივლისს რომის რკინიგზის სადგურიდან დაიძრა მატარებელი სამი ვაგონით -
მასში 106 მგზავრი იმყოფებოდა - ძირითადად მდიდარი ადამიანები.
მატარებელი მიდიოდა ლომბარდიის მთებში ექსკურსიაზე -
კილომეტრიანი უნიკალური ახალი გვირაბის დასათვალიერებლად,
ექსკურსია ფირმა Sanetti -ს მიერ იყო ორგანიზებული.
მატარებელი შევიდა მა გვირაბში -
და მეორე ბოლოდან აღარ გამოსულა.....

პოლიცია და რკინიგზელებმა მაშინვე დაიწყეს დაკარგული მატარებლის ძებნა.
გვირაბში ვერ აღმოაჩინეს ვერც ავარიის და ვერც ხანძრის კვალი.
სამაგიერო იპოვეს ამ მატარებლის ორი მგზავრი, რომლებიც შოკში იყვნენ და კარგა ხანი ვერაფერს ლაპარაკობდნენ//
მცირე ხნის შემდეგ, როცა ნელ ნელა დაიწყეს გამოსვლა შოკიდან,
გახდა შესაძლებელი მათი დაკითხვა -
მათი თქმით, მატარებლის გარშემო უეცრად რძისფერი ნისლი ჩამოწვა... ტუნელთან მიახლოებისას ეს ნისლი სულ უფორ და უფრო სქელდებოდა. ისინი პანიკამ მოიცვა და გადმოხტნენ მატარებლიდან - დანარჩენი 104 მგზავრი მატარებელთან ერთად გაუჩინარდა! ეს ორი ადამიანი კიდევ დიდხანს იყვნენ ფსიქიური მოშლილობებით -
დაკარგული მატარებელი კი ვერსად იპოვეს....
იტალიის მთავრობა შეშინდა ამ ინციდენტის გამო
და ეს გვირაბი სასწრაფოდ დაკეტეს- ჩახერგეს რა მისი შესასვლელი ქვებით.
ომსი დროს კი ამ გვირაბს ბომბი დაეცა და გვირაბი სამუდამოდ გაუქმდა.
ეს ისტორია დარჩა როგორც ისტორიის გამოცანა.
არსებოსბ დოკუმენტური მონაცამები, თვითხილველთა მონაყოლი
და მისი უტყუარობა ეჭვს არ იწვევს.
თანდათანობით ეს ისტორია დავიწყებას მიეცა...
მაგრამ...

80 წლსი შემდეგ - 1992 წელს 12 აგვისტოს უკრაინულ გაზეთში «Слава Севастополя» - დაწერილი იყო
მატარებელი მოჩვენების შესახებ უკრაინის რკინიგზებზე..
მოგვითხრობდნენ უცნაურ მატარებელზე, რომელიც პერიოდულად
გამოჩნდება ხოლმე არსაიდან და ისევ ქრება - პოლტავის ოლქის სოფელ ზავალიჩთან.
მატარებელი სამვაგონიანი იყო და სრულაიდ უხმაუროდ მოძრაობდაო - მემანქანის კაბინა კი ცარიელი იყო!

«Трехвагонный призрак появился на переезде дежурной Елены Спири-доновны Чебрец...
Поезд с наглухо закрытыми шторами, открытыми дверями и пустой кабиной машиниста двигался абсолютно бесшумно,
давя разгуливающих по полотну кур».

ან ფენომენის შესწავლა დაიწყეს ანომალურ მოვლენათა კომისიის წევრებმა
და დაასკვნეს, რომ ეს იტალიაში 1911 წელს დაკარგული მატარებელი იყო.
დაიწყეს მასალების მოძიება
და ერთ ერთ ისტოიულ წყაროებში აღმოაჩინეს, რომ 1840!! წელს (70 წლით ადრე) მეხიკოში უცნაურ პირობებში გამოჩნდნენ 104 იტალიელი
ყველა მათგანი 1 კვირის განმავლობაში მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიო! და ეს იტალიელები ამტკიცებდნენ თურმე რომ რომიდან იყვნენო!
რა თქმა უნდა მექსიკაში და ისიც მე19 საუკუნეში ამას არავინ დაიჯერებდა და ისინი ფსიქიტრიულში გააქანეს!
ეს შემთხვევა აღუწერია მექსიკელ ფსიიქტრს - ხოსე საკსინოსს!
ამ ფენომენის შემსწავლელი მეცნიერი ლეშატიი 25 წექტემბერს დაუდარაჯდა ამ მატარებელს
და როცა მატარებელმა - მოჩვენებამ ჩაიარა - მის ბოლო ვაგონს შეახტა.
ამის მერე ვასილიი ლეშატიი არავის უნახავს!
А 25 сентября 1991 года «Лещатый дождался очередного появления поезда на переезде возле села Заваличи
и на глазах у нескольких свидетелей успел запрыгнуть на площадку последнего вагона.
Больше его никто не видел. Других желающих исследовать этот феномен пока не нашлось»...
ეს უცნაური "მატრებელი -მოჩვენება" სხვაგანაც ნახეს -
მისი ბოლო გამოჩენა მოხდა 1986 წელს ლა-მანშის გვირაბში...
ყველა ერთნაირად აღწერს ამ მამტარებელს-
სმი ვაგონი, ძველი სტილის მატარებელი და მემანქანის ცარიელი კაბინა!
სავარაუდოდ ის დროსა და სივრცეში მოგზაურობს..
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 05.08.2011, 1:01:12 AM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ევროპელი ჯვაროსნები დიდგორის ბრძოლაში

ჟან პიერ ჟან გალუა (ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე)

„მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ. იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გემით ჩავედით გენუელ ჯვაროსნებთან ერთად, სადაც დაგვხვდა სიცხე და ნესტი, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, რადგან მეორე დღესვე ვიარეთ აღმოსავლეთით და გადავიარეთ მთა ლიხი. სოფლად გზებზე ხალხი გვაწვდიდა სანოვაგეს სიხარულით და გვლოცავდა მათს მეფესთან ერთად, მაგრამ მახსოვს, რომ უკვირდათ ჩვენი საჭურვლის სიმრავლე და სიმძიმე. ხოლო საკუთრივ იბერიაში, როცა გავივაკეთ, გვჩუქნიდნენ ქალები მოტკბო პურს, რომელსაც თავიანთ ენაზე ეძახდნენ „ნაზუქს“ და ასევე გრძელ საღეჭს, რომელსაც რთული სახელი ჰქონდა და ვეღარ დავიმახსოვრეთ. ტიფლისის მახლობლად დაგვხვდნენ ასევე ჯვაროსნები ბალდუინ მეფისა იერუსალიმითგან ჩვენზე ადრე მოსულები და ბრძოლაც იყო იბერიელების დედაქალაქის ტიფლისის მახლობლად. ხოლო რაც შეეხება წმინდა გიორგის გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული,
გამოჩნდა შუბით შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ — „წმინდა გიორგი ჩვენთან არს!..“
(ფრანგულიდან თარგმნა ნიაზ დიასამიძემ)

ეწიკა ლიქოკელი
(დიდგორის ბრძოლის მონაწილე)

„ფხოველთა ჩონ ხელწიფის წინ დგომა გვეწადის! თუცაღა ფრანკთა შორის ჩაგვაყენეს სპასალარმან ჯუართა გამო ჩონ ტალავერზედა — ფრანკნი მრავალნი ეგონების მტერთაო. ფრანკთა დიაღაც ცოტანი იყვნენ მეომარნი და თურქთა კი უნდა სცოდნიყოთ, რო ევროპიელნი მრავალნი ბრძოდნენ ქართველთა გამო. ამადაც ვერა ვიხილენით ახლოით წმიდა გივარგი, რომელიც მეფეთ მეფესა ჩუენსა დავითსა ხელმარჯვნით სდგა სიმტკიცისა წამქეზებელათ მტერთა ზედა. ხოლო ოდენ გვესმოდის ძახილნი ქართუელთა სპათა, რო წმიდა გივარგი გამოსჩდაო თვითან თეთრსა ცხენზედ ამხედრებულნი შუბითა განგმირავითა და მფარველსა ვადიდებდეთ უფალსა ჩონსაო. ერთი ფრანკთაგანი მხრებზედ შესდგა ჯვაროსანსა ამხანიგსა თვისსა, რომელსა ესრეთა სწყუროდის და ეწადის ხილვაი წმიდისა გივარგისი და ჰყვიროდიან ფრანკთა ენაზე — ეჰა, გივარგიო!..“
 
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 02.11.2011, 8:47:25 PM | შეტყობინება # 5
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
გაუჩინარებული ადამიანები და კუნძული,საიდანაც ვერავინ ბრუნდება

კენიაში,რუდოლფის ტბაში მდებარეობს კუნძული ენვაიტენეტი,რომელიც დაწყევლილ ადგილად მიიჩნევა,რადგანაც იქიდან დაბრუნებული ადამიანი ჯერ არავის უნახავს.1935 წელს კუნძულის გამოსაკვლევად ინგლისელი მეცნიერებირ ეწვივნენ და უკან არც ისინი დაბრუნებულან. დაკარგული მკვლევარების მარტინ შეფლისა და ბილ დაისონის საძებნელად ვივიანა ფუში გაემგზავრა,მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაგნო.კუნძულს ვერტმფრენითაც შემოუფრინეს,მაგრამ მიტოვებული სიფლის გარდა.ვერაფერი ვერ იპოვეს.კენიელებმა ფუშს უამბეს,რომ ოდესღაც,ამ კუნძულზე ცხოვრობდნენ ადამიანები,რომლებიც თავს თევზაობით ირჩენდნენ,მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი უგვზოუკვლოდ გაქრნენ.მეცნიერების აზრით,ენვაიტენეტის გარდა დედამიწაზე უამრავი ანომალიური ადგილია.

ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა თვითმხილველების მონაყოლი გამოაქვეყნა.მათი თქმით ,1960 წლის 30 ივლისს პიკტონში დღისით,ნათესავების თვალ წინ 13 წლის ბიჭი გაუჩინარდა და ის რამდენიმე დღის შემდეგ,იმავე ადგილზე გამოჩნდა.მართალია,მას იგივე ტანსაცმელი ეცვა,რაც გაუჩინარების დღეს,მაგრამ რაღაცნაირად,დაბერებულად გამოიყურებოდა.
1982 წელს 19 წლის ფრანკ ფრონტენი ორ მეგობართან ერთად, ქალაქგარეთ გამგზავრებას აპირებდა. ბიჭის მეგობრებმა შეამჩნიეს, რომ ფრანკის ავტომობილს ზეციდან მოელვარე სფერო უახლოვდებოდა. მოულოდნელად, ფრანკი გაუჩინარდა, ხოლო მანქანა შუაზე გადაიხსნა. ბიჭის ძიებაში საფრანგეთის პოლიციაც ჩაერთო, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ფრანკი ერთ-ერთ მეგობარს შინ მიადგა. დაბნეული ჩანდა და ვერ იხსენებდა, სად გააჩერა ავტომობილი. ჰიპნოზის ზემოქმედების შედეგად ბიჭმა აღიარა: “სფეროს მოახლოების შემდეგ, უჩვეულო ლაბორატორიაში აღმოვჩნდი. გადამცემებით რაღაც აპარატებზე ვიყავი მიერთებული და ოთახში უამრავი მანათობელი სფერო მოძრაობდა”.

ცნობილმა ასტრონომმა, ალან ჰაინეკმა გამოსცა წიგნი: “გაუჩინარებულები და მოტაცებულები”, სადაც ის ადამიანების “მესამე სამყაროსთან” კონტაქტს აღწერს. წიგნში აღწერილია ბეტი და ბერნი ჰილის ამბავი. 1961 წლის სექტემბერში ცოლ-ქმარი შინ ბრუნდებოდა. მათ ორი მოციმციმე სფერო შენიშნეს, შემდეგ გონება დაკარგეს და ორი დღის შემდეგ იმავე ადგილზე აღმოჩნდნენ, საიდანაც გაუჩინარდნენ. მოგვიანებით გაიხსენეს, რომ უჩვეულო ხომალდზე იმყოფებოდნენ, სადაც “არამიწიერი არსებები” სხივებითა და საცეცებით მათზე ცდებს ატარებდნენ.
 
ფორუმი » Art Forum » ჩვენი პლანეტა » მისტიკა და პარანოგენული მოვლენები
გვერდი 1 დან1
ძებნა: