GEORGIAN MODERN POETRY & ART

პარასკევი, 19.04.2024, 2:28:35 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | გიო მცხეთელი - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმი » Art Forum » პოეზია » გიო მცხეთელი
გიო მცხეთელი
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.03.2011, 7:06:43 PM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
 
KAXAთარიღი: პარასკევი, 11.03.2011, 7:08:11 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია

***
თითქოს წაშლილი წუთი გადარჩა,
გადაუგავეს დილას სინაზე
და გულიანი გახდა დამბაჩა,
რითიც ეშმაკი იდგა წირვაზე.

გამოიგონეს ბედის ბალადა,
უბედობაა ბედი ჩათვალე!
ერთხელ გასინჯერ ციხის ბალანდა,
ერთხელ ცხოვრება გრძნობად დათალეს...

გულიც დაღალეს, როცა ლამბადა
პანაშვიდებზე მთვრალმა დაბადა,
მიცვალებული მიწას ახარეს...

და გამოაკრეს სახლთან აფიშა.
სხვებმა უფრო სხვებს გადაახარეს,
დასაფლავების დრო მიანიშნა
ჭირისუფალმა მოსულ მასხარებს.

გადაუგავეს გრძნობას სიწრფელე...

 
უკვდავითარიღი: შაბათი, 12.03.2011, 1:11:37 PM | შეტყობინება # 3
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
საინტერესოა..

საინტერესოა ოცდაერთი წელი,
ისე გაიპარა, როგორც ის საღამო,
როცა პაემანი ტვინში ჩავინიშნე
და დღეს საღამოსაც მინდა დავაღამოთ
ისე უბინაოდ, როგორც მაშინ იყო..
სახლში კი წავედი, მაგრამ ამეტირე,
ახლა ზამთარია, მოდი გავირიყოთ,
ცეცხლი დავანთოთ და ეს ცა მეც კი მირევს
ყველა თვალსაწიერს, შენ კი გეკითხები
გინდა აგიბნიო გულზე ჩემი ჯვარცმა,
ვიცი ანგელოზად შენ იქ შემიძღვები,
სადაც სინათლეა, სადაც მხოლოდ კაცთა
არის სიყვარულო, შენ ნუ ჩამოიშლი
შავ თმას ბაგეზე და ნუღარ მიერთგულებ,
ნახე? დავიბენი, ლექსად ამოგიშვი,
ისევ ვითიშები და კვლავ ამ სირთულეს
ვისკით ვეომები, ჭიქა მეათეა
უკვე გაზაფხულდა, მოდი გავირიყოთ.
უნდა მაპატიო, ღამეს ვერ ვათენებ,
მაგრამ მეტირები, რგორც მაშინ იყო..


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
უკვდავითარიღი: შაბათი, 12.03.2011, 2:01:19 PM | შეტყობინება # 4
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
ამინდი ჰგავდა თმაწეწილ ბოშას,
ქუჩა ეპოვათ სახლკარად ლოთებს...
და იყო ჭუჭყი, ჩუმ-ჩუმი ლოშნა,
ტუჩები წერდნენ კახპის ბილბორდებს.
მოხუცი ქალის მაღაზიასთან,
გაჩაღებული ჰქონდათ ბოჰემა,
ბიჭმა გოგონას ვარდი მიართვა,
ჭორიც აენთო, მიცემ-მოცემა.
ბოდიში და სხვა დედას ეტრფოდა,
დაცემულ მუხლზე წყლული ჰყვაოდა,
მერე იესოს შენდობას სთხოვდა,
შენდობის თხოვნას უფრო ნანობდა.
ჭრელში და ჭრულში სიცოცხლე სურდათ,
სიცილნაყარი ია-ვარდებით,
სიზმრის ნახვაც კი ისე შემძულდა,
რომ უძილობას ჩემით დავნებდი.
და განიკითხა უფალმა ხალხი!!!


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
Niniთარიღი: შაბათი, 12.03.2011, 2:08:26 PM | შეტყობინება # 5
Administrator
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 70
სტატუსი: გასულია
"როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”

მომეწონა შენი სტატუსი ..:)

მომწონს შენი ლექსები გიო..

''სიზმრის ნახვაც კი ისე შემძულდა,
რომ უძილობას ჩემით დავნებდი.''

ეს ძალიან.. smile

 
უკვდავითარიღი: შაბათი, 12.03.2011, 2:12:02 PM | შეტყობინება # 6
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
შენ ღმერთი არ ხარ, შენ მე გაღმერთებ,
ტერფებთან ბზები უხვად გილაგე,
რამდენი მეტრი გზის გადავკვეთე,
მეხარებინა ეს მზე დილამდე.
შენ არ ხარ ღმერთი, სანთლებს გინთებ და
მგონი ვმკრეხელობ სიყვარულს რომ გთხოვ,
იქნებ არ იცი, იქნებ ერთჯერად
ყმაწვილს მადარებ, არადა მომწონს
ის რომ გაღმერთებ, ის რომ ჩემი ხარ,
ის რომ ტერფებს და მუხლებს გიკოცნი,
ის რომ შენს გამო ქვეყნად მტერი მყავს
და არ მაღელვებს ფასი სიცოცხლის.
შენ არ ხარ ღმერთი, არც მე იუდა,
გკოცნი ლოყაზე მთელი სინაზით
და სამშვინველსაც ტრფობა მიგუდავს,
თუმცა სიკვდილსაც ხელიდან მაცლი
და კვლავ გაღმერთებ, ისევ ვიბნევი,
თითქოს დამყარე ქერის მარცვალად,
ახლა სადა ხარ, ალბათ ისევ იქ
სადაც გნახე და თუმცა სხვაგანაც,
ვიცი იქნები, რადგან გაღმერთებ
რადგან სამყაროს ერთხელ ვაჯობე,
გული არ მტკივა რადგან ამერთხელ,
მე გავუღიმე ცაში ნამყოფებს.
შენ ხომ გაღმერთებ, შენ ხომ ჩემი ხარ,
აბა ცაში მე რა დამრჩენია.


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
KAXAთარიღი: შაბათი, 12.03.2011, 2:16:09 PM | შეტყობინება # 7
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
სალამი დიდებულ პოეტს! მაგარი ლექსებია! გაიხარე ძმაო, გულითაც და ცხოვრებითაც პოეტი რომ ხარ!
 
უკვდავითარიღი: შაბათი, 12.03.2011, 7:27:15 PM | შეტყობინება # 8
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
მადლობა ნინი, გაიხარე კახუშ

როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
უკვდავითარიღი: ორშაბათი, 14.03.2011, 7:18:13 PM | შეტყობინება # 9
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
" გზა, რომელიც მოგცა ღმერთმა და შენ ვერ დაინახე, უმადლოდე მას, ვინც დაგიძახა და შენც კრავივით მიხვედი მასთან...უმადლოდე, რადგან ღირსია ამის" - მამა პაისი მთაწმინდელი.

ამ ნაწერს არ გააჩნია ამბიცია არც ტაშისა და ალბათ არც აღიარებისა...

მახსოვს, როცა წერა დავიწყე ( დაახლოებით შვიდი წლის წინ) ეს ფაქტი ყველასათვის მოულოდნელი და ასე ვთქვათ დაუჯერებელი აღმოჩნდა. სხვაზე რა მოგახსენოთ და მეც კი გაოგნებული გახლდით იმით, რაც ჩემს თავს ხდებოდა. იწერებოდა ის, რაც ბავშვური წუხილისა თუ პროტესტის გამომხატველი იყო. და ერთ დღეს, როცა გადავწყვიტე შედარებით ფართო ასპარეზი მიმეცა ამ ჩემი ნიჭისა თუ გატაცებისთვის, დაახლოებით შუადღის სამ საათზე, სამშაბათ დღეს, ყველასათვის ნაცნობ " მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის" " ნორჩ შმოქმედთა" სტუდიაში შევაბიჯე. რამოდენიმე ლექსი მქონდა თან. საშინელი სირცხვილის შეგრძნება მქონდა, ასე მეგონა ყველა მე მიყურებდა და მეუბნებოდა: " აქ შენი ადგილი არ არის".

სწორედ იქ, ერთ-ართი პედაგოგის წინ იჯდა კახა ჭლიკაძე, რომელმაც მეგობრული ღიმილით თავისკენ მიმიხმო და კარგად მახსოვს, ორი ლექსის წაკითხვის შემდეგ მითხრა, რომ დავლოდებოდი, ჩემთან სასაუბრო ქონდა...

ალბათ ყველას მოგეხსენებათ ბიჭების გარდატეხის თუ თვითდამკვიდრების ასაკი, პერიოდი, როდესაც ყველა ჩვენგანი ასე თუ ისე " ქუჩისბიჭობს". რაღაც ამდაგვარი მეც მომიწია სწორედ მაშინ, როცა ლექსების წერა დავიწყე. კახა ჭლიკაძე აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც დამანახა სწორი გზა იმ გზაგასაყარზე, სადაც ადამიანი ან იღუპება, ან ცოცხალი რჩება.

ერთად გაუყევით ქაშუეთისკენ მიმავალ გზას. მზიანი დღე იყო. ვისაუბრეთ იმაზე, რაზეც შეიძლება დიდი ხნის მეგობრებმა არ ისაუბრონ. ჩემს წინ იდგა ადამიანი, უმწიკვლო ცხოვრებითა და საოცარი ადამიანობით, პოეტური გარეგნობითა და სულით, სულით, რომლითაც დღეს მეც კი ვამაყობ!!!

დიდმა დრომ განვლო მას შემდეგ. ეს ადამიანი იყო ჩემი შემოქმედედბის პირველი კრიტიკოსი ( დღესაც ასეა), მეგობარი, რომელიც ყოველი გაჭირვების ჟამს არის იქ, სადაც ჩემი ტკივილი ტკივილობს. ადამიანი, რომელიც ყოველი სასყიდლის გარეშე ცდილობს იზრუნოს მომავალ თაობაზე და მათში გააღვიძოს ის პოეტური სული, თავის დროზე ჩემში რომ იკარგებოდა და მისი წყალობით რომ გადარჩა!

" ხელოვნებაა სულის სამწყსო, გულის ნაყოფი,
უბედურია ის ვინც ვერ ქმნის, სხვისიც არ ჰყოფნის"

მისი ეს სიტყვები ყოველთვის ლოცვასავით ჩამესმის და ვცდილობ დავაფასო ადამიანი, რომლის აზრითაც, მას ჩემთვის არაფერი გაუკეთებია, თუმცა მე ხომ კარგად ვიცი და მადლობა ღმერთს შემწევს ძალა ვიბრძოლო იმისთვის, რომ მცირეოდენი მაინც შევძლო და აი ასე გამოვხატო მადლიერება ჩემი მეგობრისა და
ჩემში, ხელოვანის სულის გამაღვიძებლის კახა ჭლიკაძის მიმართ!

ჩემო მეგობარო, ეს სიტყვები მიიღე დიდი სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად!!!



როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
უკვდავითარიღი: სამშაბათი, 15.03.2011, 0:17:04 AM | შეტყობინება # 10
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
მესხიძე, ჭლიკაძე, ედიშერაშვილი

რაც არ ახდენილა, ან არ დაწერილა,
იყო პოეტი და უკან ვერ იხევდა...
შორს ნუ იყურები, აქეთ შემოხედე,
აგერ ჭლიკაძე ქმნის დუეტს მესხიძესთან.
განა ადვილი იყო მარტოხელა,
როცა მუზა არი აქვე ხელგაწვდილი,
შეგეკითხებიან, ასე რატომ ღელავ?
როგორ? ლექსს კითხულობს ედიშერაშვილი!!!
რაც არ ახდენილა, ან არ დაწერილა,
ჩემი გულის ტკივილს კუბოც ვერ ამაცლის,
ყველას წინაშეა სამი ღვთისმოსავი,
ერთი ქალია და ორიც მამაკაცი!!!


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
Niniთარიღი: სამშაბათი, 15.03.2011, 1:15:16 AM | შეტყობინება # 11
Administrator
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 70
სტატუსი: გასულია
მადლობა, გიო respect
ექსპრომტების მეფე ხარ ! hands thumbup
 
sofchoთარიღი: სამშაბათი, 15.03.2011, 1:15:19 AM | შეტყობინება # 12
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 3
სტატუსი: გასულია
მიყვარს ნიჭიერი ხალხი ,ძალიან მომეწონა ყველა ლექსი, წარმატებები და გისურვებ მუზები აღარსად აგარ ''წათრეულიყვნენ'' რადგან შენნაირი ახალგაზრდა და ნიჭიერი ხალხი ჭირდება საქართველოს,

შეტყობინება შეასწორა sofcho - სამშაბათი, 15.03.2011, 1:26:10 AM
 
sofchoთარიღი: სამშაბათი, 15.03.2011, 1:18:14 AM | შეტყობინება # 13
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 3
სტატუსი: გასულია
შენ არ ხარ ღმერთი, სანთლებს გინთებ და
მგონი ვმკრეხელობ სიყვარულს რომ გთხოვ,
იქნებ არ იცი, იქნებ ერთჯერად
ყმაწვილს მადარებ, არადა მომწონს
ის რომ გაღმერთებ, ის რომ ჩემი ხარ,
ის რომ ტერფებს და მუხლებს გიკოცნი,
ის რომ შენს გამო ქვეყნად მტერი მყავს
და არ მაღელვებს ფასი სიცოცხლის.

გასაკუთრებით მოვიხიბლე lips lips lips
 
tkakთარიღი: ოთხშაბათი, 16.03.2011, 3:05:45 AM | შეტყობინება # 14
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 5
სტატუსი: გასულია


შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!!!:)))
 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 16.03.2011, 7:13:33 AM | შეტყობინება # 15
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
გიო მცხეთელო–უკვდავო

მადლობა შენი გულიდან ამოხეთქილი ლექსებისათვის გაიხარე ძალიან მომეწონა

 
ფორუმი » Art Forum » პოეზია » გიო მცხეთელი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა: