გიო მცხეთელი - Page 3 - ფორუმი

GEORGIAN MODERN POETRY & ART

შაბათი, 10.12.2016, 7:58:04 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | გიო მცხეთელი - Page 3 - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 3 დან«123
ფორუმი » Art Forum » პოეზია » გიო მცხეთელი
გიო მცხეთელი
უკვდავითარიღი: კვირა, 17.04.2011, 4:12:30 PM | შეტყობინება # 31
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
ეს ცა იჭრის ვენებს და წვიმა მაინც ზარმაცობს,
(შემოდგომის ხვედრია ხეთა დედიშობლობა)
ტროტუართან შუადღეს ველოდები ბარბაცით,
დილის ზღვიდან რა ხანი, გავიდა რომ მოტოპავს.

უჩვეულოდ ინტიმურ ჰავაშია ეს კვირა,
საღამოთი ლოდინში ხვალინდელი “პაგოდის”
ფოთლებს ვაწყობ სივრცეში, (უეჭველი წრეწირად)
ლოგინი რომ მეციოს, იქნება იქ გავგორდე...

და ვეწევი ქემელით გამოჟღენთილ ღამეებს,
მთვარზეც ვწერ ხანდახან, უფრო ხშირად ცალი ყბით...
ხელს ვიქნევ და სიცოცხლეს პოეტურად ვანებებ
თავს და ერთხელ (ჯერ არა) შენ კოცნასაც დავიხლი

ბაგეებზე, ნულიდან აიწვერა ეს ლექსიც,
რომ სჩვევიათ ყანაში დედაჩემის სიმინდებს,
ცვრიან ბალახს ხომ მოაქვს ჟრუანტელი ფეხებში,
იგრძნობ დედასამშობლოს და ყველაფერს იკიდებ.

ეს ცა იჭრის ვენებს და წვიმა მაინც ზარმაცობს,
ფანჯარაში ნათელი ჩამომდგარა კელაპტრის,
რაც არ უნდა მოხდეს და სიცოცხლეზე გამაზოთ,
პოეტური ღამე აქვს გიო ედიშერაშვილს.


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
tkakთარიღი: კვირა, 17.04.2011, 5:10:13 PM | შეტყობინება # 32
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 5
სტატუსი: გასულია
"მთვარეზე ვწერ ხანდახან, უფრო ხშირად ცალი ყბით... ხელს ვიქნევ და სიცოცხლეს პოეტურად ვანებებ" v up specool

შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!!!:)))
 
KAXAთარიღი: კვირა, 17.04.2011, 5:29:30 PM | შეტყობინება # 33
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ძლიერი პოეტი ხარ და არავინ შემეკამათოს!
 
უკვდავითარიღი: შაბათი, 17.09.2011, 1:13:17 PM | შეტყობინება # 34
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
ქარბუქი. წევხარ სიჩუმის გვერდით,
ვიღაცა ფეხით გადადის ღმერთზე
(მანძილი- ჯერაც ვერ გაცდა წერტილს
საწყის) თუ ისევ დაჯღაპნი ლექსებს
როცა მზე დაყრის მკლავებს აისზე,
(დედაჩემივით მოტეხავს წლები)
შენ კი დამბაჩის ნაცვლად გაისვრი
სიცოცხლეს, მერე ჰაერზე წვები
ჩიტებთან, (ისევ იძახი ამინ)
ამინდს ნაკლივით ეტყობა ნისლი,
ახლა რომ ღმერთმა გაჩუქოს მკლავი,
შენივე ბედის დალეწავ წისქვილს.
და რადგან დროში იხრჩობა კაცი,
ხსოვნას დასაწვავ წიგნივით აგდებ,
და ახლა ალბათ სირცხვილის ნაცვლად
სხეულში ყველა სტრიქონი დაგდის...


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
უკვდავითარიღი: შაბათი, 17.09.2011, 1:14:08 PM | შეტყობინება # 35
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
დასამთავრებელი...!!!
სიცივე. ბავშვები. ქალაქი - ნაცნობი.
(ქუჩაში პოეტის სიტყვა და ხმა გდია)
ტირილი? (მოიცა) თვალი გავს დაშრობილ
ზღვას, ახლა წლები რომ დადიან
ნერვებზე, ზიხარ და იგივე მუსიკას აჟღერებ,
შუბლზე კი ცვარივით გიცვივა (სინდისის)
ძაფიო, იტყვიან, სიტყვა ვერ დაწერე
საყვარელ ქალზე და უბრალოდ მიდის ის.

რჩები და კარივით საკუთარ თავს კეტავ.

დრო - უფრო ღამეა, გამზირი - სულერთი,
(კრეფს ქარი ვიღაცის გადმოყრილ ტკივილებს)
და გინდა ღმერთი რომ გეწვეთოს გუგებში
თვალის და სამყაროს შეხედო ჩვილივით.
სიცივე. ბავშვები. ქალაქი - ბორდელი.
(ძილივით გერევა ოთახის სიჩუმე)
ეცემი, ხრიალებ, ჯვარი და შოლტები...
თავსა და სინათლეს ვერაფრით იბრუნებ.
დგები და არ გინდა ჰაერის სიმცირე,
(მშიერი ბავშვები ეძებენ კალაპოტს)
ტუჩების ოდნავი მიმოხვრით იცინი,
(გაგიჟდი!) და უკვე ყველაფერს ღალატობ!
დრო - ოთხს აკლია... ვერ ხედავ, გიჭირს,
ვერ გკარნახობენ სხვა გზას აზრები
გარდა სიკვდილის, არც ამის ნიჭი
არ გაქვს, და მაინც აქვე მთავრდები!


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
უკვდავითარიღი: შაბათი, 17.09.2011, 1:17:03 PM | შეტყობინება # 36
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
კახა ჭლიკაძეს

მამო ჩვენო გაიხშირე გულისცემაზე
მეტად და ახლა იდილია გახასიათებს...

ამ ყრუ ქარივით შემორჩი ქალაქს,
(ჩიტები სხედან გაბზარულ ტოტზე)
შენ უბინაო იქნები ხვალაც,
შენ უყველაფროს წაიყვან მოძმედ!

ჯერ ვერ წაგართვეს ქუჩა და წესი,
ის რომ სიწმინდე უხდება ოდას,
ის რომ ქალივით გიყვარდეს ლექსი
და პოეზია გყოფნიდეს. ჰოდა

აწმყომოწყვეტილ წარსულზე ჩივი,
ზიხარ და ტოტზე ხმება აგვისტო.
ლექსიც დაიტევს კაცივით ტკივილს
და სხვებისასაც შენვე გაგიყოფს!

მამაო ჩვენო დაგვიბრუნე დედა - ჩვენი და
იყავი, ნება შენი არის აწ და მარადის!


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
ფორუმი » Art Forum » პოეზია » გიო მცხეთელი
გვერდი 3 დან«123
ძებნა: