GEORGIAN MODERN POETRY & ART

შაბათი, 20.04.2024, 6:21:58 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | შუმერულ-აქადური მითოლოგია - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » შუმერულ-აქადური მითოლოგია
შუმერულ-აქადური მითოლოგია
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 20.10.2010, 5:15:50 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
შუმერების და აქადის იმპერიის ღვთაებანი
 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:33:07 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
შუმერები - ერი რომელმაც შექმნა შუმერული ცივილიზაცია სამხრეთ მესოპოტამიაში. შუმერები არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლეები, სავარაუდოდ ისინი მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. V ათასწლეულებში გადმოსახლდნენ. მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია. შუმერები საუბრობდნენ შუმერულ ენაზე, მეცნიერებმა ჩაატარეს აზიის ყველა ენის ანალიზი, მაგრამ შუმერული ენის მსგავსი ვერ აღმოაჩინეს, დღეს უცნობია ამ ენის მონათესავე ენები. შუმერების თვითდასახელებაა "შავთავიანები". შესაძლოა ეს იმას ნიშნავს რომ შუმერთა თავდაპირველ სამშობლოში არსებობდნენ "თეთრთავიანებიც", ანუ ღია ფერის თმის მქონე ხალხი. შუმერული არქიტექტურიდან და ენის ანალიზიდან გამომდინარე მეცნიერები ვარაუდობენ რომ ისინი მთიანი რეგიონიდან გადმოსახლდნენ, ამავე დროს ისინი კარგი მეზღვაურები იყვნენ, რაც ასევე გვაფიქრებს რომ ისინი ზღვისპირა რეგიონიდან იყვნენ, ამაზე მათი მითოლოგიაც მიუთითებს. ზოგი მოსაზრებით შუმერები ზღვით მოვიდნენ შუამდინარეთში. მეტად სავარაუდოა, რომ შუმერები სამხრეთიდან მოვიდნენ, რადგან შუამდინარეთის სამხრეთში დასახლების შემდეგ მათ ჩრდილოეთით დაიწყეს ექსპანსია. აქადის იმპერია იყო ქალაქ აქადის (ჩრდილოეთ შუმერეთი) გარშემო ჩამოყალიბებული სახელმწიფო. აქადის იმპერიის დამფუძნებლად სარგონ ძველი მიიჩნევა. იმპერიამ იარსება ძვ. წ. 2350 - ძვ. წ. 2150 წლებში.
უმის მეფემ ლუგალზაგესმა პირველმა სცადა შუმერული ქალაქების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება. მან დაიპყრო თითქმის მთელი ქვემო მესოპოტამია, მაგრამ მისი პოლიტიკით თითქმის ყველა ქალაქი უკმაყოფილო იყო. მალე მას დაუპირისპირდა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა სარგონ ძველის სახელით (ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2261). იგი ჩრდილოეთ ქვემო მესოპოტამიიდან იყო და მისი მშობლიური ენა სემიტური იყო.
სარგონმა დაამარცხა ლუგალზაგესი და დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია. თავის დედაქალაქად მან უმნიშვნელო ქალაქი აქადი აირჩია, რომლის ნაქალაქარი დღემდე არაა ნაპოვნი, თუმცა მან ისეთი როლი ითამაშა მესოპოტამიის ისტორიაში, რომ მოგვიანებით მთელ რეგიონს აქადია ეწოდა. სარგონს როგორც ჩანს ბევრი მომხრეები ყავდა ხალხის ფართო მასებში, რადგან იგი არ იყო ნომურ არისტოკრატიასთან დაკავშირებული.
შუმერის პოლიტიკურ დამარცხებას არ მოყოლია მისი კულტურის დაკნინება. აქადელებმა იგი გაითავისეს და თავისმხრივ შეიტანეს წვლილი მის განვითარებაში.
სარგონმა შეცვალა ნომური (თემური) ქალაქ-სახელმწიფოების წყობა და ჩამოაყალიბა ერთიანი სახელმწიფო. საერთოდ სარგონმა დაიპყრო ტერიტორია სპარსეთის ყურედან ხმელთაშუა ზღვამდე. სარგონმა ამის გარდა ახლად შექმნილ სახემწიფოში მოახდინა სხვადასხვა განზომილებების ერთეულების უნიფიკაცია. მის დროს აყვავდა ვაჭრობა. სარგონის მმართველობა ერთპიროვნული იყო. უკვე მისი ვაჟების მეფობისას მესოპოტამიაში არაერთი აჯანყება მოხდა მათ წინააღმდეგ. სარგონიდები ამ აჯანყებებს სისხლში ახშობდნენ. მიუხედავად იმისა რომ სარგონიდები სემიტურ-ენოვანები იყვნენ, აკადში ოფიციალური ენა ჯერ კიდევ შუმერული იყო. სემიტური ენა ჯერ კიდევ სარგონამდე იყო გავრცელებული შუმერულ ქალაქებში, მხოლოდ ლაგაში იყო ამ დროისთვის მხოლოდ შუმერენოვანი.
სარგონის უმცროსი ვაჟი მანიშტუშუ აიძულებდა თემებს გაეყიდათ სახელმწიფოსთვის მიწები ნომინალურ ფასად. აქედან ჩანს რომ ამ დროს მესოპოტამიასი მიწის პატრონი იყო არა მეფე, არამედ თემი და მეფე ყიდულობდა მიწებს როგორც კერძო პირი. ამის შესახებ მანიშუტუს ბრძანებით შექმნილია წარწერები, რომლებმაც დღემდე მოაღწია.
სარგონის შვილების აგრძელებდნენ დამპყრობლურ ომებს. მანიშტუშუმ არაერთხელ გაილაშქრა ელამის წინააღმდეგ. მისმა ძმისშვილმა ნარამ-სუენმა (ძვ. წ. 2236 - ძვ. წ. 2200) კი ელამთან წერილობითი ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვითაც ელამს საგარეო პოლიტიკა აკადთან უნდა შეეთანხმებინა. ეს ჩვენთვის ცნობილი პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. მარამ-სუენის დროს დასრულდა სარგონის მიერ დაწყებული სახელმწიფო რეფორმები და მან აიღო სამყაროს ოთხი მხარის მეფის ტიტული. იგი პირველი იყო, ვინც ცხოვრებაში და არა საკვდილის შემდეგ საკუთარი თავი ღვთაებრივად გამოაცხადა.
აქადის იმპერიის სიძლიერემ ცოტა ხანს გასტანა, უკანასკნელი ძლიერი მეფის შარკალიშარის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მეფეები ერთი მეორეს სწრაფად ცვლიან, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა. აქადის და სუმერის სახელმწიფო დაიშალა. სემიტური ჩრდილოეთი და შუმერული სამხრეთი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ჩვე არ გვაქვს ცობები იმის შესახებ ებრძოდნენ თუ არა შუმერები აქადელებს იარაღით ხელში, მაგრამ შუმერული ტექსტებიდან კარგად ჩანს მათი უარყოფითი დამოკიდებულება აქადის მიმართ. აქდელებისადმი სიძულვილი იმანაც გამოიწვია, რომ ამ უკანასკნელებმა ნიპურში, შუმერთა წმინდა ქალაქში, დაანგრიეს ენლილის ტაძარი. მიუხედავად შუდა პოლიტიკური არასტაბილურობისა, აქადის იმპერიის საბოლოო კრახი დაკავშირებულია კუტიების შემოჭრასთან. კუტიების მომთაბარე ტომებმა დაანგრიეს და გაძარცვეს შუამდინარეთის მრავალი ქალაქი, მათ შორის აქადიც გაასწორეს მიწასთან, ისე რომ დღემდე უცნობია თუ სად მდებარეობდა მსოფლიოში პირველი იმპერიის დედაქალაქი.
 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:33:38 PM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
აბზუ, აბსუ, აფსუ, აპსუ

შუმერ-აქადურ მითოლოგიაში მიწისქვეშა წყლების ოკეანე, რომელიც დედამიწას გარს არტყავდა. აბზუს მბრძანებლად ითვლებოდა სიბრძნის ღმერთი ენკი. ამავე დროს, აბზუ ითვლებოდა მსოფლიოში ერთადერთ ადგილად, სადაც ღმერთები ვერ იხედებოდნენ და სადაც ცხოვრობდნენ მსოფლიოს ბატონი ძალები — მე. შუმერულ მითში ენკიმ უბრძანა ნიმახს, დედა-ქალღმერთს, თიხიხსგან ადამიანის გაკეთება. ბაბილონურ მითებში აბზუ არის პირველადი სტიქია, სიცოცხლის პირველმიზეზი, ითვლება ტიამატის ქმრად, ტიამატმა და აბზუმ თავისი წყლები გააერთიანეს და შექმნეს წყლის დემონები, ანშარას და კიშარის მშობლები. შემდეგ ენკიმ მოკლა აბზუ, ხოლო მისი მკვლელობის ადგილას ააგო სასახლე, სადაც მარდუქი ჩასახა.

ბაბარი

ბაბარი - (შუმერულად ბამბარ < ბარბარ - ბრიალა, თეთრ-თეთრი), შუმერთა მზის ღვთაება, მზის ღმერთის თუს ანუ შამაშის ერთ-ერთი სახელი. მას უკავშირებენ ქართულ წარმართულ ღვათაებას ბარბალეს.

ანუ

ცის ღმერთი შუმერულ მითოლოგიაში, მოგვიანებით კი — ბაბილონსა და ასურეთშიც. მას სხვადასხვანაირად უწოდებდნენ: სამოთხის მეფე, თანავარსკვლავედების მბრძანებელი, ღმერთების მეფე და სხვ.

ენკი, ეა

შუმერ-აქადურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ის არის აბზუს ხელმწიფე და აგრეთვე სიბრძნის და ღმრთაებრივი მე ძალების ხელმწიფე. იგი აგრეთვე ითვლებოდა შინაური საქონელი და მარცვლეულის შემქმნელად, მსოფლიო წესრიგის დამფუძნებლად. ერთ-ერთი მითი მოგვითხრობს, რომ ენკიმ გაანაყოფა მიწა და „ქალაქების და ერებს ბედი განსაზღვრა“. მან შექმნა თოხი, ბარი და აგურის ფორმა, შექმნა ცხოველები და მცენარეები. მან გადასცა ცხოველები და მცენარეები მთის მეფე სამუკანს, ხოლო სამხეცოები გადასცა დიმუზოს. ენკის ასევე ითვლება მებაღეობის, მებოსტნეობის, მეაბრეშუმეობის და ბალახებით მკურნალობის შემქმნელად.

ენლილი

შუმერების მიერ ერთერთი ყველაზე პატივცემული ღმერთი. ენლილის ტაძარი ქალაქ ნიპურში შუმერებისთვის უწმინდეს ადგილად ითვლებოდა.

ენქიდუ

ძველი მესოპოტამიური ნაწარმოების გილგამეშის ეპოსის ერთ–ერთი მთავარი გმირი. იგი ღმერთ ანუს დავალებით თიხისაგან შექმნა ქალღმერთმა არურუმ. ეპოსის მიხედვით, მისი მთავარი ფუნქცია ნაწამოების მეორე მთავარი მოქმედი გმირის - გილგამეშის - „დაბალანსებაა“.

 
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » შუმერულ-აქადური მითოლოგია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: