GEORGIAN MODERN POETRY & ART

ხუთშაბათი, 28.03.2024, 6:37:06 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | რომაული მითოლოგია - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » რომაული მითოლოგია
რომაული მითოლოგია
KAXAთარიღი: ოთხშაბათი, 20.10.2010, 5:26:22 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
რომაელთა ინდიგიტამენტური მითოლოგია
 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:04:42 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ადრეულ რომაულ მითოლოგიაზე ცნობები პრაქტიკულად არ მოგვეპოვება. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ რომაელებს არ ჰქონდათ ნათლად ჩამოყალიბებული ღმერთების სახე, არამედ ბუნებაში არსებობდნენ კეთილმოსურნე და ბოროტი ძალები - ნუმინა (numina). ამ აზრის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმან, რომ ბევრ ღმერთს არ ჰქონდა განსაზღვრული სქესი, ხოლო ზოგი კი წყვილად იყო, ქალის და კაცის სახებით (მაგ. ფავნი და ფავნა) და ასევე რომაული მიმართვა ღმერთებისადმი: ”ღმერთო ან ქალღმერთო” ”კაცო ან ქალო” ”ან რომელი სახელითაც ინებებ რომ გიწოდონ”. ვარონის ცნობებითაც ძველ რომში არსებობდნენ არა ღმერთები, არამედ მათი სიმბოლოები, ხოლო რიტუალები ტარდებოდა კეთილმოსურნე ნუმინების გასაძლიერებლად და ბოროტთა მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის. რომაელი ღმერთები არ იყვნენ ანტროპომორფულები და არ ჰქონდათ მითოლოგიის სისტემა, ვინაიდან გამოირიცხებოდა ღმერთებს შორის ნათესავური კავშირები და ქორწინებები. ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: იუპიტერი, მარსი და კვირინი. მათ არანაირი მითები არ უკავშირდებოდათ. მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეტრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები და გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები. თანამედროვე მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. პირველ რიგში სავარაუდოდ ქურუმული წიგნები ”ინდიგიტამენტები” არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია პონტიფიკების მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია ”ძალა”, ”დიდება”, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია I ათასწლეულის დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.
ზოგ ავტორს მიაჩნია, რომ რომაელებს ჰქონდათ პრიმიტიული მითოლოგია, რომელიც დავიწყებას მიეცა და მას ჩაენაცვლა ბერძნული მითოლოგია. სავარაუდოდ, რომაული მითოლოგიის ფესვები უკავშირდება სხვა ინდოევროპულ მითოლოგიას. დიუმეზილის აზრით, რომაული მითოლოგიის თავისებურებაა, რომ კონფლიქტები ღმერთების სამყაროდან გმირებზეა გადმოტანილი (მაგ. ჰორაციუსების და კურიაციუსების ორთაბრძოლა, მუციუს სცევოლუსზე, რომელსაც იგი ადარებს სკანდინავიურ ფრეირს, ჰორაციუს კოკლესზე, რომელსაც ოდინს ადარებს).
ჩვენამდე მოღწეულ მწირ ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, რომაელთა რელიგია იყო იტალიის იმდროინდელი სხვა ერების რელიგიის მსგავსი. შესაძლოა არსებობდა მითი იანუსის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ, რომელსაც შემდეგ იუპიტერი ჩაენაცვლა. ასევე მითი ხალხის წარმოშობაზე მუხისგან, მითი ველური ცხოვრების შესახებ და ღმერთების და გმირების მიერ ცივილიზაციის შექმნაზე. მუხას რომაელებისთვის, იტალიკებისთვის და გალებისთვის ღრმა საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თაყვანს სცემდნენ ასევე სხვა ხეებს და ტევრებს. ხშირად ტევრებს სხვადასხვა ღმერთებსაც უძღვნიდნენ და მათ საპატივცემლოდ ატარებდნენ რიტუალებს. ყველა რომაელისთვის განსაკუთრებით წმინდა იყო ლეღვის ხე, რომლის ქვეშაც ძუ მგელმა გამოკვება რომულუსი და რემუსი და მუხის ხე კაპიტოლიუმზე, რომელთანაც რომულუსმა თავისი პირველი ნადავლი მოიტანა - spolia opima, მის მიერ მოკლული მეფის იარაღი და ჯავშანი და ასევე ქვის მუხა ვატიკანზე.
სავარაუდოდ არსებობდა მითები წმინდა ცხოველებზეც - კოდალაზე, არწივზე და მგელზე. მგელს ეძღვნებოდა ლუპერკალიუმი - მგლის დღესასწაული. ამის გარდა მგლებს ბევრ მაგიურ თვისებებს ანიჭებდნენ.
საყოველთაო ღმერთების გარდა რომაულ ოჯახებს ჰყავდათ გვარის მფარველი ღვთაებებიც. ისეთ ძველ გვარებს, როგორებიცაა ემილიუსები, კლავდიუსები, კორნელიუსები, ჰქონდათ საკუთარ ღვთაებებთან დაკავშირებული დღესასწაულები. გვარის კულტები ყალიბდებოდა ოჯახის კერის ქალღმერთ ვესტას კულტის გარშემო.
ღმერთების სამყარო ადამიანების სამყაროს მსგავსად იყო მოწყობილი. მათ ყავდათ მეფე - იუპიტერი, ყველაზე პატივცემულ ღმერთებს, სენატორთა მსგავსად ეწოდებოდათ patres, მათ ჰყავდათ მსახურები - famuli tivi და ვესტას ქალწულთა ანალოგიურად ღვთაებრივი ქალწულები - virgines divi. ღმერთები იყოფოდნენ ზეციურებზე, მიწიერებზე და ქვესკნელისაზე. თუმცა ზოგ ღმერთს სამივე განზომილებაში შეეძლო მოქმედება. ღმერთების, ადამიანების და მიცვალებულთა სამყაროები გამიჯნული იყო. მაგრამ ხალხი არ იწყებდა არცერთ მნიშვნელოვან საქმეს სანამ ფრინველების ფრენით, სამსხვერპლო ცხოველთა შიგნეულობით ან მეხის დაცემით არ გაიგებდნენ ღმერთების აზრს.
მტრების ღმერთებს სპეციალური ფორმულებით რომაელები თავის მხარეს იბირებდნენ. ამ გზით რომაულ პანთეონს შეემატნენ ბევრი იტალიკური ღმერთები. ითვლებოდა რომ მკვდრები ზემოქმედებენ ცოცხალთა სამყაროზე და შურისძიება შეუძლიათ. ამის გარდა საზოგადოების ფენებს და პროფესიებს თავისი ღმერთები ჰყავდათ. რომის ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ მთავარი ტაძარი, რომელიც რომის ძლიერებას ასახავდა იუპიტერ კაპიტოლიელის ტაძარი გახდა.
რომაული რელიგიის განვითარებაზე იმოქმედა საზოგადოების დემოკრატიზაციამ. უმაღლესი ავტორიტეტი ძვ. წ. I საუკუნისთვის იყო არა რელიგია, არამედ სამოქალაქო საზოგადოება. დემოკრატიზაციამ მოიტანა ის რომ რომაულ საზოგადოებაში არ იყო ქურუმული კასტა და მოქალაქეების ფენებად დაყოფას არაფერი საერთო არ ჰქონდა რელიგიურ მწამსთან. ამან გამოიწვია მტკიცე რელიგიური დოგმის არ ქონა. მოქალაქეობრივი ვალი იყო ღმერთების თაყვანისცემა, მაგრამ ამასთან არავის არ ეკრძალებოდა მათზე საკუთარი აზრის გამოთქმა. აზროვნების ასეთი თავისუფლება ასახულია ციცერონის ტრაქტატში ღმერთების ბუნების შესახებ და დივიაციის შესახებ. ეთიკა რელიგიით კი არა, არამედ საზოგადოების კეთიოლდღეობით განისაზღვრებოდა. რომაელებს სძულდათ ერთპიროვნული მართველობა, რამაც გამოიწვია მეფეების და გმირების კულტის არ არსებობა. მეორე მხრივ გაუთავებელი ომები, რომლებსაც რომი აწარმოებდა, საჭიროებდა იდეოლოგიურ საფუძველს. ამან გამოიწვია რომზე მითის ჩამოყალიბება, რომ მას ღმერთების მიერ ნაბოძები აქვს სამყაროში გაბატონება, ხოლო რომაელ ხალხზე, როგორც განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულებზე. ასევე აღსანიშნავია იმ გმირთა განდიდება, ვინც სჩადიოდა გმირობებს არა პირადი დიდებისთვის, არამედ რომის განსადიდებლად.
მითები იქმნებოდა რომაელ მეფეებზე და მეფობის პერიოდის გმირებზე, შემდეგ კი რესპუბლიკის ადრეულ მოღვაწეებზე. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მეფეები მხოლოდ მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ, ხოლო ზოგი კი მათ რეალურ პიროვნებებად მიიჩნევს. როგორც წესი ყველა ეს მითი რომის განდიდებისკენ იყო მიმართული. იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება და მათი თაყვანისცემა. ამასთან რომის საზღვრების გაფართოებამ გამოიწვია ეგვიპტური და ახლო აღმოსავლური ღმერთების კულტების გავრცელებაც.
 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:05:05 PM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
იუპიტერი

იუპიტერი არის რომაულ მითოლოგიაში ჭექაქუხილის და ელვის ღმერთი, და მას იგივე როლი ჰქონდა, როგორც ზევსს ბერძნულ პანთეონში. მას უწოდებდნენ იუპიტერ ოპტიმუს მაქსიმუსი (იუპიტერი უმაღლესი, უდიდებულესი), როგორც რომაული სახელმწიფოს მფარველ ღვთაებას, კანონისა და სოციალური წესრიგის განმკარგავს. სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან Jove და pater (ლათ. მამა).
ამავე ღმერთის სახელი დაერქვა პლანეტა იუპიტერს და თავდაპირველად ხუთშაბათსაც (ამჟ. ფრანგ. jeudi, ლათ. Jovis Dies-დან). ლინგვისტური კვლევების თანახმად ეს სახელი უნდა მომდინარეობდეს გერმანიკული Tiwaz (და Zeus)-დან, რომელიც ასევე სამშაბათს ერქვა. ასევე ეტიმოლოგიური კავშირია ვედურ რელიგიასთან (Dyaus Pita).

მარსი

მარსი (ლათ. Mars) არის რომაულ მითოლოგიაში ომის ღმერთი, ძე იუნოსა და იუპიტერის (ან მაგიური ყვავილის). ვინაიდან სიტყვას მარსი ინდო-ევროპული ძირი არა აქვს, სავარაუდოა, რომ ეს იყოს ეტრუსკული მიწათმოქმედების ღმერთი მარისის ლათინიზირებული ფორმა.
მარსი ერთერთი უძველესი რომაული ღმერთია და შედიოდა რომაული პანთეონის მთავარ ღვთაებათა ტრიადაში (მარსი, იუპიტერი, კვირინი). თავდაპირველად იგი ნაყოფიერების, მცენარეების, ველური ბუნების, ყველაფრის რაც დასახლების გარეთ იყო, საშიში და უცნობი, იმის ღვთაებად ითვლებოდა, მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა მეომრის თვისებები. მარსს ეძღვნებოდა მარტის თვე, ძველი რომაული კალენდარით წელიწადის პირველი თვე. მარსი უძღვებოდა მეომრებს ომში, იღებდა ბრძოლის წინ მსხვერპლად სეწირულ ძღვენებს და ბრძოლის ველზე გამოჩნდებოდა ომის ქალღმერთ ბელონასთან ერთად.
მარსის სიმბოლო იყო შუბი და ფარი, რომელიც ლეგენდის თანახმად ციდან ჩამოვარდა, რომაელთა დაუმარცხებლობის აღსანიშნავად. შემდეგ, ნუმა პომპილიუსის ბრძანბით, დამზადდა მისი 11 ასლი, რათა ფარი დაეცვათ მძარცველთაგან და ეს რელიკვიები მეფის სასახლეში ინახებოდა. მხედართმთავარი ომში წასვლამდე მოუხმობდა მარსს, შუბის და ფარის ამოძრავებით. ხოლო თუ შუბი და ფარები თავისით ამოძრავდებოდნენ, ეს დიდი უბედურების მომასწავებლად ითვლებოდა. სიწმინდეების მფარველები სალიელი ქურუმები იყვნენ, რომლებსაც ისინი მარსის დღესასწაულებზე გამოჰქონდათ გარეთ და მათ წინაშე რიტუალურ ცეკვებს ასრულებდნენ.
ომის დამთავრების შემდეგ კი მას მხსვერპლად სწირავდნენ კვადრიგაში გამარჯვებულ ცხენს, სამხვერპლო ცხენის სისხლი კი რეგიუმში და ვესტას ტაძარში ინახებოდა, მას განმწმენდი ძალა ჰქონდა. მარსი განსაკუთრებული პოპულარობით რესპუბლიკის პერიოდში სარგებლობდა. მას ხშირად გამოსახავდნენ მონეტებზე, უწოდებდნენ ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა, ”გამარჯვებული”, ”მეომარი”, ”იმპერიის გამფართოვებელი”, ”მშვიდობის მყოფელი”. ლაშქრობამდე და ლაშქრობის შემდეგ მარსს უძღვნიდნენ ცხენების, იარაღის და მუსიკალური ინსტრუმენტების განწმენდის რტუალს. რომის დასავლეთ პროვინციებში მარსს უკავსირებდნენ მთავარ თემურ ღვთაებებს. სწორედ ამიტომ მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადრეულ პერიოდში მარსი იყო რომაელთა მთავარი ღვთაება. ბერძნული არესისგან განსხვავებით, რომში მარსს ბევრად დიდ პატივს სცემდნენ იმიტომაც, რომ ქალაქის ლეგენდარული დამაარსებლები რომულუსი და რემუსი მარსის ვაჟები იყვნენ. მარსს ეძღვნებოდა ცხენი, მგელი, კოდალა, ხარი. თქმულებისამებრ, ეს ცხოველები უძღვებოდნენ გაზაფხულზე დაბადებულ ვაჟებს ახალი დასახლებების შესაქმნელად. ზოგი თქმულებით მარსს სამი სიცოცხლე ჰქონდა. მიწათმფლობელები მარსს უძღვნიდნენ განწმენდის რიტუალს - ლუსტრაციას და მას ავედრიდნენ ყანების უხვმოსავლიანობას, ოჯახების, მონების და საქონლის ჯანმრთელობას. ამის გარდა მარსის ველზე შეკრებული შეიარაღებული მოქალაქეებიც მას ევედრებოდნენ. ავრალის ძმებიც მარსს და ლარებს მიმართავდნენ რომში განწმენდის რიტუალის ჩატარებისას. მარსს ტყეებში მსხვერპლად სწირავდნენ ხარს.
როგორც რომულუსის მამა, მარსი რომაელთა წინაპარი და რომის მფარველი ღვთაება იყო. ამასთან ერთად მარსის, როგორც ომის ღვთაების, ტაძარი, მარსის ველზე, ქალაქის გარეთ იყო აშენებული, რადგან შეიარაღებული ჯარი ქალაქში არ უნდა შემოსულიყო.
მარსის თავდაპირველი ფუნქციების აღდგენა რთულია, რადგან თავდაპირველად იგი რომის მფარველი ღვთაება იყო, რომელიც ანიჭებდა სიუხვეს, ეხმარებოდა ხალხს იმშიც და მშვიდობაშიც, ხოლო მოგვიანებით იგი მხოლოდ ომის ღვთაება გახდა. მას აიგივებდნენ ბერძნულ არესთან, თუმცა ეს გაიგივება უფრო ლიტერატურაში აისახა, ვიდრე რელიგიაში. მარსის მეუღლედ ქალღმერთი ნერიო ითვლებოდა, რომელსაც შემდეგ ვენერასთან აიგივებდნენ.
ძვ. წ. 366 წელს მარსს მიუძღვნეს ტაძარი კაპენის კარიბჭესთან, საიდანაც ლაშქარი ომში მიდიოდა და მხედრები ყოველწლიურ დემონსტრაციას აწყობდნენ. ფორუმის ცენტრში კი ავგუსტუსმა ააშენა მარსი შურისმძიებლის ტაძარი, იულიუს კეისარის მკვლელების დამარცხების აღსანიშნავად.

ვენერა

ვენერა (Venus) - ძველ რომაულ მითოლოგიაში თავდაპირველად გაზაფხულის, ბაღებისა და ყვავილობის ქალღმერთი. ბერძნული კულტების რომში გავრცელების შემდეგ აფროდიტესთან გააიგივეს და თაყვანს სცემდნენ როგორც სიყვარულისა (უმთავრესად ცოლქმრული სიყვარულის) და სილამაზის ქალღმერთს.

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:05:22 PM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ფლორა

რომაულ მითოლოგიაში ფლორა ყვავილთა და გაზაფხულის ქალღმერთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რომაულ მითოლოგიაში ღვთაებებს შორის იერარქიით საკმაოდ დაბალ საფეხურზე იყო, მისმა სტატუსმა ნაყოფიერების სხვა ქალღმერთთა შორის და მისმა ასოციაციამ გაზაფხულთან მას ყვავილობის ჟამს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. მისი სახელობის ფესტივალი, ფლორალია, აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში იმართებოდა ცეკვებით, ღვინის სმითა და ყვავილებით და ცხოვრების ციკლის განახლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მისი ბერძნული ექვივალენტი იყო ხლორისი. ფლორა დაქორწინებული იყო ფავონიუსზე, ქარის ღმერთზე.
ფლორას სახელმა ხელმეორე აღმავლობა ჰპოვა პოსტ-პაგანიზმის ანტიკურ ხანაში რენესანს ჰუმანისტთა შორის და ამ დროს გაცილებით უფრო პოპულარული გახდა ვიდრე თვით ძველ რომში.

გენიუსი

გენიუსი (ლათ.genius რომაელთა წარმოდგენით კეთილი სული, რომელიც მფარველობდა თითოეულ ადამიანს და აყალიბებდა მის ხასიათს. გენიუსი ითვლებოდა ადამაინის თანამგზავრად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. გენიუსი ეხმარებოდა მხოლოდ მამაკაცებს, ქალთა შემწედ კი იუნონა ითვლებოდა. ყოველი რომაელის დაბადება გენიუსის დღესასწაულად მიაჩნდათ და უსისხლო მსხვერპლს სწირავდნენ. საკუთარი გენიუსი ჰყავდა ყველა ქალაქს, ოჯახს, ხალხს, ტომს და ა.შ. რომში იდგა მისი ქანდაკება. მას თავზე გვირგვინი ედგა, სახეს გრძელი წვერი უმშვენებდა, მარჯვენა ხელში სიუხვის ქვა ეჭირა, ხოლო მარცხენაში – კვრთხი. ყოველი წლის 9 ოქტომბერს მას მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის პერიოდში გენიუსისათვის მხვერპლი იმპერატორსაც კი მიჰქონდა.ხალხი გენიუსს გველის სახითაც წამოიდგენდა. ხელოვნებაში გენიუსი ჩვეულებრივ ფრთოსან არსებად გამოისახებოდა.

იანუსი

იანუსი (ლათ.Ianus), რომაულ მითოლოგიაში დროის, კარის და კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაება.

იუნონა

იუნონა (ლათ. iuno) რომაულ მითოლოგიაში ოჯახის, დედობის, ქალების და ქალთა ნაყოფიერების ქალღმერთი. ითვლებოდა რომ ყველა ქალს ყავს თავისი იუნონა (ისევე როგორც ყველა კაცს თავისი გენია). იუნონა იყო იუპიტერის მეუღლე, მას ბერძნულ ჰერასთან აიგივებდნენ. იუნონას კულტმა რომში დაპყრობილი იტალიური ქალაქებიდან გადმოინაცვლა და მას ახალი ფუნქციები და ეპითეტები დაემატა: "დედოფალი", ლუცინა (ნათელი), "ბავშვის დამბადებელი". მას ასახავდნენ მეომრადაც, ეტლზე, თხის ტყავით, ფარით და შუბით. იუნონა იუპიტერთან და მინევრასთან ერთად კაპიტონიუმურ ტრიადაში შედიოდნენ, მათ ეძღვნებოდათ კაპიტოლიუმზე ტაძარი.
იუნონას თაყვანს უმეტესად გათხოვილი ქალები სცემდნენ. გაუთხოვარ საყვარლად მყოფ ქალებს მის ალტართან შეხება ეკრძალებოდათ. მისი დღესასწაულები იყო 1 მარტს იუნონა ლუცენას მატრონალიები და დაუდგენელი წარმოშვების კაპიტოლინას ნონები 7 ივნისს. ამ უკანასკნელ დღესასწაულში მონა ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას. ქორწილისას იუნონას მოუხმობდნენ და მშობიარობის შემდეგ მას სწირავდნენ მსხვერპლს. როგორც ნაყოფიერების ქალღმერთს, მას აკავშირებდნენ ფავნთან. პროვინციებში იუნონას აიგივებდნენ ადგილობრივ ქალღმერთებთან ანალოგიური თვისებებით. ფილოსოფიაში იუნონა ასახიერებდა მიწას და ჰაერს, რაც იუპიტერის - ეთერის ქვემოთ არის.

 
ფორუმი » Art Forum » მითოლოგია » რომაული მითოლოგია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: