GEORGIAN MODERN POETRY & ART

ხუთშაბათი, 25.04.2024, 1:46:45 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | კახა ჭლიკაძე - Page 2 - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ფორუმი » Art Forum » პოეზია » კახა ჭლიკაძე
კახა ჭლიკაძე
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 1:18:49 PM | შეტყობინება # 16
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
გურჯი ხანუმი

გულჩათხრობილი მივყვებოდი სტამბულის ქუჩებს
და დარდად მაწვა ულმობელი ბედის ღალატი,
ვნახე ტილოდან რომ მიმზერდა თვალცრემლიანი
ცოცხალი ქალი, თუმც ვიღაცის ხელით ნახატი.

გულს ელდად ეცა მისი სახე მშვენებით სავსე,
საუცხოოდ რომ იფარავდა მხრებს დალალებით,
ჭრელ სავარძელში თვალწარმტაცი იჯდა ქალი და
მხრებში მოხრილი სიამაყე ეპყრა თვალებით.

თვალგაშტერებით ვკითხე მხატვარს ქალის სახელი,
გულს ჩაეკონა უნებურად ფიქრები ჩუმი,
მან კი გულცივი ირონიით გამიღიმა და
ამაყი ტონით მიპასუხა – გურჯი ხანუმი.

კვლავ სევდიანი მივუყვები სტამბულის ქუჩებს
და მხრებს მიმძიმებს ულმობელი დარდის მანტია,
ისევ ვხედავ, რომ ჭრელად მორთულ გაშლილ ტილოზე
თვალცრემლიანი, მშვენიერი გურჯი ხატია.

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 1:23:00 PM | შეტყობინება # 17
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ყარაჩოღლური

ძმებო, ერთიც ჩამოასხით!
დამწოლია გულზე გირი.
დაუკარით ლოთიანი და
მოუსვით ორთაყვირი!

ტივზე უნდა გავათენო,
ჩავიაროთ მეიდანში,
ორთაჭალის ბაღთან შევდგეთ,
ვიქეიფოთ ხეივანში!

ხის მაგიდას ზვარად ედოს
ხრამული და ორაგული
და ოფაზი სიტყვით ვშანთოთ
ორყაბაზი ორაკული!

ყარაჩოღელ, ბებერ თბილისს,
ყარაჩოღლის სიტყვით ვმოსავ
და ჩემს ქალაქს, ყველა ქებულ
ყარაჩოღელს დავულოცავ!

 
ciciთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 1:50:37 PM | შეტყობინება # 18
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
good good good
 
KAXAთარიღი: ორშაბათი, 12.07.2010, 4:22:08 AM | შეტყობინება # 19
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
კაკტუსი (მჩხვლეტავი რეალობა)

დილით, ქუჩაში ერთ-ერთ ცნობილ ხელოვანს შევხვდი.
საკმაოდ განთქმულს ფრაზებით და გვარიშვილობით.
თუმც ისე შეყვა უსასრულო თვითგანდიდებას,
რომ გამაოცა არნახული ვირიშვილობით.

მითხრა რომ მისი პოეზია გაცდა ჩარჩოებს
და მე შემრცხვა, რომ ამ ლექსთამწერს პოეტად ვთვლიდი.
მწყრალად ვკითხე თუ სად ხედავდა საზღვარს და ჩარჩოს
ეს უსინათლო და რითმებით მოვაჭრე ფლიდი!

ხშირად მსმენია აღვირახსნილ პოეზიაზეც,
ალბათ "მერანსაც" მოუძებნეს ლაგამი შავი.
იქნებ გახედნეს სანაქებო "ლურჯა ცხენებიც",
ვაი ძვირფასო პოეტებო მოგვეჭრა თავი!

მათ ვინც უწოდეს პოეზიას აღვირახსნილი,
ვაი მათ ვისაც სურთ გახედნონ შემოქმედება!
ვინც დაეძებენ ხელოვანის სულში ჩარჩოებს,
ფურთხის ფასია თითოეულთა ფუჭი ქმედება!
 
KAXAთარიღი: ორშაბათი, 12.07.2010, 4:24:11 AM | შეტყობინება # 20
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
დღესაც მთვრალი ვარ

დღესაც მთვრალი ვარ
და ტვინს ჭამენ ისევ რითმები.
მალე მე თვითონ
სულ სხვა ლექსებს გავერითმები.

ისევ მთვრალი ვარ,
პოეტებთან დავლიე დღესაც.
თუკი ამდენი დაგვიცლია,
დავცალოთ ესაც!

დილამდის ვსვამდით
და სასმელიც გამოგველია.
ყარაჩოღელთა სადღეგრძელო
არ დამელია?!

დღესაც მთვრალი ვარ
და ტვინს ჭამენ ისევ რითმები,
მე მოვკვდები და
თქვენს ლექსებში გავირითმები!
 
KAXAთარიღი: ორშაბათი, 12.07.2010, 4:25:16 AM | შეტყობინება # 21
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ფიქრების კიდობანი

ვაგებ კიდობანს, როგორც ნოე წარღვნის წინა ჟამს.
კედლებს ვუმაგრებ რეალურით მე იმედებით,
შიგ ჩავსხამ ფიქრებს არ წალეკოს ცხოვრების ტალღამ,
ვემშვიდობები კვლავ შეხვედრის დაიმედებით.

მე შიგ არ შევალ, მინდა დავხვდე ცოდვათა ცუნამს!
წინ გადავუდგე მოზვავებულს გადასაყლაპად,
როს გაჩერდება კიდობანი მთლად დაქანცული,
ჩემი ფიქრები გზააბნეულს დამხვდნენ კელაპტრად!

 
KAXAთარიღი: ორშაბათი, 12.07.2010, 4:31:33 AM | შეტყობინება # 22
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
თენდება

თენდება, მაგრამ ლამპიონი ისევ ანთია
და მეტეხიდან გადავყურებ ზღვისფერ განთიადს.
იკითხავ ალბათ: ნეტავ ღამე სად გაათია?
შენ კი ჯერ გძინავს, ჯერ ხომ დილის რვა საათია.

ლამპიონები მაგონებენ იმ ლამაზ კალებს,
როცა ვიხსენებ, მეტირება და მაკანკალებს,
ეს ვარსკვლავები, ო, როგორ გავს შენს ცისფერ თვალებს,
ეს ღრუბლები კი სიყვარულით დამსხვრეულ ნალებს.

გახსოვს? იმ დილით შენს თმებს თოვლის ფიფქი ფარავდა,
მზე კი ვარდისფერ ყოჩივარდებს თოვლზე ხატავდა.
ამ ღამით მტკვარი ამღვრეული ჩემს ფიქრს მართავდა,
ორი კოლოფი სიგარეტიც უკვე გათავდა.

 
KAXAთარიღი: ორშაბათი, 12.07.2010, 5:08:26 AM | შეტყობინება # 23
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
თოჯინების თეატრი

ამ ცხოვრებისთვის ხომ
ჩვენ ვართ თოჯინები,
ჩვენ კი რაღას ვითხოვთ
ასე დაჟინებით?!

მტირალს გაგვაცინებს,
უნდა - აგვატირებს,
უნდა - გვარბენინებს,
უნდა - დაგვაძინებს...

თოჯინების თეატრს
უყურებს ცხოვრება,
ამასობაში კი
თოჯინაც ძველდება.

 
KAXAთარიღი: ორშაბათი, 12.07.2010, 5:15:22 AM | შეტყობინება # 24
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
საწუთრო

ანთია ცეცხლი და მის გარშემო
მიზიდულობით ტრიალებს ბურთი მრავალი.
გამოირჩევა მათგან ერთი - მცირე და მოლურჯო.
ამბობენ, რომ შიგნით ქვიშა ყრია, გარშემო წყალიაო.
აი იმ ქვიშაზე ბოდიალობს თურმე ჭიანჭველა მრავალი,
რომელთა შორის არიან ძლიერნი და უძლურნი,
მშიერნი და მაძღარნი, რომლებიც აღარ ენდობიან თურმე ერთმანეთს.
მშიერნი ემორჩილებიან ძლიერთ, და ორივე ერთად ემორჩილება
ურო დიდ, მშიერთა და ძლიერთა შტოს.
იქ მოზუზუნე ჰაერში ისმის მხოლოთ ერთი ხმა:
- შეჭამე, მოკალი, მე ვიყო კარგად...
ყველა მოელის ვიღაცას და არ იციან ვის.
ყოველდღე მთავრდება ერთი და იწყება ახალი სიმღერა.
მთავრდება წუთი და სოფელიც ეჩვევა ყველაფერს
შეუჩვეველი მორჩილებით
და გრძელდება ასე.
 
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 0:24:33 AM | შეტყობინება # 25
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
* * *

იფეთქა მუზამ და სიტყვები გადმოწვა ლავად,
ღამის ნისლებში კვლავ დავლანდე ლექსის ზმანება,
კვლავ ვგრძნობ უსაზღვროდ მონატრებულ რითმების სურნელს,
ყურში კვლავ მესმის ამ ლექსების ტკბილხმოვანება...

შეიჭრა ჩემში სხივი თბილი, ერთი ასიდან
და მომეძალა უჩვეულო წყურვილი ლექსის,
მეც მივეძალე წერას, როგორც ღვინოს თასიდან,
რასაც ვწერ, თითოეული სიტყვა გულიდან მესმის.

 
KAXAთარიღი: ხუთშაბათი, 15.07.2010, 7:14:26 PM | შეტყობინება # 26
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
* * *

თუ ხედავ, რომ ზეცას ფარავს ღრუბელი
და როდესაც ხმა გაისმის წვიმის,
შეგიძლია არც კი მკითხო როგორ ვარ,
ჩემს მაგივრად ცა ყოველთვის ტირის.

როცა ჩემს გულს დაინახავ მოღრუბლულს,
არ შეჩერდე, არ შეჩერდე წამო!
ეს განწყობა თუ კი ვინმეს გადავდე,
მაპატიოს მუქი ლექსის გამო!

დიდხანს მაინც არ გრძელდება წვიმები
და გულიდან კვლავ გაქრება ნისლი,
მოკითხვაზეც გიპასუხებთ ღიმილით:
- დარდისათვის იშვიათად ვიცლი!

 
ciciთარიღი: პარასკევი, 16.07.2010, 10:27:36 AM | შეტყობინება # 27
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

first hands thumbup

 
KAXAთარიღი: სამშაბათი, 20.07.2010, 3:00:46 AM | შეტყობინება # 28
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
* * *

ისევ დამესიზმრე წუხელის და
ახლაც უსაშველოდ მენატრები,
მინდა უფალს ვთხოვო შემწეობა,
ლოცვით დავიარო მონასტრები.

მივალ, დავეცემი მუხლებზე და
კრძალვით დავუკოცნი წმინდა კედლებს,
შემდეგ სიჩუმეში დავჯდები და
ისევ შენზე ფიქრი შემიკედლებს.

ახლა კი, დრო ისევ ომს მიცხადებს,
ღამეც ფანჯრის უკან ატუზულა,
საათმაც აისხა საბრძოლველად
თორმეტი გილზა და ორი ლულა.

ვითვლი რამდენი დღე მოვკალი და
მოსაკლავი კიდევ რამდენია.
მე კი, ისევ ისე გელოდები,
უკვე სულ ცოტაღა დაგვრჩენია.

დროა, დასახვედრად მოვემზადო,
ღმერთო, რამდენია მოსასწრები!
ისევ დამესიზმრე წუხელის და
ახლაც უსაშველოდ მენატრები!

Kaxa Chlikadze - Isev damesizmre by kaxa_chlikadze
 
ciciთარიღი: ხუთშაბათი, 29.07.2010, 12:20:08 PM | შეტყობინება # 29
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
ბრავოოო
 
KAXAთარიღი: შაბათი, 12.03.2011, 0:42:11 AM | შეტყობინება # 30
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
 
ფორუმი » Art Forum » პოეზია » კახა ჭლიკაძე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა: