GEORGIAN MODERN POETRY & ART

პარასკევი, 19.04.2024, 3:00:38 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | ბუნება, მისი საჩუქრები და საოცრებები - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Art Forum » ჩვენი პლანეტა » ბუნება, მისი საჩუქრები და საოცრებები
ბუნება, მისი საჩუქრები და საოცრებები
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 20.10.2010, 5:33:30 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ბუნება, მისი საჩუქრები და საოცრებები
 
KAXAთარიღი: კვირა, 07.08.2011, 12:37:12 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ასეთი ლამაზი და საოცარი ადგილი ცოტა თუ იქნება...



აქ ოდესღაც ოკიანე იყო



ეს მტაცებელი დინოზავრის ნაკვალევია (მანდვეა ბალახისმჭამელისაც, უფრო მოზრდილი...)





 
KAXAთარიღი: შაბათი, 20.08.2011, 11:39:13 PM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
კრისტალების გამოქვაბული, მექსიკა



ბუნების ეს საოცრება მსოფლიოს ყველაზე დიდ კრისტალებს უყრის თავს. ყველაზე დიდი კი სიგრძეში 11, ხოლო სიგანეში 4 მეტრია და 55 ტონას იწონის. საოცარი კი ის არის, რომ მღვიმის შესახებ 2000 წლამდე არაფერი იცოდნენ. მღვიმის ბუნებრივი ტემპერატურა 44 გრადუსია და, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, იქ გაჩერება 10 წუთზე მეტ ხანს შეუძლებელია.
 
KAXAთარიღი: შაბათი, 20.08.2011, 11:40:21 PM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
წყალქვეშა მღვიმეები, მექსიკა



ცენოტისები მსოფლიოს ყველაზე დიდი მტკნარი წყლის ჭებია. საუკუნეების განმავლობაში ისინი წარსულის ერთ–ერთ უდიდეს ცივილიზაციას, მაიას ტომებს სასმელი წყლით ამარაგებდნენ. მათს სიღმეში კი თვითმყოფადი საოცრებაა, რომელიც არც ერთ წყლოვან წარმონაქმნს არ ჰგავს. ცენოტისების ფსკერზე ზღვიდან შემოსული მლაშე წყალია, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ ზედაპირზე ვერ აღწევს. ასეთი ჭები ბუნებრივად უკავშირდება ოკეანეებს.


აქ ორი ტიპის წყალია. ქვედა ნაწილი მარილით გაჯერებული და მძიმეა, მის ზემოთ მოთავსებული ჩვეულებრივი წყალი კი გამჭირვალე. ეს ქმნის ჰაერის ილუზიას, თითქოს, წყლის ზედაპირია. ამ შთამბეჭდავ სანახაობას ბევრი მყვინთავი შეუცდენია.
 
KAXAთარიღი: შაბათი, 20.08.2011, 11:41:34 PM | შეტყობინება # 5
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
 
KAXAთარიღი: შაბათი, 20.08.2011, 11:42:13 PM | შეტყობინება # 6
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
მაიას ტომიდან შემოგვრჩა ორი რამ: კალენდარი და სამი კოდექსი. ესპანელმა კონკისტადორებმა ყველაფერი გაანადგურეს,როდესაც მექსიკის ტომები დაიპყრეს.მაგრამ მაინც გადარჩა სამი ხელნაწერი,რომლიდანაც მხოლოდ ერთი იკითხება და ინახება დრეზდენში.დანარჩენი ორი დამწვარ მდგომარეობაშია და შესაბამისად პარიზის და მადრიდის კოდექსები ეწოდება.

ამ კალენდრის მიხედვით, 2012 წლის 21 დეკემბერს იქნება პლანეტათა აღლუმი (ყველა ერთ ხაზზე განლაგდება). დედამიწას ესტუმრებიან უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები წითელი პლანეტიდან. იქნება მასშტაბური ცვლილებები ამინდში: ქარიშხლები, მეტეორთა წვიმა, ცუნამი, მიწისძვრები და ადამიანთა რასიდან ბევრი ვერ შეეგუება ამას.

მაიას ცივილიზაციის წარმოშობა და გაქრობა ბურუსით არის მოცული.

- მაიას ცივილიზაციის თვლის სისტემაში ფიგურირებდა ნოლი, მაშინ როდესაც არაბებმა მსგავსი სისტემა 814 წელს, ხოლო ევროპელებმა მეთორმეტე საუკუნეში გამოიყენეს.

- სხვა კალენდარული ციკლების პარალელურად გამოთვლა ვენერას კალენდრითაც ხდებოდა, რომელიც 584 დღეს მოიცავდა. თანამედროვე გამოთვლების მიხედვით კი ვენერას კალენდრის ხანგრძლიობა 583,92 დღეა.

აქვე დავამატებ რომ მათ არ ჰქონდათ ტელესკოპი და არც სხვა რაიმე საშუალება ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად.

საკითხავია, ინდიელებმა, რომლებმაც ბორბლის, ასევე მეტალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, როგორ შეძლეს მსგავსი გამოთვლების შესრულება. გამორიცხულია, რომ მათ წყლის ან ქვიშის საათით ესარგებლათ. მათი ტექნიკური შესაძლებლობები თვალის ზომით, სამკუთხედით და ჩრდილების ზომვის პრინციპებით შემოიფარგლებოდა.

1524 წელს, 25 წლის დიეგო დე ლანდამ და მისმა თანმხლებმა ბერებმა, მისია მიიღეს ეკლესიისგან, რომელიც იუკატანის ნახევარკუნძულზე მცხოვრები 300 000 ინდიელის გაქრისტიანებას ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც დე ლანდამ მაიას ენა საფუძვლიანად შეისწავლა, გაიცა ბრძანება ყველანაირი "წარმართული" ნაკეთობის თუ ხელნაწერის კონფისკაციისა, რომელიც საბოლოო სისრულეში 1562 წელს მოვიდა. 5000 ნახატი, 200-მდე სხვა საკულტო ნაკეთობა, 30-მდე მეცნიერული და რელიგიური ნამუშევარი და სხვა მრავალი ნიმუში, რომელიც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა, წამების განმავლობაში კოცონზე დაიწვა და უდიდესი ცოდნის კვალი გაქრა. თუმცა ერთი-ორი ხელნაწერი მაინც შემოგვრჩა.

ინდიელები საოცარი სიზუსტის ასტრონომიულ და მათემატიკურ ინფორმაციას ფლობდნენ. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ დედამიწის მზის გარშემო შემოვლის დროს, ათიათასეულის დონემდე ამრგვალებდნენ - 365,2421 დღე. გრეგორიანული კალენდარი 365,2424 დღეს ითვლის, ხოლო კომპიუტერული გამოთვლის შედეგად მიღებული რიცხვი 365,2422 შეადგენს.

მაია რამოდენიმე დამოუკიდებელი ბორბლისაგან შემდგარ კალენდარულს იყენებდა, რომლებიც საბოლოოდ ერთ მთლიან, კომპიუტერული სიზუსტით აწყობილ სისტემას ქმნიდნენ. კალენდარული სისტემის უმცირესი ნაწილი იყო თვე, რომელიც 13 დღისგან შეგდებოდა.

წელიწადი, 20 მსგავსი თვისგან შედგებოდა, ხოლო ყოველი თვე თითო "ღმერთის" სახელს ატარებდა. დიდ და პატარა ბორბალს თუ ერთმანეთს დავუკავშირებთ, მივიღებთ ახალ კალენდარს, რომელიც შედგებოდა 13x20 ანუ 260 დღისგან. წლის მანძილზე, არც ერთი დღე არ მეორდებოდა და საბოლოოდ, ცამეტი შემოტრიალება ქმნიდა 260 დღიან ციკლს, რომელსაც ცოლკინის კალენდარი ეწოდებოდა. ცოლკინი ღმერთების წმინდა წელი იყო, მაგრამ 260 დღიანი ციკლის საიდუმლოს პასუხი დღემდე არ გააჩნიათ მეცნიერებს.

ინდიელები კიდევ ერთ, 365 დღიან კალენდარულ სისტემას იყენებდნენ, რომელსაც ჰააბი ეწოდებოდა. ჰააბი დაყოფილი იყო 20 დღისგან შემდგარ 18 თვედ და დამატებით ხუთ დღედ (360 + 5 = 365 დღე) სადაც თვეები ცოლკინის მსგავსად, ღმერთების სახელებს ატარებდნენ.

ჰააბის ბორბლის ცოლკინთან ტრიალისას, ერთი და იგივე დღე შეიძლებოდა მხოლოდ 18 980 დღის შემდეგ განმეორებულიყო. თუ გავყოფთ 18 980 დღეს ჰააბის შემადგენელ დღეთა რიცხვზე (365) მივიღებთ რიცხვს 52 - ანუ მაიას კალენდრის ციკლს. ღმერთების კალენდარი ცოლკინი, როგორც მოგახსენეთ 260 დღისგან შედგებოდა.
18 980 დღის 260 გაყოფისას კი ვღებულობთ "ღმერთების" კალენდრის 73 დღიან ციკლს.

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ მაიას ტომი უზუსტეს ინფორმაციას ფლობდა ციური სხეულების შესახებ. ამასთან ერთად იცოდნენ ისიც, რომ დედამიწა ვიდრე მზეს შემოუვლის, 365 დღეზე ოდნავ მეტია საჭირო. აქედან გამომდინარე, კალენდარი ზუსტად ვერ იმუშავებდა თუ რამოდენიმე წელიწადში ერთხელ რაიმე არ შეიცვლებოდა. გრეგორიანულ კალენდარში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ნაკიანი წელიწადით სწორდება ეს ცდომილება. ინდიელებთან კი ეს ყველაფერი ბევრად რთულად გამოიყურებოდა - ისინი ყოველ 52 წელიწადს 13 დღეს უმატებდნენ, რათა საბოლოოდ ყოველ 3172 წელიწადში ერთხელ 25 დღე გამოეკლოთ. ეს მთელი სირთულე და ჩახლართული გამოთვლა საბოლოოდ სათანადო შედეგს იღებდა - მათი კალენდარი უზუსტესი იყო მსოფლიოში.

როგორც მაიას ცივილიზაციის ჩანაწერები გვამცნობენ, ყოველ 52 წელიწადში ათჯერ, ცაში ღმერთები ჩანდნენ და ყოველი ციკლის გასვლის შემდეგ ინდიელები მათ გამოჩენას ელოდებოდნენ.

მაიას კალენდარი წყდება 2012 წლის 22 დეკემბერს და მოსალოდნელია დიდი ცვლილება. მოსახლეობის ერთი ნაწილი ბუნებრივ კატასტროფას, ხოლო მეორე ნაწილი კი დედამიწაზე დაბადებულ ახალ რასას ელის. ასევე ვხვდებით ცნობებს მეორედ მოსვლის, სამყაროს განადგურების შესახებ ანდაც მაიას ღმერთების დაბრუნების შესახებ.
 
KAXAთარიღი: შაბათი, 20.08.2011, 11:43:02 PM | შეტყობინება # 7
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ათი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი კაცობრიობის ისტორიაში
10-ე ადგილი:
70 კარატიანი ბრილიანტი, რომელიც მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა მიუძღვნა მაშინ ჯერ კიდევ მის შეყვარებულს, ელიზაბეტ ტეილორს. საერთოდ, 70 კარატი არც თუ ძალიან ბევრია, მაგრამ ალმასი საოცრად იყო გამოთლილლი და უზარმაზარი ფასი ჰქონდა. შესაძლოა, ამან ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ ბარტონი – ერთადერთი კაცი იყო, ვისაც ტეილორი ორჯერ გაჰყვა ცოლად.

9-ეადგილი:
წითელი ვარდები, რომლებიც ერთერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი 60-იან წლებში, ჯო დი მაჯიო, ყოველთვის ჩუქნიდა თავის საყვარელ მერლინ მონროს. ყოველდღე უზარმაზარი თაიგული, მას შემდეგაც კი, რაც ისინი დაშორდნენ. როცა მერლინი გარდაიცვალა, დი მაჯიო აგრძელებდა ბუკეტების მიტანას მის საფლავზე.

8-ე ადგილი:
ბანკების ცნობილი მძარცველი, ქლაიდი: ამბობენ, რომ თავის საყვარელ ბონის აჩუქა დოკუმენტები კაქტუსის პლანტაციებზე, რომლისგანაც ტეკილას ამზადებენ – ბონიმ ის სრულ საკუთრებაში მიიღო. თუმცა, ეს ქაღალდები თვალით არავის უნახავს, და ამ პლანტაციის მუშებმა აქამდე არ იციან, რომ მათი პლანტაცია ერთერთ, ისტორიაში ყველაზე ცნობილ ქალს ეკუთვნის.

7-ე ადგილი:
პარიზის საროსკიპოში, ერთერთმა გოგონამ კლიენტისაგან მიიღო პატარა შეკვრა და თხოვნა, შეენახა იგი მთელი ცხოვრების მანძილზე. გოგონას ვალერიანის სმამ მოუწია, რადგან კლიენტს ვან გოგი ერქვა, ხოლო შეკვრაში მისი მოჭრილი ყური იდო.

6 -ეადგილი:
ფაუსტი, რომელმაც მარგარეტს საკუთარი სული აჩუქა. ეს ისტორია სევდიანად დამთავრდა, მაგრამ სამაგიეროდ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა სული ნამდვილად აჩუქეს და არა გაყიდეს.

5-ე ადგილი:
ამის შემდეგ წვრილმანად მოგეჩვენებათ ძვირფასეულობით სავსე სამი სკივრი, რომელიც ადრიატიკის ზღვიდან ამოიტანეს. ასე გაახარა საკუთარი ცოლი თავმდაბალმა ამერიკელმა განძის მაძიებელმა.

4-ე ადგილი:
კილომეტრნახევარი სიგრძის სიასამურის მანტო, რომელიც მეფე ლუი მეთოთხმეტემ აჩუქა თავის დედოფალს, რათა მას დილიდანვე შესძლებოდა ფეხშიშველს გაესეირნა საწოლიდან ტალავერამდე.

3-ე ადგილი:
მარგალიტი ღვინოში, რომელიც ანტონიუსმა მიართვა კლეოპატრას. ეს საჩუქარი ამ დრომდე ითვლება ყველაზე ნატიფ საჩუქრად მსოფლიოში. ანტონიუსმა შესთავაზა კლეოპატრას, თუ საჩუქარი არ მოეწონებოდა, გადაეგდო მარგალიტი (ყველაზე დიდი და მშვენიერი მათ შორის, რაც ოდესმე მიწაზე ამოუტანიათ) ზღვაში.

2-ე ადგილი:
მორიელების პატარა კუნძული, რომელიც ბერძენმა მილიარდერმა არისტოტელე ონასისმა აჩუქა თავის საყვარელ მეუღლეს ჟაკლინ კენედის. ამ კუნძულზე შედგა მათი ქორწილი.

1-ე ადგილი:
მავზოლეუმი ტაჯ მაჰალი. ეს ყველაზე ლამაზი ნაგებობა მსოფლიოში ააშენა შაჰმა ჯაჰანმა, როცა მისი უსაყვარლესი მეუღლე გადაჰყვა მშობიარობას 14-ე შვილზე. კედლების ზედაპირის ყოველი სანტიმეტრი ტაჯ მაჰალში მოპირკეთებულია ულამაზესად თლილი ქვებით, ხოლო თვით მავზოლეუმი ორიენტირებულია დღის შუქზე ისეთნაირად, რომ ყოველდღე თითქოს იბადება მზის ამოსვლასთან ერთად, ხოლო კვდება შებინდებისას. ამბობენ, დამპყრობმა სპარსელებმა, რომლებმაც გაანადგურეს და თითქმის მიწასთან გაასწორეს ინდოეთის დედაქალაქი – დელი, ტაჯ მაჰალთან მიახლოება ვერც კი გაბედეს, და იგი ხელუხლებელი გადარჩა.
 
KAXAთარიღი: შაბათი, 20.08.2011, 11:43:53 PM | შეტყობინება # 8
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
მაპატიეთ რუსულად რომ არის ნაწერი.ეს საინტერესოა:

Это уникальное геологическое явление, известное как Danxia landform . Такие явления можно наблюдать в нескольких местах в Китае. Этот пример расположен в Zhangye, провинция Gansu. Цвет - результат накопленного в течении миллионов лет красного песчаника и других осадков, которые высохли, осели и окислились.

 
KAXAთარიღი: შაბათი, 20.08.2011, 11:58:18 PM | შეტყობინება # 9
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
მოსიარულე პალმა

 
ფორუმი » Art Forum » ჩვენი პლანეტა » ბუნება, მისი საჩუქრები და საოცრებები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: