GEORGIAN MODERN POETRY & ART

ხუთშაბათი, 18.04.2024, 9:01:16 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | კახა ჭლიკაძე - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმი » Art Forum » პოეზია » კახა ჭლიკაძე
კახა ჭლიკაძე
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 6:46:55 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია


 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 6:50:27 AM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
შენს მოლოდინში

ფიქრებში გხატავ ფუნჯით სევდის და მონატრების,
ვით ზღვის ნაპირთან მარტოდ - მარტოდ მჯდომი თოლია,
მაგ შენს საოცარ ბრწყინვალებას მწვანე თვალების,
ბავშვობის სხივის ელვარება გამოჰყოლია.

შენს მოლოდინში უდაბნოთა ჰორიზონტივით,
უშენო სივრცის სივიწროვედ ჩავირაზები,
უძირო მზერა შევაყინე ცის იალქნებს და
ჩემი გულის რიტმს ავაყოლე ლექსის ფრაზები.

ღამეც არ ჩქარობს, ვარსკვლავებით იქსოვს ხალიჩას
და მოთმინებას მიფატრავენ ზანტი წამები,
თუმც უკვე მალე შვლის ნუკრივით ჩაგიკრავ გულში
და ნანატრ ტუჩებს წყაროსავით დავეწაფები.

07/07/2010

Kaxa Chlikadze - Shens molodinshi by kaxa_chlikadze
 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 6:53:23 AM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ბედნიერებას დავუძახე შენი სახელი

დაშნის წვერივით მოუთმენლად იელვა ფრაზამ
და ფიქრმა შენზე ეს სულსწრაფი ლექსიც დაბადა.
როცა ისურვეს ჩემმა მხრებმა თითები შენი,
ვარსკვლავთა დასმა წამომასხა ნისლის ლაბადა.

გონმა დასცინა სულმდაბალთა დაწერილ მორალს,
თვით სიყვარულმა შობა ჩვენში ლტოლვა ცხოველი
ვნებით გითრთოდა საოცნებო სხეული ცხელი
და გრძნობის შიშმა გაგიშიშვლა ფიქრი ყოველი.

შევისისხლხორცე თითოეული ტკივილი შენი
და ჩემი სულით შეგიხვიე გულზე იარა.
შენი ცრემლები მეც ვიგრძენი ღამის თბილისში
და შუბლზე წვიმამ მირონივით ჩამოიარა.

შენი მხილველი, აფროდიტეც აღივსო შურით,
დასცა ეგეოსს ბრგე ტალღათა ეიფორია.
შენი ყოველი ამოსუნთქვით ვისუნთქე სითბო
და ახლა ვგრძნობ, რომ სიკვდილამდის თურმე შორია.

ბედნიერებას დავუძახე შენი სახელი.

Kaxa Chlikadze - Bednierebas Davudzaxe Sheni Saxeli by kaxa_chlikadze
 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 6:54:27 AM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
დავწერ ამ ლექსს და გათენებას გაუწყებ კოცნით

მარინისტივით გიხატავდი ბერმუდის თვალებს
და შენი კანის სურნელებას სდევდა ჟ'ადორი,
ლალისფერ ტუჩებს შევცქეროდი ვნებააშლილი
და ვგიჟდებოდი ვით შეშლილი ტორიადორი.

მზემ რახანია ფენიქსივით გაშალა ფრთები,
შენ კი პატარავ, კვლავ სიამის კნუტივით გძინავს.
დავწერ ამ ლექსს და გათენებას გაუწყებ კოცნით...
დავლევთ ყავას და კვლავ დავცინებთ არეულ ბინას.

მერე გავყვებით შენს საყვარელ, მზით გამთბარ ქუჩებს,
ძველი თბილისი თითქოს მხოლოდ შენთვის ააგეს.
საღამოს ისევ მივეცემით თავდავიწყებას
და თეთრი ღვინო დაგისველებს მაგ მაცდურ ბაგეს.

შემდეგ კი, როცა არაერთხელ დავიცხრობთ წყურვილს,
და შენს სხეულშიც მინელდება გიჟმაჟი ვნება,
შემომანათებ უკვე მშვიდ და ბედნიერ თვალებს,
დამაყრი მკერდზე ოქროს თმებს და ჩაგეძინება.

ხვალ დილით ისევ გათენებას გაუწყებ კოცნით...

Kaxa Chlikadze - Davcer am leqss da... by kaxa_chlikadze
 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 6:55:32 AM | შეტყობინება # 5
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
დიახ, დავთვრები!

ფიქრებს დაწერილს სუფთა ფურცლებზე,
ვიფარებ ვით მთა თეთრ თოვლის საბანს
და უნიჭობის ყრუ ნაკადულით
ბევრი ზღვა დალევს მთის ფეხისნაბანს.

ბოღმის ლავაში ფართხალებს გული,
ვით განწირული ჯორდანო ბრუნო
და უმეცართა ალყაში მყოფმა,
მინდა სიმთვრალე რომ შევიბრუნო.

დიახ, დავთვრები და შემდეგ მუზებს
მოვიპყრობ როგორც მაშველთ მაშვრალი,
არავინ იცის უბიწო ცრემლი
რამდენჯერ არის ღაწვზე დამშრალი.

ცხოვრებას ისევ არ მობეზრდება
ამ უწესობის წესით თამაში,
მე კი დავთვრები და დავწერ ლექსებს,
რადგან ვერ ვხედავ ცოდვას ამაში.

მგელთ სისხლით მაძღარ დევთა სუფრაზე
უყურადღებოდ ხმება ლავაში,
მათთვის უცხოა ეს სამართალი,
გული კი ბორგავს ბოღმის ლავაში.

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 6:56:38 AM | შეტყობინება # 6
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
აწმყო
დრო გადიოდა, მივდევდი და ვეძახდი აწმყოს
მას, რასაც უკვე შორეული წარსული ერქვა
და აწ წარსულში გადახიზნულ წამებს ვნანობდი,
რომ ვერ ვასწრებდი მე მათთვისაც აწმყოში მეთქვა,

რომ მეთვითონაც ვერ ვხვდებოდი რა იყო აწმყო,
რომ ჩემს აწმყოსაც უახლესი წარსული ერქვა,
რომ სული ჩემი შესცქეროდა მომავლის ტანგოს,
მაგრამ კვლავ წარსულს ემსხვრეოდა ამ გულის ფეთქვა.

ჩვენ, თითოეულნი ველით მომავალს
და შემდეგ წარსულს ვბარდებით ყველა.
დრო კი ერთია - მარადიული
და ხორცს კი არა - სულს უნდა შველა!

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 6:57:26 AM | შეტყობინება # 7
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ნახეთ რა ღამეა!

ნახეთ რა ღამეა, არ ჰყავს ორეული
შეიშლება ფიქრთა მრავალტომეული.
ახლა ალბათ ფურცლებს გრძნობამორეული
მელნად ეღვენთება ლექსო დორეული.

გრანელის საფლავთან ათევს ფილალეტე,
ედიშერაშვილი მუზას ეფერება,
თვით სფინქსს მიაქროლებს მიხო გოგუაძე
და უკვდავ ბუმბერაზს არ სურს შეფერება!

გულში უხმაუროდ სითბო ჩამეღვარა,
ზუსტად ვიცი ახლა ლექსს სწერს ჩეგევარა.
მთვარევ ერთგულებას ნუღარ მომთხოვ, კმარა!
სხვა პასუხს ვერ გაგცემ - თან კი და თან არა!

ნახეთ რა ღამეა, არ ჰყავს ორეული,
გრანელის საფლავთან ათევს ფილალეტე,
გულში უხმაუროდ სითბო ჩამეღვარა
და ეს ჩუმი ლექსიც ფურცელს მივალეწე.

15/04/2010

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 6:58:26 AM | შეტყობინება # 8
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
Nostalgy

როცა თვალიდან მარტოობის წვიმა წამოვა
და ამოხეთქავს ნოსტალგიის მძლავრი ვულკანი,
წარსულის ლანდი თვალწინ ისე ცხადად ამოვა
ვით ფიროსმანის მოხატული ძველი დუქანი.

მხოლოდ ფიქრებში გავუყვები თბილისის ქუჩებს,
სადაც ოდესღაც მთელი ღამე გამითევია...
ავხედავ მთვარის არაფრისმთქმელ, მდუმარე ტუჩებს,
როცა თბილისში ეს მთვარეც კი მრავლისმთქმელია.

და თუ მიიღებ უცხო ქვეყნის უგულო იერს,
გული ქართულად შეგახსენებს მრავალჟამიერს
და მოისურვებ ჩაეხუტო შენს საქართველოს,
თითქოს პატარას, მაგრამ ბრძენს და უზომოდ ხნიერს.

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 6:59:21 AM | შეტყობინება # 9
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ბედთ არენაზე

მოკვდავნი ისევ ცვლიან ცხოვრებას
ცოდვის მძივების მარგალიტებზე
და მეც ვხარხარებ ცრემლმორეული
გრძნობათა ვალსის პანაშვიდებზე.

ცოცხლებს კი მაშინ სძულდათ სიცოცხლე,
როდესაც მკვდარნი უფრთხოდნენ სიკვდილს.
გლადიატორთა დიდ არენაზე
იღბალი თავის მოკლულებს ითვლის

და ტახტზე მჯდომმა ბედთ კეისარმა
ჩემთვის გულცივად დაუშვა ცერი
და ბედმა ჩემმა შემისისხლხორცა
სისხლით ნალესი მახვილის წვერი.

მეც ჩავეხუტე ჩემსავე იღბალს,
ვინც ჩემში – ჩემით მოიკლა თავი
და ბედნიერნი ვკვდებით ორივე,
რომ ცხოვრებასთან არ დავდეთ ზავი.

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 7:00:43 AM | შეტყობინება # 10
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
უშენობით

დღეს უშენობით ლხინი ჩემი იქცა გოდებად,
მაგრამ შენი ხმა სიკვდილამდის ღირს დალოდებად,
შენი ღიმილი შეფასდება ოქროს ზოდებად,
მეც შენზე დარდი მაწევს გულზე ქვად და ლოდებად.

კვლავ მოვიღუშე, ვგრძნობ, რომ თვალი წვიმას აპირებს
და კვლავ მიადგა გემი ჩემი სევდის ნაპირებს,
მე ფიქრი შენზე ოცნებისკენ გამინაპირებს
და გელი, როდის აასრულებ შენს დანაპირებს.

შენმა თვალებმა ფიქრი ჩემი ულმობლად მართეს,
ანგელოზებმაც სიყვარულის მშვილდი მომართეს,
ფიქრებმა შენგან გარიდების ნება არ დამრთეს,
ეჰ, გულო ჩემო, რით გიშველო, ეს რა დაგვმართეს!

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 7:01:39 AM | შეტყობინება # 11
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
აქსიომა

დღეს თეთრზე-შავით
დაწერილი ეს აქსიომა
ყველგან უარჰყვეს
და დაჩაბნეს სადაც იომა.

ნუ იფიქრებ, რომ
მარტო მე ვარ გზას აცდენილი,
ოვალურია დედამიწა,
წრფეზე ვერ ივლი!

ადამიანის აზროვნებაც ბრუნავ მორევში,
სადაც მთის წყარო უერთდება ბებერ ნიაღვარს.
ოდესღაც უხვი გდია როგორც დამპალი ლეში,
წარსულს ჩაბარდა, ვიღა უფენს გზებზე ია-ვარდს?!

ნიჭს იარაზე დააყარეს მუჭით მარილი,
ნიჭს, ოდეს თვითონ რომ უწნავდნენ დაფნის გვირგვინებს..
ვით სამურაი რონინისგან გულში დაჭრილი,
კვლავ ფეხზე მდგარი სიკვდილის წინ სიმწრით ღიღინებს.

სისხლით ისვრება გაუშლელი თეთრი ვარდები,
ტყიდან გამოჰყავს მონადირეს მოკლული გედი.
უმოკლეს დროში სცენიდან ჩვენც გადავვარდებით,
მე აღარ მინდა ეს სპექტაკლი, შენ თუ გსურს - შედი!

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 7:02:26 AM | შეტყობინება # 12
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
,,მე მაინც მიყვარხარ!”

ეს უკვე მეექვსე ღერია ზედიზედ
და ისევ ვიშორებ თავხედ ცრემლს თვალიდან...
,,ცუდად მოგექეცი” – გამოვცრი კბილებში
კვლავ მოვსვავ ბრენდის და დავისხამ თავიდან...

გულს კვლავ სინანული მიღრღნის და ვერ ძღება,
ფიქრი ვერაგულად მიკორტნის საფეთქელს,
მზერა მოვაცილე წვიმიან ღამეს და
ეს ღერიც სიბრაზით ჩავაწვი საფერფლეს.

შენ მაშინ მარგუნე სიმწრის სინანული,
რომელსაც ჩემივე სასჯელად ვინახავ,
როდესაც ცრემლიანს გითხარი ,,მშვიდობით”
შენ კი მიპასუხე - ,,მე მაინც მიყვარხარ!”

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 1:09:08 PM | შეტყობინება # 13
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
სათქმელიც ითქვას!

,,რატომ ლოთობენ პოეტები და რატომ ეტრფის მხატვარი ჰაშიშს?
რატომ იკეთებს მომღერალი კულისებს მიღმა?" ...
თქვენ ეს ფაქტები საჭორაოდ გჭირდებათ მხოლოდ,
ჩვენი ღვაწლი კი თქვენთვის არის უბრალოდ შირმა!

მოდით, ჩვენც გვკითხეთ, იქნებ ჩვენც გვაქვს ტკივილი გულში?!
ჯერ კიდევ თქვენთვის უცნობი და გაუნდობარი
და როცა ვინმე მოგვაკლდება ხელოვნებაში,
მერე ღაღადებთ - ძმა იყოვო და მეგობარი...

თქვენ ხართ მკვლელები დღევანდელი ხელოვნებისა!
თქვენ არ უძახდით შოუ-ბიზნესს ბიზნესის შოუს?!
და ჰა, მიიღეთ, დატკბით, ახლა ხართ კმაყოფილნი,
რომ დაემსგავსა ხელოვნება მტირალა კლოუნს?!

თუ ჩვენს სიყვარულს ასე თელავენ,
თუ ხელოვნებას აღარ აქვს ფასი,
შეაკეთე და მომაწოდე ერთი ნაფაზი!

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 1:09:51 PM | შეტყობინება # 14
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ქალი დემონი

ჩემს წინ იდექი საუცხოო ქალის სხეული.
ჯერ არნახული სილამაზის ნატიფი სახე
და მომნუსხველი, იდუმალი მშვენებით სავსე
შენს ღრმა თვალებში არსებული სამყარო ვნახე:

სადაც გრიგალად შევეხეთქე პირუტყვთა ტალღებს
და დავეფინე ათრთოლებულ სულთა სახეებს,
ხელის მტევნები ზე ავღმართე ცეცხლის ალებად
და მოვეხვიე სიყვარულით გახრწნილ ბაგეებს.

სულთა მეკობრემ თეთრ ნაკრძალთან დაუშვა ღუზა
და ფანტომებმა ქვეწარმავლებს დაუწყეს ლოკვა,
ალქაჯთა დასმაც შემზარავი ხმაურით იწყო
მსხვერპლად შეწირვის რიტუალის ტამტამთა როკვა.

მტარვალთ აჩრდილნი გაურბოდნენ სალოსთა სულებს
და სულმდაბლობის ესეები ცხადად მეჩვენა,
ტახტს ვეღარ სძრავდნენ აიეტის მკვლელი ხარები,
რომელზეც ჩემი მომაკვდავი მუზა ესვენა.

მეძავთა ძვლებით აშენებდნენ დიდრონ კაბარეს
და გაჰკიოდა მივიწყებულ ტყვეთა სამარე,
ალქაჯ ქალთა და შავ დემონთა ცრუ კარნავალი
ერთპიროვნულად ასახავდა ცოდვის სავანეს.

შემდეგ მოვწყვიტე მზერა ჩემი შენს თვალთა კრთომას
და გარდმოაწვა გულს დარდის კლდის დიდრონი ლოდი.
ასეთ ბავშვურ და ზეუმანკო კრავის თვალებში
შავ სირინოზთა დღესასწაულს არ მოველოდი!

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 1:11:41 PM | შეტყობინება # 15
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ჩემი პარნასი

დროის მორევში იხრჩობოდნენ ფიქრთა ზვირთები
და დაეძებდა სულის ხვრელებს სისხლის მსტოვარი,
რომ გაეყიდა სპირალები პოეტის გენის
და გაეტაცა წარსულს ფიქრი დანათოვარი.

პათეტიკური რეზონანსით მგმობს კაეშანი,
პლებეისავით დაკნინდება ფიქრი ხალასი
და სარკაზმულად ეღიმება აპოლონს, რადგან
დღეს პარცელაზეც დაეტევა ჩემი პარნასი.

 
ფორუმი » Art Forum » პოეზია » კახა ჭლიკაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა: