GEORGIAN MODERN POETRY & ART

პარასკევი, 29.03.2024, 4:03:49 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | სკანდინავიური მითოლოგია - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » სკანდინავიური მითოლოგია
სკანდინავიური მითოლოგია
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 20.10.2010, 5:11:13 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
სკანდინავიელთა და ვიკინგთა მითოლოგიური ღვთაებანი და პერსონაჟები
 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 5:53:15 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
სკანდინავიური მითოლოგია

ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური „უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული „ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები. თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმი მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა,რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები : ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს.სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი (Frêne), ქალს - ემბლა (Orme). ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს საზღვარი (ბიფროსტი) ცისარტყელის ფორმით წარმოიდგინება. ბიფროსტს ჰეიმდალი იცავს.

იოტუნები

იოტუნები - (Jötun) - სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები).

ლოკე

ლოკე - (Loke,Loki,Lopt) - ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშვებისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.ლოკეს აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი.ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა. ლოკეს სამი შვილი - ალი, ვალი და ნარვი - სიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ გაუჩინა. ესენი არიან - სამი ყველაზე შიშისმგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში : იორმუნგანდი - ზღვის დიდი გველი; ფენრირი - მგელი-გიგანტი; ჰელი - გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი.
მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობების გამო. მისი მიზეზით დაიღუპა ღმერთი ბალდარი, რაც გახდა მიზეზი სხვა ღმერთების მრისხანებისა. ლოკეს ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი და მიწისქვეშეთში, კლდეზე, მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკეს ერთგული ცოლი, სიგინი გველის შხამს თასს აფარებს, რათა ლოკემ ტკივილი არ განიცადოს. როცა თასი ივსება და სიგინი მის დაცლას ცდილობს შხამის წვეთები მაინც ეცემა ლოკეს სახეზე და იგი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდის. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდება დედამიწაზე მიწისძვრა.

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 5:53:48 PM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ოდინი

ოდინი - (Odin, Óðinn Odhin, Wotan, Wotan, Jolnir) - უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი, ომისა და შუღლის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).
ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია:
ალფადირ (ყველაფრის მამა)
ბოლვერკ (უბედურების მომტანი)
ჰარ (ძალიან მაღალი)
ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი)
ჯაფნჰარ (უმაღლესი)
თჰიდი (მესამე)
ვეგტამ (ბილიკების მცოდნე). ოდინმა და მისმა ძმებმა იმირი (პირველი გიგანტი) მოკლეს. იმირის ნარჩენებისგან მათ მიდგარდი (ადამიანთა სამყარო) შექმნეს. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელის და სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრის, ლოკეს შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს.

ფრეია(Gefn, Hörn, Mardöll, Sýr, Valfreyja )

გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში სიყვარულისა და ომის მშვენიერი ქალღმერთი, ასგარდის მკვიდრი. ფრეია წარმოშობით ვანებიდან იყო და ნორდის ქალიშვილი გახლდათ, როგორც ფრეი, მისი ტყუპისცალი ძმა, ნაყოფიერებისა და ზაფხულის ღმერთი (მასზე წინა პოსტში ვისაუბრეთ, თუ როგორ დარჩა მამამისი ნორდი მძევლად ასგარდში და ოდინმა იშვილა). ფრეი და ფრეიას მსგავსი მშვენიერების ქმნილებები არც ადამიანებში, არც ვანებში და არც ასებში არ მოიძებნებოდნენ. ასევე ორივენი ძალიან კეთილი და გულმოწყალე ღვთაებები იყვნენ. ფრეიას ჰქონდა ჯადოსნური შევარდენის ფრთა, რომლითაც ფრენა შეეძლო და ასევე გააჩნდა გნომების დამზადებული შესანიშნავი ოქროს სამკაული “ბრისინგამენი”. როდესაც ფრეია ტიროდა, მისი თვალებიდან ოქროს ცრემლები ცვიოდა. ფრეია გარდა იმისა, რომ სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იყო, ის მეთაურობდა ვალკირიებს – ღვთაებრივად მშვენიერ ქალ მეომრებს, რომლებიც ვალჰალას ემსახურებოდნენ. ფრეია ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, რომელსაც ფოლკვანგი ეწოდებოდა, ხოლო მის მთავარ სასტუმრო ოთახს სესუმნირი. სიყვარულის გარდა მშვენიერი ქალღმერთი ყურადღებას აქცევდა მოსავლიანობას და ნაყოფიერებას. ასევე მას შეეძლო ბრძოლაში გამარჯვებაც მოეტანა. ფრეია აგროვებდა ბრძოლაში დაცემულ მეომრების ნახევარს (ნახევარი ოდინს მიჰყავდა).

ფრეია ცოლად ადამიანს, სახელად ოდს გაჰყვა, რომელიც ერთი გადმოცემით ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, ხოლო სხვა გადმოცემით ნახევრად ღმერთი გახლდათ. ოდი მალე უგზოუკვლოდ გადაიკარგა და ფრეია დაქვრივდა. სწორედ ოდის გადაკარგვის შემდეგ დაიწყო მან ოქროს ცრემლებით ტირილი. ფრეიამ ასებს შეასწავლა ჯადოქრობის ხელოვნება, რომელიც მანამდე ვანებში იყო გავრცელებული.

სიფი (Sif)

გერმანულ – სკანდინავიურ მითოლოგიაში ნაყოფიერების ქალღმერთი, თორის მეუღლე, ასგარდის მკვიდრი. ითვლებოდა ფრეიას შემდეგ ყველაზე მშვენიერ ქმნილებად. განთქმული იყო თავისი ბაჟაღლო ოქროს თმებით. მისი ქალიშვილები იყვნენ ვალკირიები ტრუდი, მოდი და ულია (ულია არ იყო თორის შვილი). ვანების მთავარმა ღმერთმა ლოკიმ სიფის ღამით თმები მოპარა, თუმცა ეს თორმა მალე შეიტყო და საშინლად განრისხდა. ის მზად იყო ლოკის მოსაკლავად მაგრამ მან სთხოვა, რომ დრო მიეცა გამოესწორებინა დანაშაული. ლოკი წავიდა გნომების ქვეყანაში. გნომები კი განთქმულები იყვნენ მჭედლობის ხელოვნებაში. ლოკიმ მათ ახალი ოქროს თმების დამზადება სთხოვა, ისინი კი დასთანხმდნენ, რადგან უნდოდათ ღმერთებისთვის დაემტკიცებინათ თუ რა შესანიშნავი ხელოსნები იყვნენ. მათი დამზადებული თმები ობობას ქსელზე უფრო ნაზი და მშვენიერი იყო, როგორც კი სიფი თავზე დაიყენებდა, მაშინვე ჩვეულებრივი თმასავით იზრდებოდნენ. ლოკმა თმა სწრაფად მიართვა თორს, რომელმაც ის ისევ სიფს გადასცა.

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 5:54:08 PM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
იდუნი (Idhun)

გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში მარადიული ახალგაზრდობის ქალღმერთი, ჯუჯა ივალდის ქალიშვილი, ბრაგის, პოეზიის ღმერთის მეუღლე. იდუნი ცნობილია, როგორც ვაშლის მცველი, რომლითაც ღმერთებს მარადიული ახალგაზრდობა ენიჭებოდათ. ერთხელ ფრინველმა ტიაციმ აიძულა დატყვევებული ლოკი, მისთვის გადაეცა იდუნი თავისი ჯადოსნური ვაშლებით, მაგრამ საბოლოოდ ლოკიმ ისევ დაიბრუნა ქალღმერთიც და ვაშლებიც, რადგან ოდინმა სიცოცხლეს გამოასალმა ტიაცი. იდუნი ცხოვრობდა ბრუნაკრში, ჭების ველზე, სადაც სიცოცხლისა და მუდმივი ახალგაზრდობის ჭები იყო.

ჰელი (Hel)

მკვდართა სამყაროს, ჰელჰეიმის ქალღმერთი, ლოკისა და ქალი-გოლიათის, ანგრბოდის ქალიშვილი. როდესაც ლოკის ყველა შვილთან ერთად ოდინთან მიიყვანეს, მან ჰელს მკვდართა სამყაროს ქალღმრთობა უბოძა. მასთან მიდიოდა ყველა გარდაცვლილი ბრძოლაში დაცემული მეომრებისა და გმირების გარდა, რომლებიც ვალკირიებს ვალჰალაში მიჰყავდათ. ჰელი საშინელ სახეს იღებდა და ხალხს მისი ძალიან ეშინოდა. როდესაც ურჩხულად გარდაისახებოდა, მისი სხეულის ნახევარი შავ-თეთრი ხდება, ხოლო მეორე ნახევარი მკვდარივით უფერული.

 
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » სკანდინავიური მითოლოგია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: