GEORGIAN MODERN POETRY & ART

შაბათი, 20.04.2024, 9:16:31 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » 10 ყველაზე შემოსავლიანი მწერალი
2:38:06 PM
10 ყველაზე შემოსავლიანი მწერალი


ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების სია გამოაქვეყნა. შედეგად აღმოჩნდა, რომ პირველ ათეულში შემავალმა მწერლებმა ერთობლივად წლის განმავლობაში 270 მლნ დოლარი გამოიმუშავეს.

ამ თანხიდან 70 მილიონი ჯეიმს პატერსონს ეკუთვნის, რომელმაც რეიტინგში შარშანდელი მეორე ადგილიდან წელს პირველზე გაინაცვლა. შარშან შემოდგომით გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, თრილერების ავტორმა 2012 წლისთვის 17 წიგნი უნდა დაწეროს, რაშიც დაახლოებით 100 მლნ დოლარს მიიღებს.

ჩამონათვალში მეორე ადგილს ვამპირული რომანების ავტორი სტიფანი მაიერი იკავებს, რომლის წიგნები და მასზე შექმნილი ფილმები იმდენად პოპულარულია, რომ მწერალმა ქალმა, მიუხედავად იმისა, რომ წელს კალმისთვის ხელი არ მოუკიდია, 40 მლნ მოიხვეჭა.

სამეულშია სტივენ კინგი, რომლის შემოსავალმა 34 მლნ დოლარი შეადგინა. მისი ბოლო რომანი "გუმბათის ქვეშ" 2009 წლის ნოემბერში გამოიცა და 600 000 ტირაჟით უკვე გაიყიდა.

შარშანდელი რეიტინგის ლიდერმა, "ჰარი პოტერის" ავტორმა ჯოან როულინგმა წელს ათეულის ბოლოში გადაინაცვლა.

Forbes-ის 2010 წლის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯეიმს პეტერსონი (70 მლნ)
2. სტეფანი მაიერი (40)
3. სტივენ კინგი (34)
4. დანიელა სტილი (32)
5. კენ ფოლეტი (20)
6. დინ კუნცი (18)
7. ჟანეტ ივანოვიჩი (17)
8. ჯონ გრიშემი (15)
9. ნიკოლას სპარსკი (14)
10. ჯოან როულინგი (10)



ნანახია: 1173 | დაამატა: Nini
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]