GEORGIAN MODERN POETRY & ART

ოთხშაბათი, 24.04.2024, 2:39:35 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | ეგვიპტური მითოლოგია - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » ეგვიპტური მითოლოგია
ეგვიპტური მითოლოგია
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 20.10.2010, 5:22:30 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ძველეგვიპტური მითოლოგია
 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 5:45:04 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე. ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები:ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები... მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე. ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ. მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.
ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ჩვ. წ-მდე დაახლ. 485-424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ჩვ. წ.-მდე V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ჩვ. წ. I-II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.
მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი ჩვ. წ.-მდე 21 000 წლიდან. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს - ჩვ. წ.-მდე 12 000 - 11 000 წლებში. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.

სფინქსი

მითიური არსება, რომელსაც ლომის ტანი და ადამიანის თავი ჰქონდა. სფინქსის ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე მდებარეობს გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით. იგი გამოკვეთეს დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს, რათა დაეცვა პირამიდა. მისი თავი სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხეფრეს ხატის მიხედვითაა შექმნილი. მოგვიანებით ქანდაკებას თაყვანს სცემდნენ, მსგავსად მზის ღმერთ ჰარემახეთისა. სფინქსი ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული იყო, მაგრამ დღეს ძალიან დაზიანებულია ცხვირი და წვერი ჩამონგრეული აქვს, თუმცა შუბლზე ჯერ კიდევ შემორჩენილია კობრას სიმბოლო. ეს გვედი შექმნა: დათა ალეკსეევი.

ამონი

ამონი - (ბერძნ. Ἄμμων - დაფარული) — ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც თავიდან ეგვიპტის თებეში, შემდეგ კი მთელს ეგვიპტეში მზის ღმერთად მიიჩნევდნენ. საბერძნეთსა და რომში მისი კულტი ზევსისა და იუპიტერისას შეერწყო. ამონის ტაძრები იყო სპარტაში, თებეში, რომსა და სხვა ქალაქებში. ამონს წარმოიდგენდნენ და გამოსახავდნენ ცხვრისთავიან მამაკაცად. აქედან მომდინარეობს მისი გამოსახულების ბერძნული ფორმა — მოწიფული, ზევსის მინავსგავსი მამაკაცი ვერძის რქებით.ამონი ქალაქ თებეს მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. თებეს დაწინაურების, მისი დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ამონი დინასტიის მფარველი ღვთაება გახდა. მისი სახელი ეგვიპტის რამდენიმე ფარაონის სამეფო სახელშიც შევიდა: ამონ-ხოტეფ, ტუტანხამონ. საბოლოოდ ამონი მზის ღმერთთან გაიგივდა და ამონ-რა (ამონ-რაე) ეწოდა, რაც ამონ-მზეს ნიშნავს. ამ სახელწოდებით იგი ეგვიპტის ეროვნულ ღმერთად იქნა აღიარებული. ამონ-რას ქურუმობა ეგვიპტეში ყველაზე გავლენიანი ფენა იყო. ამონის კულტის მთავარი ადგილებია კარნაკისა და ლუქსორის ტაძრები ქალაქ თებეში.

გები

გები - (ეგვ. Geb -მიწა) — დედამიწის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში. ბერძენი ქალღმერთის - გეას ორეული, ნუტის ("ცის") ქმარი, რომლის წიაღიდანაც ადიან მზე და ვარსკვლავები, შემდეგ კი ისევ მას უბრუნდებიან დასავლეთში. გების ზურგზე დგას "შესანიშნავი ღმერთი" (მაგიური პაპირუსი ჰარისი) შუ და ხელებით აკავებს ცის თაღს "ღმერთების მეფეთა პანთეონშია, დასაბამს აძლევს ფარაონთა მეუფებას ("გების მემკვიდრეები").

შუ

შუ - (ეგვ. "სიცარიელე", იგივეა, რაც ბერძნული - ეოსი, აპოლონი) — მზით გასხივოსნებული სივრცის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში, ქალღღმერთ ნეფთისის ძმა, ტეფნუტის ქმარი, მზის ღმერთ რას (რეს) ან ატუმის ძე.ატუმ-რამ (გაიგივებული შემქმნელი ღმერთების ერთსახეობა) ეს და-ძმა შექმნა უშუალოდ თავისი თავიდან, ქალის გარეშე, როგორც ზევსმა ათენა. შემდეგ შუმ ეგვიპტურ კოსმოგონიაში შეასრულა ძალზე დიდი საქმე, რაც სხვა დროსა და რეგიონში სრულქმნა პოლინეზიელთა ღმერთმა ტანე-მახუტამ. პირველმა გაყო დედ-მამა, ცა და მიწა. მხრებით აზიდა ცის თაღი, ხელ-ფეხით მიწას (დედას) დაებჯინა და გააჩერა. ცა იყო ნუტი, მიწა - გები (კები). ცათა მეუფე ხელებით აკავებდა ციურ ძროხას, რომელზედაც მეფობის დასარულს მზის ღმერთი რა დაჯდა. შუ განსახიერებაა შუქის, უფრო შუადღის მზისა, მტერთა შემმუსვრელია სხივთა შუბით. რას შემდეგ შუ მიიჩნეოდა ცისა და მიწის, ზღვათა და ქვესკნელის ჩინებულ ღმერთად, რომელიც მრავალათასწლოვანი მეუფების შემდეგ ცად ამაღლდა.გამოსახულებებში დამჯდარი კაცი, ხელები მაღლა აუწევია, ცის თაღს აკავებს ან ლომისთავიანი კაცია ან მთლიანად ლომი, ომის ღმერთ ანხურის თანხლებით დგას ან ლომებს მოჰყავთ ეტლით, რასაც ტახის სახე აქვს. სარკოფაგზე ცას ეჭიდება, რომ ასწიოს დედამიწიდან. ქანდაკებებზეც იგივე მოტივია, ცას შესდგომია, როგორც შემდეგ ბერძენთა ატლანტი. ტინისში ბერძენ თოთთან და ხონსთან ერთად სცემდნენ თაყვანს. ასევე ნილოსის დელტასთან. შუს ორეულია ომის ღმერთ ანხური ("ცის შემკავებელი"). შუ ცხრა ჰელიოპოლისელ ღმერთთა პანთეონის წევრია. ღმერთების დინასტიის ჟამს ეგვიპტესაც განაგებდა. საერთოდ, ჰაერის, შუქისა და სუნთქვის ღმერთიცაა, ე.ი. სიცოცხლის წყარო. შეერია სხვა ღმერთებს (ჰოროსს, ხონსს).

რა

რა - (რე) - ძველეგვიპტური მზის ღვთაება ქალაქ ჰელიოპოლისიდან. ის ასევე იყო ძველი ეგვიპტის პირველი ფარაონი. მისი სახელი (R`) ეგვიპტურ ენაზე ნიშნავს "მზეს".

ოსირისი

„დასავლეთის ქვეყნის“ (საიქიოს) მმართველი ღვთაება ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში.გვიპტელებს სწამდათ რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:
„მე ხალხისთვის ბოროტება არ მომიტანია“,
„არ მიქურდავს“,
„არ მიყაჩაღია“,
„არ მომიკლავს და მოკვლა არ მიბრძანებია“,
„არავისთვის ტანჯვა-წამება არ მიმიყენებია“,
„სუსტი არ დამიჩაგრავს“.
ამის შემდეგ გარდაცვლილი სასწორთან მიჰყავდათ. სასწორის ერთ ერთ თეფშზე მის გულს, ხოლო მეორეზე ქალღმერთ მაატის თუ გარდაცვლილი ცრუობდა, ცოდვებით დამძიმებული გული სასწორს თავის მხარეს დახრიდა და იგი საშინელი ურჩხულების მსხვერპლი გახდებოდა. თუ არ ცრუობდა, სასწორი გაწონასწორდებოდა და გარდაცვლილი დასავლეთის ქვეყანაში გადადიოდა.

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 5:46:55 PM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
სეთი

ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ღმერთი. ის წარმოადგენს ომის და ბოროტების განსახიერებას. სეთი არის ღმერთი, რომელსაც აქვს ადამიანის ტანი და ვირის თავი.მან მოკლა თავისი უფროსი ძმა ოსირისი და მისი სხეულის ნაწილები მთელი მსოფლიოს გარშემო მიმოფანტა,მაგრამ მოგვიანებით ის ისიდამ გააცოცხლა. მას ასევე ჰყავდა მშობლები გება — ძველი მიწის ღმერთი და ნუტი — ცის ქალღმერთი.

თოტი

თოტი - (ბერძ: Θώθ (თოოთ), ეგვიპტ: დჰოვტიი) - სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება. სიტყვა „თოთი“ მომდინარეობს ძველბერძნული ფორმიდან Θωύθ, ხოლო თვითონ ეგვიპტელები კი მას ეძახდნენ ჯეჰუტი ან დჰოვტიი. თოტი ასევე არის დამწერლობის, კალენდრისა და მთვარის ღვთაება. გადმოცემით სწორედ მას მიეწერება ეგვიპტური იეროგლიფებისა და 335-დღიანი კალენდრის შექმნა. რომაულ მითოლოგიაში მისი ანალოგია ლუნუსი.ბერძნულ მითოლოგიაში თოტს შეესაბამება ჰერმეს ტრისმეგიცტოსი.

სებეკი

სებეკი - (სობეკი) — ნიანგის თავით გამოსახული წყლის ძველეგვიპტური ღმერთი. მისი თანხვედრა ხდება მიწის ღმერთ გებთან, მზის ღმერთ რასთან სებეკ-რას ფორმით და ოსირისთან. სებეკს თაყვანს ძირითადად ფაიმში და მერიდის ტბის ნაპირებზე, კომ-ომბოში (ომბოსი) სცემდნენ. ასევე კროკოდილოპოლსა (ნიანგთქალაქი) და წყალთან ახლომდებარე ადგილებში. მისი კულტი განსაკუთრებით გავრცელებული იყო შუა სამეფოს დროს. ზოგიერთი ფარაონი, რომელსაც რეზიდენცია ფაიუმში ჰქონდა, სებეკთან დაკავშირებულ სახელს ატარებდა, მაგალითად, სებეკჰოტეპი ან ნეფრუსებეკი.

ბასტეტი

სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი. გამოსახავდნენ კატის სახით. აგრეთვე გამოისახებოდა კატისთავიანი ქალის სახითაც. ადრეული დინასტიების ეპოქაში, კატების მოშიანურებამდე, გამოსახავდნენ ლომის სახით.
ბასტეტის კულტის ცენტრს წარმოადგენდა - ქ. ბუბასტისი (ძვ.წ.X-VIIIს.ს.), რომლის აყვავებაც უკავშირდება XXII დინასტიას (ბუბასტიდები). ბასტეტის ატრიბუტია - სისტრი (მუსიკალური საკრავი). ხშირად ქალღმერთს გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით,ფეხებთან მოკალათებული 4 კნუტით, რომელსაც სისტრი ეკავა ხელში და ითვლებოდა ნაყოფიერების ქალღმერთად. ბასტეტის შვილი იყო - მააჰესი.

ისიდა

ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები. იგივე მითის მიხედვით რამდენიმე ხნის შემდეგ ოსირისი აღსდგა მკვდრეთით და იმქვეყნიური სამეფოს მმართველი გახდა. ისიდას კულტი საბერძნეთში ადრევე გადავიდა, ხოლო ელინიზმის პერიოდში გავრცელდა დუნაიდან ინდოეთამდე. რომში ისიდას კულტი გადავიდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იმპერიის პერიოდში ისიდას კულტს სახელმწიფო იცავდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა ყველგან, სადაც კი რომაელთა ბატონობა გავრცელდა.
ბერძნულ–რომაულ სამყაროში ისიდა ითვლებოდა მიწისა და მეზღვაურთა მფარველად, ციურ მნათობთა შემქმნელად, იალქნის გამომგონებლად და სხვა. იმ ტანჯვა–წამებისა და განსაცდელის გამო, რომელიც ისიდამ განიცდა ოსირისის ნაწილების შეგროვებისა და ბოროტ სეთთან ბრძოლისას, იგი დაბეჩავებულთა ღვთაებად, ქალთა შემწედ, დამცირებულთა ქომაგად და მფარველად აღიარეს (ისიდას ეს თვისებები ქრსიტიანობამ მარიამ ღვთისმშობელს მიაწერა). ისიდას დღეობებს მისტერიების ხასიათი ჰქონდა და დემეტრეს ელევსინურ მისტერიებს წააგავდა. რომში ისიდას დღესასწაულს 5 მარტს აღნიშნავდნენ.
ძვ. ეგვიპტურ გამოსახულებებში ისიდა უფრო ხშირად ტახტზე მჯდომარეა, ხელში უჭირავს ძროხის რქები და რქებს შორის მოჩანს ამომავალი მზის დისკო. ბერძნულ–რომაულ ხელოვნებაში ისიდა ჰერას მსგავსად გამოისახება: გრძელი ტანსაცმლით, მშვიდი, საკმაოდ ამაყი და დიდებული სახით. მისი ატრიბუტებია: გველი, ლოტოსი, თავთავი, სიუხვის რქა. ისიდას ზოგჯერ ხელში უჭირავს ჩვილი ჰოროსი, რომელიც ქრისტიანობამ ქრისტესთან გააიგივა. საბერძნეთში ერთხანს იგი აფროდიტედ მიაჩნდათ, ხოლო ჰოროსი ეროსად. ისიდას მითს ხშირად უკავშირებდნენ სერაპისის მითს. ჩვენამდეა მოღწეული ქანდაკება, რომლის მიხედვითაც ისიდა და სერაპისი წელს ზემოთ ადამიანები არიან, ხოლო წელს ქვემოთ – გველები. გველების ქვემო ნაწილები ერთიმეორეზეა გადახვეული. ისიდას კულტი აირია და შეერწყო მრავალი ქვეყნის ბევრი ღვთაების კულტს.

ანუბისი

ანუბისი - (ბერძნ. Άνουβις) - ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთის გაბერძნულებული სახელი. ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბისს ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ. ამავე პერიოდში მას მის თანამგზავრადაც აღიარებდნენ. ითვლება ოსირისისა და ნეფტიდეს შვილად. საკულტო ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი კასა (ბერძნ. კინოპოლისი – ძაღლის ქალაქი).ეგვიპტური რელიგიის განვითარების ადრეულ საფეხურზე ეს ტურისმაგვარი ღვთაება მიცვალებულთა შთანმთქმელი იყო. მოგვიანებით ანუბისმა მისი ცხოველური წარმომავლობის დამადასტურებელი მხოლოდ გარკვეული დეტალებიღა შეინარჩუნა. ნეკოროპოლის სიუტის (ლიკოპოლის) ღმერთობისას ანუბისი ქალაქის მთავარ ღვთაებას — მზის ღმერთს, მგლისსახოვან უპუატუას ("გზათა გამხსნელი") ექვემდებარება. თოტის მსგავსად, ანუბისიც მიცვალებულთა ამენტში ("იდუმალი ადგილი"; "დასავლეთი") მიმცილებელი იყო — ასე ერქვა საიქიო სამყაროს, რომლის გავლითაც ხვდებოდა მიცვალებულის სული ოსირისის სამყოფელში. იქ ორმოცდაორი ღვთაებრივი მსაჯული წყვეტდა გაეგზავნათ სული "იალუს ველად" თუ საბოლოოდ მოეკვდინათ მოწამეობრივი სიკვდილით.

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 5:47:45 PM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ჰოროსი

ჰოროსი - (ეგვ-ბერძ "შორეთი", "ცის მიჯნა") — ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთი. ოსირისისა და ისიდას შვილი, მისი მეუღლე იყო ჰატჰორი. შევარდნის გარეგნობის ეგვიპტური ღვთაება, დასაბამიდან ცისა და მზის ღმერთი, უძველეს დროს ღმერთკაცი, მეფე-ღმერთი, რომელმაც მამის სისხლი აიღო და მძიმე ბრძოლების შემდეგ მოკლა ოსირისის მკვლელი ბიძა სეთი (ბოროტებისა და განადგურების ღვთაება). ბერძნებმა არტემიდეს ძმა უწოდეს და აპოლონს შეუერთეს (ეგვიპტური ბუბასტიდი), მზის ღმერთის თავისებურ სახედ აქციეს.ნათელი ციდან მფარველობდა დედამიწას, თვალებად ესხა მზე და მთვარე, იცავდა ქალღმერთი სელკეტი, რომელსაც დიდი მორიელის სახე ჰქონდა, ხშირად გაიგივებული ჰყავდათ სხვა ღმერთებთან: მინ-ჰოროსთან, ბეს-ჰოროსთან, ხონს-ჰოროსთან. ძვ.წ.აღ. მეოთხე ათასწლეულიდან მეფის ძალაუფლების სიმბოლოცაა, უპირისპირდება თავის ბიძას სეთს, რომელიც ერთი ვერსიით ოსირისის ძმაა, სხვა ვერსიით ოსირისის (მკვდარ მეფე-ღმერთის) შვილი, და მაშინ ჰოროსის ძმა. ტახტისთვის ბრძოლა მთავრდება ჰოროსის გამარჯვებით სეთზე. ეს მოგვაგონებს ზევსის და ტიფონის ბრძოლას. ჰატჰორი, ჰათჰორი (ეგვიპტ. ჰათ-ჰორ = ჰორის სახლი) — ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ქალ-ღმერთი. ცის, სიყვარულის, მხიარულების, მუსიკისა და ცეკვის ქალღმერთი. ასევე ფარაონთა და დედობის მფარველი. ითვლებოდა ციურ ძროხად, რომელიც ყოველდღე წარმოშობდა მზის დისკოს. მას გამოსახავდნენ ძროხისთავიანი ქალის სახით, ასევე ძროხის და ზოგჯერ - ქალის სახით, რომელსაც თავზე ძროხის რქებს შორის მოთავსებული მზის დისკო ადგას. ჰათორი იყო რას ქალიშვილი და ჰორის მეუღლე. მისი სახელი შემდეგნაირად იშიფრებოდა - ”ჰორის სახლი.” ჰათორი მფარველობდა ახალდაქორწინებულებს და ორსულებს. იგი ითვლებოდა ოჯახური კავშირების სიმტკიცის მფარველად.

კინოკეფალები

კინოცეფალები (ბერძნ. κῠνοκέφᾰλοι) — ძაღლის, მგელის ან ტურის თავიანები ადამიანები. ძაღლისთავიან ადამიანებზე იწერებიან შემდეგი ანტიკური მწერლები: გესოიდა, ჰეროდოტე, ქტასია, მეუასთენა, პლინია და სხვა. მათი მტკიცებულებით ისინი ცხოვრობდნენ ინდოეთსა და ლიბანში. მათი სიტყვებით: მათ თუმცაღა ჰქონდათ ძაღლის თავები მაგრამ დანარჩენი სხეული ადამიანის ქონდათო. ისინი სხვა ადამიანების მსგავსად აზროვნებდნენ ჰქონდათ სამუშაო იარარები, ატარებდნენ ტანსაცმელს და აქედან გამომდინარე თეოლოგებმა ჩათვალეს რომ მათაც გააჩნდათ სული. სული რომლითაც ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან. შუასაუკუნეებში მათზე იწერებოდნენ: ნეტარი ავგუსტინე, პლანო კარპინი, პორდენონე და მარკო პოლო. დროთა განმავლობაში მათ გადაინაცვლეს ინდონეზიასა და ამერიკაში. მათ შესახებ ბოლო ცვლილება მოგვეპოვება XVIII საუკუნეში. ზოგიერთნი მიიჩნევენ რომ კინოკეფალები ესენი იყვნენ/არიან ადამიანთა ტომი რომლებთაც წესჩვეულებათ აქვთ საკუთარი სხეულის დამახინჯება. მოგეხსენებათ არიან ტომები რომლებიც თავის წევრების თავის ქალის მოყვანილობას ბავშვობიდანვე უცვლიან და ოვალურს უხდიან. ზოგიერთი იმისათვის რომ უფრო შიშის მომგვრელად წარმოჩენილიყო პირს იჭრიდნენ ყურიდან-ყურამდე და ასე საზარლად გამოიყურებოდნენ. ზოგიერთი ლითონის რგოლების დამატებით კისერს იგრძელებს, ზოგიც ხის დისკოებს იყენებენ ზოგი ყურის ბიბილოში, ზოგი ტუჩზე და ზოგიც...
თუ გავითვალიწინებთ რომ ინდოეთის რეგიონში სახეზე თმიანი ადამიანები დროგამოშვებით იბადებიან არაა გამორიცხული რომ ესა არის იმ გენის გამოძახილი რომელსაც ადრე ადგილი ჰქონდა რეალობაში.

იალუს ველი ანუ „ლერწმის ველი“

ნეტართა კურთხეული ქვეყანა ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში. ერთგვარი საიქიო სამყარო, სადაც უცოდველი სულები ხვდებოდნენ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. სულისთვის საბოლოო განაჩენი ოსირისის სამყოფელში 42 ღვთაებრივ მსაჯულს გამოჰქონდა განვლილი ცხოვრების გათვალისწინებით.

ხონსუ

ხონსი (ეგვ. "მოარული") — ეგვიპტელთა მთვარის ღმერთი, სამების მესამე წევრი.: მამა - ამონი, დედა - მუტი, შვილი ხონსი. ესაა ქალაქ თებეს დიდი სამება, განსაკუთრებით დიდი თაყვანისცემის საგანი იყო რამზეს III-ს დროს (მე-20 დინასტია).ხატავდნენ და აქანდაკებდნენ ზეზე მდგარი მამაკაცის სახით, შუბლზე მთვარის დისკო ჰქონდა. ამონის-ძე სხვა ღმერთბეშიც გათქვიფეს (ჰოროსი, თოთი, შუ), როგორც ღმერთთა შემწე და მრჩეველი, ბოროტების მტერი. მისი დიდი ტაძარი კარნაკში (ძვე. წ. აღ-ით 1290 წ.). ჩინებულად გადაურჩა საუკუნეთა ქარტეხილს, და თუმცა, სიდიდით იმდენად არ გამოირჩევა (52 მეტრი სიგრძის დარბაზი), შესანიშნავია მისი "სხივოსანი არქიტექტურა, კედლებისა და სვეტების რელიეფური სამკაულები, ქანდაკებათა რიგის ძალა და ღირსება".შუმერულ მითოლოგიაში ენლილისა და ნინლილის ძე ნანარი, შუქის ღმერთი, ციურ საძოვრებზე დადის, თანავარსკვლავედები დაჰყვებიან როგორც საძოვარზე გაშვებული ხატები, წვრილი ვარსკვლავები კი ტატნობზე მიმოფანტული მარცვლებია. ეს წარმოდგენები საფუძვლად უდევს შუმერ-აქადური კოსმოგონიის საოცარი კალენდრისა და ზოდიაქოს უძველეს ნიმუშებს.

 
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » ეგვიპტური მითოლოგია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: