GEORGIAN MODERN POETRY & ART

პარასკევი, 29.03.2024, 11:49:19 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | ქართული სამზარეულო - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმი » Art Forum » კულინარია » ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 5:03:17 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 4:34:45 PM | შეტყობინება # 2
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
ჩაქაფული

შემადგენლობა
ბატკანი - 2 კგ
ხახვი - 1 თავი
ღვინო თეთრი - 500 მლ
კინძი - 4 კონა
ოხრახუში - 4 კონა
ტარხუნა - 6 კონა
წიწმატი - 2 კონა
შავი წიწაკა - გემოვნებით
ძმარი - 1 ს/კ
ტყემალი - 1 ჭიქა
მარილი - გემოვნებით
მწვანე ხახვი - 4 კონა
მომზადება
ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირად აკეთებენ გაზაფხულზე, ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.
მწვანილი კარგად გავრეცხოთ,

გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, კინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.
თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.
ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.
ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი და ძმარი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!

 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 4:36:20 PM | შეტყობინება # 3
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
ქათმის ჩახოხბილი

შემადგენლობა
ქათამი - 1 ცალი
ხახვი - 6 თავი
პომიდორი - 700 გრ (ან 1 ჭიქა ტომატ-პიურე)
კარაქ - 50 გრ.
ქინძი - გემოვნებით
ოხრახუში - გემოვნებით
რეჰანი - გემოვნებით
ქონდარი - გემოვნებთ
კამა - გემოვნებით
წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადება
ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,

დავჭრათ,

ჩავდოთ ქვაბში და მოვშუშოთ.

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ კარაქში,

დავამატოთ ქათამს, მოვაყაროთ მარილი.
პომიდორი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ისიც დავამატოთ ქათამს,

ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის ბოლოს კერძს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში,
რეჰანი, ქონდარი, კამა, წიწაკა.

 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 4:50:46 PM | შეტყობინება # 4
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
ჩანახი – ცხვრის ხორცისა და ბოსტნეულისაგან დამზადებული ქართული კერძი.

მასალა
ცხვრის ხორცი - 1კგ
ცხვრის დუმა -0,2კგ
ბადრიჯანი - 1 კგ (6-7ცალი)
პამიდორი - 1კგ.
კარტოფილი - 0,7-0,8 კგ
ხახვი - 0,2კგ (4-5 თავი)
ნიორი - 1 თავი
მწვანილი: ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი - 3-3 ძირი
ხმელი ქინძი
წიწაკა
მარილი
მომზადება

ცხვრის დუმა დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. ამავე ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელ-მთელი (თავმოჭრილი) ბადრიჯანი; ოთხად, სიგრძივ გაჭრილი კარტოფილი და მთელ-მთელი მწიფე პამიდორი.

მოშუშული დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა, დანაყილი ხმელი ქინძის თესლი. აღნიშნული გულსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე რომ არ დავარღვიოთ მთლიანობა.

ცალკე შევწვათ დაჭრილი ცხვრის ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში ფენა-ფენად, ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ ხორცი, დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, პამიდორი, ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხორცი და ზევიდან პამიდორი. დავასხათ გულსართისა და ცხიმის ნარჩენები და 15-20 წუთი ვშუშოთ.

და რა თქმა უნდა უმარილო საჭმელი რომ არ გამოგვივიდეს შეწვისას ყველაფერს ცოტა-ცოტა მარილი მოვაყაროთ, რა თქმა უნდა გემოვნების და თვალზომის მიხედვით.

ჩანახი სასურველია მომზადეს თიხის ჭურჭელში, თუ არ გვაქვს უდრო დიდი გულით და ბარაქიანი ხელით გავაკეთოთ, რომ გემოთი არანაკლები გამოგვივიდეს.

 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 4:52:03 PM | შეტყობინება # 5
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
კუჭმაჭი

მომზადება:

საქონლის გულ-ღვიძლი მოხარშეთ, მოაყარეთ მარილი და გააციეთ. დაჭერით წვრილად. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ქონდარი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ხმელი სუნელი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტა ძმარი და შეაზავეთ კუჭმაჭი ამ საკმაზით.

მასალა:

1 კილო კუჭმაჭი; 1 კბილი ნიორი; 1 თავი ხახვი; 1 ცალი ბროწეული; ჩაის კოვზი ქონდარი; 1-2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი; თითო ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი; ხმელი ქინძი, 2 ძირი ქინძი, ძმარი, მარილი;

 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 14.07.2010, 4:54:04 PM | შეტყობინება # 6
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
მწვანე ლობიო ნიგვზით

მომზადება:

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ იმდენი წყალი, რომ მთლიანად ფარავდეს ლობიოს. დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება, გადავიტანოთ საწურზე, რომ წყალი მოცილდეს და გაცივდეს.

ლობიო ხელით კარგათ დავჭყლიტოთ, შევურიოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხელით ავურიოთ. დავდოთ ლანგარზე, შევასწოროთ და ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. შეგვიძლია ნიგოზს წინასწარ მოვხადოთ ზეთი და სუფრაზე მიტანის წინ ლობიოს მოვასხათ ზემოდან.

მასალა:
მწვანე ლობიო - 1 კილოგრამი; ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა; ხახვი - 2-3 თავი; ნიორი - 2 კბილი; კამა - 5-6 ძირი; მარილი - გემოვნებით;

 
ciciთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 12:29:15 PM | შეტყობინება # 7
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
ქათამი ღვინოში

შემადგენლობა:

ქათმის ბარკალი-8 ცალი;
1 წითელი და 1 ტკბილი წიწაკა:
ნიორი 2 კბილი;
1 ღერი პრასი;
225 გ. მოხარშული ლორი ;
1 ჩ/კ პაპრიკა
300 გ. წითელი ღვინო
1 ქილა (400 გ.) დაჭრილი პომიდორის ტომატი
2 ღერი ტიმიანი
2 ჩ/კ დაჭრილი ოხრახუში

გაახურეთ აერღუმელი 160 გრადუსზე წინასწარ.

ზეთი გააცხელეთ ტაფაზე და მასში შეწვით ქათამი ძლიერ ცეცხლზე, კარგად შეაწითლეთ. გადაიღეთ ცალკე.

ჩაუწიეთ ცეცხლს, დაყარეთ თესლებისგან გაწმენდილი და ოთხად გაჭრილი წიწაკა, მოთუშეთ 2-3 წუთი შეწითლებამდე, მოურიეთ.

დაამატეთ დაჭრილი ნიორი, პრასის თეთრი ბოლო, მოთუშეთ კიდევ 3 წუთი, შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ლორი, მოაყარეთ პაპრიკა, დაამატეთ ღვინო, 3-4 წუთის შემდეგ დაამატეთ ტომატი, ტომატის წვენი და ტიმიანი, კარგად აურიეთ.

ჩააწყვეთ ქათამი, დაამატეთ წყალი, რომ ის დაიფაროს, შეაზავეთ მარილით, ოდნავ წამოადუღეთ, დაახურეთ თავზე, გადაიტანეთ აერღუმელში.

მოამზადეთ 1 სთ, სანამ სოუსი შესქელდება, ქათამი კი დარბილდება.

მოაყარეთ ოხრახუში და მიიტანეთ კარტოფილის პიურესთან ერთად.

 
ciciთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 12:35:00 PM | შეტყობინება # 8
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
ორაგული კამით
500 გრ. ორაგული
2 ც. ლიმონი
50 გრ. თეთრი(მშრალი)ღვინო
50 გრ. კარაქი
50გრ.ზეითუნი ზეთი
1 კონა კამა
მარილი,პილპილი გემოვნებით

ორაგულს მოვაყაროთ მარილი და პილპილი ორივე მხრიდან , გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და დავბრაწოთ თევზი ორივე მხრიდან 5-5 წთ. განმავლობაში. შემდეგ გადავიტანოთ ტაფიდან ფოლგაზე და შევდგათ აირღუმელში 30 წთ. 350 გრადუსზე.
1 ლიმონი გავწუროთ, კანი(მხოლოდ ყვითელი) გავხეხოთ წვრილ სახეხზე, კამა დავჭრად წვრილად და ლიმონის კანთან ერთად ჩავყაროთ ზეთიან ტაფაში. დავამატოთ თეთრი ღვინო,კარაქი,მარილი და ლიმონის წვენი, ვადუღოთ 5 წთ. დაბალ ცეცხლზე.
ეს მასა ზემოდან წაუსვათ უკვე თეფშზე გადმოღებულ ორაგულს, მეორე ლიმონი დავჭრად თხლად და მოვრთოთ ორაგული.

 
ciciთარიღი: ორშაბათი, 06.09.2010, 12:36:59 PM | შეტყობინება # 9
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
კალმახი შემწვარი ფოლგაში
4საშ.ზომის კალმახი
70-80 მგ თეთრი ღვინო
1 ცალი ლიმონი
1 ს.კ. კონიაკი
1 კონა ოხრახუში
2 ცალი სტაფილო
კარაქი,მარილი,პილპილი - საჭიროების მიხედვით
გარნირად:1 კგ. კარტოფილი
1 კონა კამა

ლიმონი გავჭრათ შუაზე.ერთი ნახევრიდან გამოვწუროთ წვენი, დაუმატოთ კონიაკი. მეორე ნახევარი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. გამზადებულ,გასუფთავებულ კალმახს გარედან და შიგნიდან შევაზილოთ ლიმნისა და კონიაკის მარინადი და დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.
სტაფილო გავასუფთაოთ და გავხეხოთ სახეხზე. ოდნავ მოვშუშოთ ტაფაში კარაქთან ერთად. ოხრახუში დავჭრათ მსხვილად. სტაფილო,დაჭრილი ლიმონი და ოხრახუში გადავანაწილოთ კალმახის მუცლის ღრუში.მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი.
თითოეული კალმახი დავდოთ კარაქწასმულ ფოლგაზე.მოვასხათ ღვინო, ზემოდან დავადოთ რამოდენიმე ნაჭერი კარაქი.
კალმახი ფოლგაში ისე გავახვიოთ,რომ იქიდან წვენი არ გადმოიღვაროს.შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 200°C-ზე, 20 წთ-ის განმავლობაში.
ამასობაში კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში.მოხარშული კარტოფილი გადავწუროთ,დავწრიტოთ. ტაფაში გავადნოთ კარაქი.როცა გაცხელდება მასში ჩავყაროთ გადაწურული კარტოფილი დაჭრილ კამასთან ერთად და მოვთუშოთ ისე,რომ კარტოფილმა ფერი არ იცვალოს.

 
Maikoთარიღი: კვირა, 12.09.2010, 10:36:42 PM | შეტყობინება # 10
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 15
სტატუსი: გასულია
Quote (cici)
ჩაქაფული
შემადგენლობა
ბატკანი - 2 კგ
ხახვი - 1 თავი
ღვინო თეთრი - 500 მლ
კინძი - 4 კონა
ოხრახუში - 4 კონა
ტარხუნა - 6 კონა
წიწმატი - 2 კონა
შავი წიწაკა - გემოვნებით
ძმარი - 1 ს/კ
ტყემალი - 1 ჭიქა
მარილი - გემოვნებით
მწვანე ხახვი - 4 კონა
მომზადება
ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირად აკეთებენ გაზაფხულზე, ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.
მწვანილი კარგად გავრეცხოთ,
გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, კინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.
თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.
ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.
ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი და ძმარი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!

ვაიმეეეეეეეეეე!!!!! მინდაააააააააა!!!!!ჩემი საყვარელი საჭმელიიიი!!!
აქ დორბლიანი სმაილიკი მინდა


შეტყობინება შეასწორა Maiko - კვირა, 12.09.2010, 10:39:58 PM
 
ciciთარიღი: კვირა, 26.09.2010, 1:04:02 PM | შეტყობინება # 11
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია

ჩანახი – ცხვრის ხორცისა და ბოსტნეულისაგან დამზადებული ქართული კერძი.

მასალა:
ცხვრის ხორცი - 1კგ
ცხვრის დუმა -0,2კგ
ბადრიჯანი - 1 კგ (6-7ცალი)
პამიდორი - 1კგ.
კარტოფილი - 0,7-0,8 კგ
ხახვი - 0,2კგ (4-5 თავი)
ნიორი - 1 თავი
მწვანილი: ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი - 3-3 ძირი
ხმელი ქინძი
წიწაკა
მარილი

მომზადება :

ცხვრის დუმა დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. ამავე ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელ-მთელი (თავმოჭრილი) ბადრიჯანი; ოთხად, სიგრძივ გაჭრილი კარტოფილი და მთელ-მთელი მწიფე პამიდორი.

მოშუშული დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა, დანაყილი ხმელი ქინძის თესლი. აღნიშნული გულსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე რომ არ დავარღვიოთ მთლიანობა.

ცალკე შევწვათ დაჭრილი ცხვრის ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში ფენა-ფენად, ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ ხორცი, დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, პამიდორი, ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხორცი და ზევიდან პამიდორი. დავასხათ გულსართისა და ცხიმის ნარჩენები და 15-20 წუთი ვშუშოთ.

და რა თქმა უნდა უმარილო საჭმელი რომ არ გამოგვივიდეს შეწვისას ყველაფერს ცოტა-ცოტა მარილი მოვაყაროთ, რა თქმა უნდა გემოვნების და თვალზომის მიხედვით.

ჩანახი სასურველია მომზადეს თიხის ჭურჭელში.

 
ciciთარიღი: კვირა, 26.09.2010, 1:05:51 PM | შეტყობინება # 12
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
კუჭმაჭი

მასალა:

1 კილო კუჭმაჭი; 1 კბილი ნიორი; 1 თავი ხახვი; 1 ცალი ბროწეული; ჩაის კოვზი ქონდარი; 1-2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი; თითო ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი; ხმელი ქინძი, 2 ძირი ქინძი, ძმარი, მარილი;

მომზადება:

საქონლის გულ-ღვიძლი მოხარშეთ, მოაყარეთ მარილი და გააციეთ. დაჭერით წვრილად. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ქონდარი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ხმელი სუნელი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტა ძმარი და შეაზავეთ კუჭმაჭი ამ საკმაზით.

 
ciciთარიღი: კვირა, 26.09.2010, 1:10:12 PM | შეტყობინება # 13
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
ბადრიჯანი ნიგვზით

მასალა :
ბადრიჯანი - 1 კგ,
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა,
ნიორი - 2-3 კბილი,
ზეთი - 1/2 ჩაის ჭიქა,
ქინძი - 1 ჩაის კოვზი,
ზაფრანა - 1 ჩაის კოვზი,
მწვანილი - ნახევარი კონა,
მარილი - გემოვნებით.

დმომზადების მეთოდი:
კანიანი ბადრიჯანი სიგრძეზე დაჭერით ისე, რომ ერთმანეთს არ მოსცილდეს, შიგ ჩააყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი.
შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაზე.
შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ ლანგარზე და გააცივეთ.
დანაყეთ ნიგოზი, შემდეგ ცალკე დანაყილი ქინძის თესლი, ზაფრანა და ნიორი აურიეთ ნიგოზში, შეაზავეთ მარილით და აგლისეთ ძმარში.ამას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიახური და ამ საკაზმით ამოავსეთ ბადრიჯანი.

 
KAXAთარიღი: ორშაბათი, 08.08.2011, 5:35:23 PM | შეტყობინება # 14
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ხინკალი კახურად



მასალა: ცხვრის ან ძროხის ხორცი – 1 კილოგრამი; ფქვილი – 1 კილოგრამი; ხახვი – 4–5 თავი; მწვანილი – 3–4 ძირი; კვერცხი – 2 ცალი; მარილი, პილპილი – გემოვნებით.

თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ცივი მარილწყლით მოვზილოთ ჩვეულებრივი მაგარი ცომი. მოვამზადოთ გულსართი შემდეგნაირად: მსუქანი ცხვრის ან ძროხის ხორცის რბილი ნაჭრები ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად. შევაზავოთ დაკეპილი ოხრახუშით, ქინძით, შავი პილპილით, მარილით; დავზილოთ და გავაზავოთ წყლით. როდესაც გულსართი მზად იქნება, ცომი გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრისით და კიდევ გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. დუღილის დროს ქვაბი ვატრიალოთ, რომ ძირზე არ მიიკრას. როცა ყველა ხინკალი წყლის ზევით ამოტივტივდება, კიდევ 5 წუთი ვადუღოთ, ამოვალაგოთ ქაფქირით და სუფრაზე მივიტანოთ დანაყილ პილპილთან ერთად.
 
KAXAთარიღი: ორშაბათი, 08.08.2011, 5:36:32 PM | შეტყობინება # 15
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ჭარხლიანი ხაჭაპური



უმი ჭარხლის ფოთოლი წვრილად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე ხნით. ამის შემდეგ კარგად გავწუროთ, ავურიოთ შიგ დაფხვნილი იმერული ყველი. ასეთი წესით მომზადებული ფხალი მოვათავსოთ შემდეგნაირად მომზადებულ ცომში: საფუვრიანი ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი), გავათბოთ (დაახლოებით 30 გრადუსით), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცხიმი გავადნოთ და ვზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ ცომი ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 3–4 საათი. გაფუების პროცესში ცომი შეიძლება 2–3–ჯერ დავზილოთ. შემდეგ ავიღოთ პატარა გუნდა, სუფრის კოვზით შუაში მოვათავსოთ გულსართი, მოვუკეცოთ ნაპირი, წავუსვათ ზედ გათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში. გამომცხვარ ხაჭაპურს წავუსვათ ზედ კარაქი ან ერბო.
 
ფორუმი » Art Forum » კულინარია » ქართული სამზარეულო
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა: