GEORGIAN MODERN POETRY & ART

პარასკევი, 29.03.2024, 6:51:25 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | Football Clubs - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » Art Forum » სპორტული გვერდი » Football Clubs
Football Clubs
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 6:45:45 PM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 7:14:54 PM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
თბილისის დინამო

20-იანი წლები

თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს. გუნდის მატეანეს თავფურცელი მაშინ დაიწერა, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება განიზრახეს - ფეხბურთი ხომ იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

იმ წლებში საკავშირო ჩემპიონატები არ ტარდებოდა და ამიტომაც, გუნდები ამხანაგური შეხვედრებით კმაყოფილდებოდნენ.

თბილისის "დინამომ" ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ "დინამოს" მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოუგო.

3 დღის შემდეგ "დინამომ" ბაქოს მეორე კლუბს "პროგრესს" უმასპინძლა და ამჯერად იოლად სძლია მეტოქეს - 3:0.

მიუხედავად იმისა, რომ 30-ინი წლების შუაწელში ქართველი ფეხბურთელების სიძლიერე აშკარაა ("დინამო" თბილისში 9:5 ამარცხებს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მოსკოვის "დინამოს", ლენინგრადის "დინამოს" კი 3:2-ს უგებს), საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ 1936 წელს დინამოელებს ქვეყნის პირველ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის ნაცვლად პირველ ლიგაში მიუჩინა ადგილი.

საბჭოთა ფეხბურთის მმართველი ორგანოს უნებური შეცდომა მალე "დინამომ" თავად გამოასწორა - ექვსი მეტოქიდან ხუთი დაამარცხა (დნეპროპეტროვსკის "დინამო" 5:0, მოსკოვის "ტორპედო" 2:1, მოსკოვის "მეტალურგი" 2:0, ლენინგრადის "სტალინეცი" 3:1, ლენინგრადის "სპარტაკი" 6:1), ერთთან ფრედ ითამაშა (მოსკოვის "სტალინეცი" - 1:1) და უმაღლესი ლიგის საგზურს დაეუფლა!

ამ ექვს შეხვედრაში დინამოელთა ღირსება ალექსანდრე დოროხოვმა, შოთა შავგულიძემ, ედუარდ ნიკოლაიშვილმა, გრიგოლ გაგუამ, ვლადიმერ ბერძენიშვილმა, ნიკოლოზ ანიკინმა, ილია პანინმა, მიხეილ ბერძენიშვილმა, ბორის პაიჭაძემ, მიხეილ ასლამაზოვმა, ნიკოლოზ სომოვმა და ალექსანდრე აბაშიძემ დაიცვეს.

30-იანი წლები

1936 წლის შემოდგომით თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, ”დინამოსთვის” კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის ”დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან ”დინამომ” პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს ჩაატარა კიევის ”დინამოსთან”. ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - ფრედ 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება ”დინამომ” თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის ”სპარტაკთან” მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი ”დინამოს” სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სადებიუტო სეზონში ”დინამომ” საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის ”კრასნაია ”ზარიასთან” 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.

იმავე 1936 წელს ”დინამომ” ერთი ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც დღემდე იხსენებენ საფეხბურთო ისტორიკოსები - საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა მოსკოვში ადგილობრივ ”სპარტაკს” 6:3 (!) მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს რომ გაიმართა, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქენი მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6:3!

1936 წელს ”დინამო” თასის გათამაშების ფინალში გადის, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის ”ლოკომოტივთან” 0:2 მარცხდება.

საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, გუნდი ორჯერ ხდება ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს ეუფლება, ორჯერ თასის ფინალში გადის...

1937 წელს თბილისის ”დინამომ” ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. ”დინამო” ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების წყურვილი საოცრად დიდი იყო, იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ, ცხადია საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა - 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, არადა იმ წელს ”დინამო” შესანიშნავად ასპარეზობდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის ”დინამო” პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა - ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.

1944 წლის ოქტომბერში თბილისის ”დინამომ” ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა - 20 ოქტომბერს ირანის ნაკრები დაამარცხა 5:1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია - 4:0.

40-50-იანი წლები

1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, ”დინამომ” შეინარჩუნა ჩვეული სტილი და კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.

თბილისელთა შორის ახალი ლიდერები გამოჩნდნენ: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე...

სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე ”დინამოს” მრავალგზის რეკორდსმენია.

ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის ”დინამოში” 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის ”დინამო” საოცრად ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში ”ზემდგომი ორგანოები” ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და ტენდენციური მსაჯობის წყალობით ”დინამოს” ოქროს მედლები დააკარგვინეს.

საბოლოოდ ”დინამო” ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით ”დინამო” მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისურა ”დინამოსათვის” წარუმატებელ წლებში მოირგეს.

60-იანი წლები

1964 წელს ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - აწ გარდაცვლილი შესანიშნავი რუსი სპეციალისტის გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა ”დინამომ” ჩემპიონატში მოსკოვის ”ტორპედოსთან” ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწვეტი შეხვედრა დაინიშნა. ”ოქროს მატჩში” კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – ”დინამომ” ”ტორპედო” 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. ”დინამომ” საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო!

”ოქროს მატჩში” “დინამოს” ღირსებას ეს ”ოქროს ფეხბურთელები” იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. და რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ ”ოქროს მწვრთნელი” გავრილ კაჩალინი და ”ოქროს გუნდის ”ოქროს უფროსი” ავთანდილ ღოღობერიძე.

60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში ”დინამოს” რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, შეუდარებელი სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები...

70-იანი წლები

სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა ”დინამოში” ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანა - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე...

1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ ”ტვენტესთან” ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს.

ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა.

გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.

1973 წელს თბილისის ”დინამო” პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის ”ატლეტიკოს” ამარცხებენ, მერე კი თვით ლისაბონის ”ბენფიკას” და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან!

1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად აწ გარდაცვლილი ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ”დინამოს” ყველაზე წარმატებული პერიოდი.

ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს ”დინამო” ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!

1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის ”არარატს” - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა ”დინამოს” პირველად არგუნა ბროლის თასი!

1977 წელს თბილისის ”დინამო” ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.

1978 წელს კი ”დინამო” მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა! იმ დროს ”დინამოში” ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი...

80-იანი წლები

1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი

1981 წლის 13 მაისს ”დინამო” თასების მფლობელთა თასს დაეუფლა - მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ იენის ”კარლ ცაისს” ამარცხებენ - 2:1.

ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ”დინამო” კი გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.

1982 წელს გუნდი კვლავაც ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ ”დინამო” ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ”საუკუნის გოლის” ავტორი ვიტალი დარასელია.

1983 წლიდან კი ”დინამოს” ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს...

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. ალბათ სიმბოლურია, რომ თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს კიდეც დიდი და საინტერესო გზა - კიევის ”დინამოსთან” უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს...

90-იანი წლები

1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის ”კოლხეთი 1913”-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი ”დინამოს” კაპიტანმა გელა კეტაშვილმა გაიტანა... საკუთარ კარში. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, ”დინამომ” დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის ”დინამო” პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ”ცხუმს” ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის ”დინამომ" პირველად შეასრულა ”დუბლი” - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამო იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა!

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა.

ბელფასტის ”ლინფილდი” ”დინამომ” 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძის ლამაზმა გოლმა და გელა ინალიშვილის ჰაერივით საჭირო საგოლე დარტყმამ მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, ”დინამოც” დანიურ ”კოპენჰაგენთან” მატჩისთვის ემზადებოდა...

უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, აი, ევროტურნირებზე კი წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.

1996 წელს თბილისის ”დინამომ”, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის ”გრევენმახერის” (4:0, 2:2), ნორვეგიული ”მიოლდეს” (2:1, 0:0) და მოსკოვის ”ტორპედოს” (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ ”ბოავიშტასთან” მარცხდებიან (1:0, 0:5).

იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – ”დინამოს” სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.

2000-იანი წლები

2000-იანი წლების დასაწყისში დინამო ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაცშვილმა შეიძინა.ამ დროიდან იწყება დინამოს ხელახალი აღმავლობა.კლუბმა 2003 წელს ჩემპიონის ტიტული მოიგო,ხოლო 2004 წელს საქართველოს თასი და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა,თუმცა დინამომ ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგო.

2005 წელს დინამო თბილისმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა,რაც 2008 წელსაც გაიმეორა.

ჯილდოები
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1964, 1978
საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1976, 1979
საქართველოს ჩემპიონი: 1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2003, 2005, 2008
საქართველოს თასის მფლობელი: 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004
ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1981
თანამეგობრობის თასის მფლობელი: 2004.

შემადგენლობა 2008/09

2008 წლის 22 ოქტომბრისათვის.
ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 მეკარე გიორგი ლორია
2 მცველი გურამ მინდორაშვილი
3 მცველი გულვერდ თომაშვილი
4 თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე
5 თავდამსხმელი ნიკოლოზ ჯიშკარიანი
7 ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე
8 ნახევარმცველი ლევან ხმალაძე (კაპიტანი)
9 თავდამსხმელი ილია სპასოევჩი
10 ნახევარმცველი გიორგი მერაბიშვილი
11 თავდამსხმელი მათე ვაწაძე
12 მეკარე დიდიე ოვონო
13 მცველი მარკოს ჩარასი
14 თავდამსხმელი ზვიად ქანთარია
ნომერი პოზიცია მოთამაშე
15 თავდამსხმელი დონალდ დერინგ ჯუსი
16 მცველი მილოშ კრშკო
18 ნახევარმცველი დავით დიღმელაშვილი
19 ნახევარმცველი დანილო ტომიჩი
20 ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე
21 მცველი ოლეგ გველესიანი
22 მცველი შოთა კაშია
23 ნახევარმცველი ნიკოლოზ ფირცხალავა
24 მცველი ლევან კაკუბავა
26 თავდამსხმელი ჯორჯ აკირემი
27 ნახევარმცველი ვაჟა ნემსაძე
30 მცველი შოთა ლომია

 
KAXAთარიღი: კვირა, 13.03.2011, 7:22:04 PM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
FC BARCELONA

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჰანს გამპერი და მისი რამოდენიმე მეგობარი თამაშობდნენ თამაშს რომელისაც სახელად ფეხბურთი ერქვა, და როდესაც გამპერმა გადაწყვიტა დაეარსებინა საფეხბურთო გუნდი ბარსელონა 1899 წლის 29 ნოემბერს,
მან ვერც კი წარმოიდგინა რომ, ყველაზე მძიმე წლები იქნებოდა კატალონიისტვის
დროსა ხალხს თვისუფლების იმედს აძლევდა, და დღეს ის დროშა რომელიც აგრძელებს კავშირს გასაკუთრებულ გუნდთან და მაგ გუნდის ფანებთან.
100 წლის მანძილზე გუნდმა გადაიტანა ჭირი და ლხინი, კარგი და ცუდი წუთები,
საოცარი მოგებები და სამარცხინო წაგებები. ყოველმა ამ მომენტმა შეიტანა წვლილი “ბარსელონას” აბსოლუტურ უნიკალური განვითარებას.რაც არის იგი დღეს დღეობით. ის რომ ს.კ”ბარსელონა” დღეს დღეობით უდიდესი გუნდია მსოფლიოში განაპირობა ძველმა თამაშებმა, და ის რომ ბარსელონას მუზეუმი სავსეა ყოველგვარი თასებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტიტულია - ევროპის თასი, რომელიც ს.კ. “ბარსელონამ” მოიგო ფინალში “უემმბლიზე”, რომელიც შევიდა ისტორიის წიგნში.
რასაკვირველია მოგების გარდა, უმაღლეს კონტინენტალური პრიზისა, ბარსელონა იმყოფება სხვებისგან განსხვავებით შესაშურ პოზიციაზე. რომ იყო ერთი გუნდი ევროპაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა ევროპულ ტურნირში 1955 წლიდან (პირველი წელიწადი) როდესაც ტურნირი დაიწყო.
მასიური ევროპული გუნდების შეკრებას ასევე ერთვა თასების თასის მფლობელის ტიტული. რომელიც არც მეტი არც ნაკლები კლუბმა მოიგო 4-ჯერ. ს.კ.”ბარსელონა”-მ ასევე შეაგრობა “უეფას” 4 თასი, 2 მათგანი კლუბმა მოიგო მაშინ როდესაც ტურნირი ცნობილი იყო როგორც ბაზრობათა თასად.
რა თქმა უნდა ს.კ.”ბარსელონა” ძლიერია როგორც ესპანეთში ასევე ევროპაში და არც ერთი ესპანურ გუნდ არ შეედრება ბარსელონას “კოპა დელ რეის” გამარჯვებაში მას იგი 24-ჯერ აქვს მოგებული.

ბარსელონა დაბადება
ჰანს გამპერი აშენებდა კლუბს რომელიც “დაჭრეს” კატალონიის საზოგადოებაში. ეს სეკცია ააშკარავებს კლუბის ნაადრევ დღეებზე, ხდება ს.კ. “ბარსელონას” ღერბისა და მაისურების შექმნა.

წარმომავლობა
ბიზნესმენმა ჰანს გამპერმა. დაბადებული ვინტერტურში 22 ნოემბერს 1877, იყო ადამიანი რომლმაც გადაწყვიტა შეექმნა საფეხბურთო კლუბი ბარსელონაში, რომელიც აღინიშნა ადგილობრივ სპორტულ ჟურნალში, სადაც იგი იწვევდა ფეხბურთელებს. გამპერი ცნობილია ბარსელონაში როგორც ხოანი, ალისკენ, განცხადებიდან ერთი თვის ტავზე შედგა კლუბის პირველი შეკრება. გამპერთან ერთად გუალტერ ვილდი, ლუის დე ოსსო, ბართომეუ ტერრედასი, ოტო კენზლომი, ოტო მაირომი, ენრიკ დუკალი, პეტერ კაბოტომი, კარლეს პუჟოლი, ჯოზეპ ლიობეტი, დჟონ პარსონი და იულიან პერსონი იყვნენ პირველი დამსწრეები იმ ისტორიული შეხვედრის. შეხვედრამ ჩამოაყალიბა ახალი კლუბი და მისი მფლობელი გახდა ინგლისელი გუალტერ დიკი.

პირველი კომპლეკტი
თავიდანვე მოთამაშეებს ეცვათ მაისურები, რომლის ერთი ნახევარი იყო ლურჯი, მეორე ნახევარი ბორდოსფერი, სახელურები საპირისპირო ფერში და თეთრი ტრუსები (შორტები).

პირველი კლუბის ღერბი
კლუბის ისტორიის დასაწყისში ღერბი იყოფოდა ქალაქების ღერბების მიხედვით, როგორც დემონსტრაციული საჭიროება ქალაქისადმი, მოგვიანებით 1910 წელს გუნდის მმართველობამ გადაწყვიტა რომ გუნდს ქონოდა საკუთარი ღერბი, და გამოაცხადა ტენდერი რომ ეპოვათ საუკეთესო პროექტი, რომელშიც გაიმარჯვა ანონიმურმა პიროვნებამ, რომელმაც შექმნა ახლანდელი მოდელი.

პირველი თამაში
ამ შეხვედრაში “ბარსა”-ს შემადგენლობაში თამაშობდნენ ინგლისიდან გადმოყვანილი ფეხბურთელები. ინგლისურმა გუნდმა რომელიც ფაკტიურად შეიცავდა “ბარსას” შემადგენლობას გაიმარჯვა 1-0

პირველი დაარსება
ნაადრევი ძებნა “ბარსას სამუდამო სახლის”, იმიტომ რომ ისინი თამაშობდნენ სასტუმრო “კაზანოვაში” (1900), “ლა კარეტერა დ`ორტა” (1901), “ელ კარერ მუნტარერ” (1905) და “კარერ ინდუსტრია” რომელიც კლუბს მიეკუთვნებოდა იგი იტევდა 6 000 მაყურებელს, ორი სტანდარტული რიგი ჰქონდა,უნიკალური თავის დროში. იგი გაიხსნა 1909 წლის 14-მარტს, ამ დროისთვის კლუბმა დაიწყო ტიტულების შეგროვება, მოიგეს კოპა მაკაია 1901-02 და კატალონიის ჩემპიონატი 1904-05 და 1908-09.კლუბი აგრძელებდა მოგებებს, მოიგეს კატალონიის ჩემპიონატი 1909-10, 1910-11, 1912-13, 1915-16, 1918-19 1919-20, 1920-21 და 1921-22 და ესპანეთის ჩემპიონატი 1909-10, 1911-12, 1912-13, 1919-20 და 1921-22. რამდენადაც მათ სიამოვნებდათ კლუბის გამარჯვება ისინი აფართოვებდნენ სპორტულ და სოციალურ წრეებს.

LES CORTRS, წარმატებული ერა
LES CORTRS სტადიონი გაიხსნა 1922 წელს, ამზადებდნენ ბალახს კლუბის განვითარებისთვის, ჩვენი ოქროს ხანის ერაში (1919-1929).ეს იყო შესანიშნავი პერიოდი რომელსაც დაღი დაუსვა სახალხო ომმა და რა შედეგებიც მოყვა ომს. მაგრამ LES CORTRS სტადიონს უნდა განევლო ეს პრობლემები და “ბარსას” კიდევ ერთი წარმატება მან მოიგო 5 თასი.

აღმავლობის წელიწადი - EL CAMP DELS CORTS
ათწლეული 1919 და 1929 წლებს შორის, განიხილავენ როგორც ოქროს საუკუნედ კლუბისთვის, კლუბმა შეიძინა ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან სამიტიერი, ალკანტარა, ძამორა, შაგი, პიერა და სანჩო. 1922 წლის 20 მაისს მოხდა “ინაუგურაცია” ახალი სტადიონის “LES CORTS” რომელიც მალე გახდა ცნობილი როგორც “ფეხბურთის მოყვარულთა თავშეყრის ადგილი”, ეს იყო ბრწყინვალე სტადიონი რომელიც იტევდა 30 000 მაყურებელს, მოგვიანებით გაფართოებული და სტადიონს შეეძლო დაეტია 60 000 მაყურებელი.ს.კ.”ბარსელონა”-ს შექმნის წლის თავზე 1924 წელს აღინიშნა ცნიბილ ემბლემად რომელიც შექმნა ვალენსიელმა მხატვარმა “დჟოზეფ სეგრელსომ. ს.კ.”ბარსელონა”-ს ყავდა 12.207 წევრი,და მომავალი ნათელი იყო.ხუთი წლის შემდეგ სეზონი 1928-29 “ბარსამ” გაიმარჯვა პირველი იმ მრავალთაგან ესპანური სახელის ლიგა, შესაბამისი კულმინაცია იყო მაშინ როდესაც კლუბმა წინასწარ იცოდა რომ მან გაიმარჯვა კატალონიის ჩემპიონატი 1923-24, 1924-25, 1925-26, 1926-27,1927-28 და ესპანეთის ჩემპიონატი 1924-25, 1925-26 და 1927-28. ამ ბოლო გამარჯვებამ შედეგი გამოიღო ორი გადათამაშების შემდეგ “რეალ სოსიედად”-თან.

რთული პეროდები
20-იანების საუკეთესო პერიოდში, კლუბმა გადაიტანა რამოდენიმე კონფლიქტი, რომლებიც აღბეჭდილ იქნენ შემდეგ ათწლეულში. 1925 წლის 14 ივნისს “დე დიცტატორსჰიპ ოფ ღივერა” ხალხი შეიკრიბა ცნობილი Oრფეო კატალონიელის საპატივსაცემოდ. უკრავდნენ ესპანეთის სახელმწიფო ჰყმნს,მოხდა რეპრესირება სახელმწიფომ დახურა სტადიონი 6 თვით,შემდგომ შეამცირეს 3 თვემდე.გამპრეი იძულებულია დატოვოს 10 კლუბის ხელმძღვანელობა.ხუთი წლის შემდგომ 1930 წლის 30-ივლის კლუბის პრეზიდენტი გარდაიცვალა,მიუხედავად ამისა კლუბმა შეინარჩუნა ისეთი ფეხბურთელები იყვნენ Vენტოლრჭ, ღაიცჰ და Eსცოლჭ,ამჯერად კლუბს აქვს დაბლა დავარდნის პერიოდი,როდესაც პოლიტიკურმა კონფლიკტმა დაჩრდილა სპორტი,”ბასრა” დარჩა სამხრივი კრიზის შორის:ფინანსურ, სოციოლოგიურ და წევრების რაოდენობით, რომლებიც მუდმივად მცირდებოდნენ ასევე ფეხბურთელებიც ნაკლები იყო გუნდში, მიუხედავად ყველაფრისა გუნდმა გაიმარჯვა ჩემპიონატები 1929-30, 1930-31, 1931-32, 1934-34, 1935-36 და 1937-38.

სამოქალაქო ომის ეფექტები
რამოდენიმე თვის შემდეგ რაც სამოქალაქო ომი დაიწყო “ბარსას” პრეზიდენტი ჯოზეფ სუნოლი მოკლულ იქნა ჯარისკაც ფრანკოს მიერ გუადალაჯასთან. სასიხარულოდ გუნდი იყო მექსიკაში და ამერიკაში ტურნეზე, თუმცა ამან დაამტკიცა კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა,ასევე დამთავრდა კონტრაკტები ფეხბურთელებთან რომლებიც გაემგზავრნენ მექსიკაში და საფრანეთში. 1939 წლის 16-მარტს ფაშისტებმა დაბომბეს კლუბი რამაც დიდი ზარალი მოუტანა გუნდს. რამოდენიმე თვის შემდეგ ბარსელონა იყო ფაშისტების მეთვალყურეობის ქვეშ, წევრების სია კვლავ მცირდებოდა.კლუბის პრობლემები უფრო მეტი იყო. 1940 წლის მარტში ფრანკოს რეჟიმთან მიახლოებული პიროვნება ენრიკ პინეირო და მარგუეს დე ლა მესა დე ასტა იყო დანიშნული გუნდის პრეზიდენტად. იმავდროულად კლუბის სახელი იყო შეცვლილი.ინგლისურ ენაზე და იყო ასე Funball Club BARCELONA. ხოლო 1973 წელს კლუბმა მიიღო ესპანური სახელწოდება Club de Futnol BARCELONA და ოთხი წითელი ზოლი ისევე როგორც კატალონიის დროშაზეა გადაკეთდა ღერბზე 2-ად,ორიგინალი გადაუდებელი იყო 1949 წლამდე.

მიახლოებული მარცხი COPA LATINA (1949)
40-იანი წლების განმავლობაში კლუბის კრიზისი სულ უფრო შორს და შორს იყო, რომელიც მათ თან დასდევდა 1942 წლამდე, მაგრამ მათ დანამდვილებით მოიგეს ესპანეთის თასი იმავე სეზონში. შემდეგი სეზონის მანძილზე იყო სკანდალური თამაში “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ,ბარსას ფეხბურთელებს ემდურებოდნენ როგორც მსაჯები ასევე პოლიციელები ამათ დაემატათ Pიñეყრო ფაშისტობის მომხრე.ბარსამ შეძლო ესპანეთის ლიგის მოგება 1944-45, 1947-48 და 1948-49 ასევე ჩოპა Lლატინა 1949 წელს.კლუბმა როგორ იქნა ამოისუნთქა და კვლავ გამარჯვებების ზენიტში მოექცა. წარსული დაივიწყეს და კვლავ შედეგიან ფეხბურთს ანახებდნენ. ფეხბურთელებთან ერთად როგორებიც არიან : ცეზარი, ბასორა, ველასკო, კურტა, ძმები გონძალოები, შეგერი, ბიორსკა და რამალტერსი. ისინი ზეიმობდნენ კლუბს 50-წლის თავს 1949 წელს. კლუბის წერვრების მომატებით რომლებიც შეადგენდნენ უკვე 24 893 და 21 ფეხბურთელმა შეძლეს 9თასი და 4 საუკეთესო გუნდის წოდება მოეპოვებინათ.

კუბალა და ეს 5 თასი
ლადისლაუ კუბალა მოსვლის შემდგომ (1950 წლის ივნისში) უკვე ნათლად ჩანდა რომ “ბარსა” დიდ გუნდი იყო და LES CORTS პატარა იყო გუნდისთვის. 1951 და 1953 წლებს შორის ბარსელონამ ყველა ტიტული მოიპოვა ესპანეთის ლიგა 1951-52 და1952-53 და ესპანეთის თასი 1951,52 და 53. 1951-1952 სეზონების განმავნობაში გუნდმა მოიგო ეს ხუთი თასი: ესპანური ლიგა,თასი,ლათინური ლიგა.ევა დუარტეს და მარტინ როსსის და მათი ცნობილი გადამცემი ხაზი Bასორა, ჩესარ, კუბალა, მორენო და Mანცჰóნ.

CAMP NOU მიესალმება ბარსა მომავალს.
ლადისლაუ კუბალა იყო ძალიან დიდი ფიგურა LES CORTES –თვის, და კლუბმა 1957 წელს საზეიმოდ გახსნა CAMP NOU რამოდენიმე უდიდეს ფეხბურთელს აქვს ნათამაშები ამ შესანიშნავ სტადიონზე ატომოსფერო იყო შესალიშნავი. (კუბალა, კრუიფი, მარადონა, შუსტერი, რონალდო …) 1990-იან წლებში ეს იყო ყველაზე დიდი სანახაობრივი საფეხბურთო სცენა.”ბარსა” ხდება ოცნების გუნდად.ამ დროს “ბარსა”- იზრდება და იზრდება როგორც გუნდი ასევე NOU CAMP –იც საჭიროებს გაფართოვებას,სტადიონი და ინფრასტრუკტურა ფართოვდება და უმჯობესდება.

NOU CAMP
წარუმატებელი კულმინაციური მომენტი: დი სტეფანომ ხელი მოაწერა კონტრაკტს რეალ მადრიდთან, არგენტინელი ვარსკლავს უკვე ხელი ქონდა მოწერილი რეალ მადრიდთან. ამ ფაქტმა შეაშფოთა “ბარსას” პრეზიდენტი ენრიკ მარტინ კარეტო. მისი დამხმარე ფრანჩესკო მირო სანსი ყოველგვარ ძალღონეს ხმარობდა “კამპ ნოუ”-ს სრულყოფისათვის, რომელიც გახსნილ იქნა 1957 წლის 24-სექტემბერს. ახალ სტადიონს შეეძლო დაეტია 90 000 მაყურებელი, სტადიონი სრულიად რეგულირებული იყო გუნდისათვის. გუნდმა მოიგო ესპანეთის თასი და ახლა ყავდა 40 000 გუნდის წევრი. პასუხისმგებელი უფროსი ხელენაიო ერრეროი, გუნდი იყო დაკომპლეკტებული ისეთი ფეხბურთელებით როგორებიც იყვნენ : კოქსისი, ციბორი, ევარისტო, ეულოგიო მარტინესი, სუარეასი, ვილავერდე, ოლიველა, გენსანა, სეგარა, გრაცია, ვერგესი და ტეხედა, მოგეს ესპანეთის ლიგა 1958-59 და 1959-60 ასევე “ბაზრობის” თასი 1957-58 და 1959-60.სამწუხაროდ სამოციანებმა ვერ დაინახეს მათი წარმეტებების გაგრძელება. და გუნდმა მოიპოვა მხოლოდ 3 თასი ათი წლის მანძილზე: ესპანეთის თასი 1963 და 1968.”ბაზრობის” თასი 1966. მიუხედავად ამისა კლუბი გახდა იდინფიცირებული კატალონიურ საზოგადოებასთან, იმ დროიდან დაერქვა “ბარსა”-ს “მეტი ვიდრე უბრალო კლუბი” მათი სოციოლოგიური შესაძლებლობების და გამო. კლუბი ისევ გახდა ნაციონალური გრძნობების ცენტრად დიქტატურის პერიოდში.

იოჰან კრუიფი ჩამოდის
ბარსამ მოიგო ესპანეთის თასი 1971 წელს და დაიწყო მუშაობა პალაუ ბლაუგრანასს და ყინულის მოედნის შენებაზე. ორი.წლის შემდგომ 1973 წელს კრუიფმა ცნობილმა ჰოლანდიელმა ლეგენდამ მოაწერა კონტრაკტს ხელი. რომელიც შეტევის ხაზს ეხმარებოდა და ამშვენებდა. წინა ხაზში იყვნენ რექსაჩი, ასენსი, კრუიფი და მარჩიალი რომლებსაც მიყავდათ ლიგა. მათ ანგარიშზე იყო ესპანეთის ჩემპიონობა 1973-74 რომელიც დაემთხვა კლუბის 75 წლის თავს, უკვე იყო 69 566 კლუბის წევრი.

ხოსეპ ლუის ნუნიესის ერა იწყება
1978 წელს მოგებული ესპანეთის თასის შემდეგ, 6 მაისს ხოსეპ ლუის ნუნიეს გახდა გუნდის პრეზიდენტი, რომელმაც დაიწყო რეკონსტრუქციები და აღდგენა. გუნდი ამ პერიოდში აშკარად გაფართოვდა და ფინანსურად სტაბილური გახდა. ბარსამ გაიმარჯვა 1979 წელს და მოიგო თასების მფლობელთა თასი მას შემდეგ ესპანეთის ლიგა 1984 წელს, ტერი ბენადელი “კრუიფის ოცნების გუნდი” შესანიშნავი ერის წინ რომელმაც ესპანეთის ლიგის თასი 4-ჯერ ზედიზედ 1990-94 წლებს შორის და ევროპის თასი 1992 წლის 20 მაის უემბლიზე. მაში ჩამოვიდა ბობი რობსონი რომელმაც მოიგო თასების თასი,ესპანეთის თასი და ესპანეთის მაღალი ხარისხის თასი 1996-97(სეზონზე). ბოლო გამარჯვება მოუტანა “ბარსა”-ს (ლიგის გამარჯვებით) გაალმა 1997-98 1998-99 როდესაც გუნდმა გაიმარჯვა 2-ჯერ ზედიზედ 39 წლის შემდგომ. უნიკალური სოციოლოგიური გუნდის მდგომარეობა გუნდს აძლევს საშვალებას უფრო და უფრო გაფართოვდეს რაც გუნდის შესაძლებლობებზე მეტყველებს. ერთადერთი გუნდია რომელიც თავისი ინაუგურაციიდან (1955წ) ყოველ წელიწადს მონაწილეობს ევროპის პრესტიჟულ ტურნირებზე. თასების მფლობელთა თასი “ბარსა”-ს 4 ჯერ აქვს მოგებული ასევე ლიდერია ესპანეთის ჩემპიონატების გამარჯვებაში რაც “ბარსა”-მ 24 ჯერ შესძლო. სხვა სპორტული სექციებიც იყო ამდაგვარად გაძლიერებული და ახწევენ ასევე წარმატებას. ალხლა კლუბის საერთო წევრების რიცხვია 105.706.
====================================================
====================================================

ტიტულები:

ჩემპიონ თა ლიგა (2): 1992, 2006
Final, Wembley Stadium, London, 20 May 1992

FC Barcelona (1) UC Sampdoria (0)
112' 1-0 B: Koeman

FC Barcelona: (trainer Cruyff)
Zubizarreta; Eusebio, Ferrer, R.Koeman, Nando, Juan Carlos, Baquero, Guardiola (Alexanco 113), M.Laudrup, Salinas (Goicoechea 64), Stoichkov

UC Sampdoria (trainer Boskov):
Pagliuca; Mannini, Lanna, Vierchowod, Katanec, Lombardo, Pari, Cereezo, I.Bonetti (Invernizzi 72); Vialli (Buso 100), Mancini
-------

Final Stade de France, Saint-Denis, 17 May 2006

FC Barcelona (2) Arsenal (1)
37' 1-0; Sol Campbell
76' 1-1; Samuel Eto'o
81' 1-2; Juliano Belletti

FC Barcelona: (trainer Rijkaard)
Victor Valdes; Oleguer Presas (Juliano Belletti 71), Carles Puyol, Rafael Marquez, Giovanni van Bronckhorst, Edmilson (Andres Iniesta 46), Deco, Mark van Bommel (Henrik Larsson 61), Ludovic Giuly, Ronaldinho, Samuel Eto'o

Arsenal: (trainer Wenger)
Jens Lehmann; Emmanuel Eboue, Kolo Abib Toure, Sol Campbell, Ashley Cole, Gilberto Aparecido da Silva, Cesc Fabregas (Mathieu Flamini 74), Robert Pires (Manuel Almunia 19), Aleksandr Hleb (Jose Antonio Reyes 85), Fredrik Ljungberg, Thierry Henry
--------------------------------------
უეფას თასი (3): 1958, 1960, 1966
1955/1958
London 2-2 Barcelona
Barcelona 6-0 London

1958/1960
Barcelona 1-1 Birmingham City
Birmingham City 1-4 Barcelona

1965/1966
Barcelona 0-1 Real Zaragoza
Real Zaragoza 2-4 Barcelona [aet]
----------------------------------------
თასების მფლობელთა თასი (4): 1979, 1982, 1989, 1997
ევროპის სუპერ თასი (2): 1993, 1998
ესპანეთის ჩემპიონი (18): 1929, 1945, 1948, 1949, 1952, 1953, 1959, 1960, 1974, 1985, 1991, 1992, 1993, 1994, 1998, 1999, 2005, 2006
კოპა დელ რეის თასი (24): 1910, 1912, 1913, 1920, 1922, 1925, 1926, 1928, 1942, 1951, 1952, 1953, 1957, 1959, 1963, 1968, 1971, 1978, 1981, 1983, 1988, 1990, 1997, 1998
ესპანეთის სუპერ თასი(5): 1984, 1992, 1993, 1995, 1997, 2005, 2006
ესპანეთის ლიგის თასი (2): 1982, 1986
ჟოან გამპერის თასი (31): 1966, 1967, 1968, 1969, 1971, 1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1983, 1984, 1985, 1986, 1988, 1990, 1991, 1992, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003 , 2004, 2006
Catalunya Cup (4): 1991, 1993, 2000, 2004, 2005
Championship of Catalunya (22): 1902, 1905, 1909, 1910, 1911, 1913, 1916, 1919, 1920, 1921, 1922, 1924, 1925, 1926, 1927, 1928, 1930, 1931, 1932, 1934, 1936, 1938
Latin Cup (2): 1949, 1952
Eva Duarte Cup (3): 1948, 1952, 1953
Martini & Rossi Trohpy (2): 1952, 1953
Little World Cup (1): 1957
Teresa Herrera Trophy (5): 1948, 1951, 1972, 1990, 1993
Ramon de Carranza Trophy (3): 1961, 1962, 2005
Ciudad de Palma Trophy (5): 1969, 1974, 1976, 1980, 1981
Cup of the Pyrenees (4): 1910, 1911, 1912, 1913
Mediterranean League (1): 1937
====================================================
====================================================

პრეზიდენტები:
Joan Laporta-------------6/2003-..
Joan Gaspart i Solves---7/2000-2 და 8 თვე/2003 --> (2 წელი და 8 თვე)
Josep Lluis Nunez--------7/1978-7/2000 --> (22 წელი)
Agusti Montal i Costa----12/1969-12/1977 --> (8 წელი)
Narcis de Carreras-------1/1968 - 12/1969 --> (1 წელი და 11 თვე)
Enric Llaudet--------------6/1961 - 1/1968 --> (6 წელი და 7 თვე)
Francesc Miro-Sans------12/1953 - 6/1961 --> (7 წელი და 6 თვე)
Enric Marti-----------------7/1952 - 12/1953 --> (1 წელი და 5 თვე)
Agusti Montal i Galobart--9/1946 - 7/1952 --> (6 წელი)
Josep Vendrell-------------9/1943 - 9/1946 --> (3 წელი)
Josep Antoni de Albert----9/1943 - 9/1946 --> (3 წელი)
Josep Vidal-Ribas----------8/1943 - 9/1943 --> (1 თვე)
Enrique Pineyro------------8/1942 - 8/1943 --> (1 წელი)
Joan Soler------------------5/1939 - 3/1940 --> (10 თვე)
Management Committee--1936-1939 --> (3 წელი)
Josep Sunyol---------------7/1935 - 8/1936 (1 წელი 1 თვე)
Esteve Sala-----------------7/1934 - 7/1935 --> (1 წელი)
Joan Coma------------------12/1931 - 7/1934 --> (2 წელი და 7 თვე)
Antoni Oliver----------------10/1931 - 12/1931 --> 2 თვე)
Tomas Roses---------------3/1929 - 6/1930 --> (1 წელი და 3 თვე)
Arcadi Balaguer------------12/1925 - 3/1929 --> (3 წელი და 3 თვე)
Enric Cardona--------------6/1923 - 6/1924 --> (1 წელი)
Ricard Graells--------------6/1919 - 6/1920 --> (1 წელი)
Gaspar Roses--------------1916-1917/1920-1921/1930-1931 --> (3 წელი)
Rafael Llopart--------------6/1915 - 6/1916 --> (1 წელი)
Alvar Presta----------------6/1914 - 6/1915 --> (1 წელი)
Joaquim Peris de Vargas--1914-1915 --> (1 წელი)
====================================================
====================================================

მწვრთნელები:
Frank Rijkaard 2003-...
Radomir Antic 2003
Louis Van Gaal 1997-2001, 2002-03
Llorenc Serra Ferrer 2000-2001
Bobby Robson 1996-1997
Johan Cruyff 1988-1996
Carles Rexach 1987-1988, 1990-91, 1995-1996, 2001-2002
Luis Aragones 1987-1988
Terry Venables 1984-1987
Cesar Luis Menotti 1982-1983 and 1983-84
Jose Luis Romero 1982-1983
Udo Lattek 1981-1982 and 1982-83
Joaquim Rife 1978-1979
Lucien Muller 1978-1979
Laureano Ruiz 1975-1976
Hennes Weissweiler 1975-1976
Marinus Michels 1971-1975, 1976-1978
Vic Buckingham 1969-1971
Josep Seguer 1969-1970
Salvador Artigas 1967-1969
Roque Olsen 1965-67
Vicenc Sassot 1964-1965
Cesar Rodriguez 1963-1964, 1964-1965
Josep Gonzalvo 1962-1963
Ladislao Kubala 1962-1963, 1980
Lluis Miro 1961-1962
Ljubisa Brocic 1960-1961
Enrique Oriozola 1960-1961
Enric Rabassa 1959-60
Helenio Herrera 1958-60, 1980 -1981
Domenec Balmanya 1956-1958
Sandro Puppo 1954-1955
Ferdinand Daucik 1950-1954
Ramon Llorens 1950
Enrique Fernandez 1947-1950
Josep Samitier 1944-1947
Ramon Guzman 1941-1942
Joan Josep Nogues 1941-1944
Josep Planas 1939-1940, 1940-1941
Patrick O-Connell 1935
Ferenc Platko 1934-1935, 1955-56
James Bellamy 1929-1931
Jack Demby 1926-1927, 1933-1934
Roma Forns 1926-1929
Ralph Kirby 1925-1926
Jesza Poszony 1924-1925
John Barrow 1917
Jack Greenwell 1917-1924, 1931-1933
====================================================
====================================================

ბარსას რეკორდები:
1. რეკორდული დასწრება ნოუ კამპზე იყო 1986 წლის 5 მარტს, Barcelona-Juventus-ის თამაშზე, რომელსაც 120,000 გულშემატკივარი დაესწრო. ეს იყო ევროპის თასის მეოთხედ ფინალის პირველი მატჩი.
2. ბარსა არის ერთადერთი კლუბი, რომელიც ყოველ წელს გამოდის ევრო ტურნირებზე 1955 წლიდან, როცა მან პირველად მიიღო მონაწილეობა.
3. მოპოვებული აქვს ყველაზე მეტი თასების მფლობელთა თასი-1979, 1982, 1989, 1997 (4)
5. მოპოვებული აქვს ყველაზე მეტი ესპანეთის თასი -1910, 1912, 1913, 1920, 1922, 1925, 1926, 1928, 1942, 1951, 1952, 1953, 1957, 1959, 1963, 1968, 1971, 1978, 1981, 1983, 1988, 1990, 1997, 1998 (24)
6.მოგებული აქვს ზედიზედ 4 პრიმერა დივიზიონი-1990-91, 1991-92, 1992-93, 1993-94
7. პრიმერა დივიზიონში ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს 1996-97 სეზონზე. 102 გოლი 42 მატჩში.
8. პრიმერა დივიზიონში ყველაზე ცოტა გოლი გატანილი აქვს 1939-40 სეზონზე. 32 გოლი 22 მატჩში.
9. პრიმერა დივიზიონში ყველაზე ცოტა გოლი გაშვებული აქვს 1968-69 სეზონზე. 18 გოლი 30 მატჩში.
10. პრიმერა დივიზიონში ყველაზე ბევრი გოლი გაშვებული აქვს 1941-42 სეზონზე. 66 გოლი 26 მატჩში.
11. ყველაზე დიდი ანგარიშით, რაც ოდესმე მოუგია დაამარცხა ტარაგონა 1901 წლის 17 მარტს. Tarragona-0-18 FC Barcelona
12. ყველაზე დიდი ანგარიშით ამხანაგური მატჩი მოიგო 1992 წლის 6 აგვისტოს. Smilde(ჰოლანდია) 1-20 FC Barcelona.
13. ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა 1931 წლის 8 თებერვალს პრიმერას 1930-31 სეზონზე. Athletic Bilbao 12-1 FC Barcelona.
14. ზედიზედ ყველაზე მეტი, 27 წაუგებელი ოფიციალური მატჩი ითამაშა 1973-74 სეზონზე.(03.10.1973 დან-21.04.1974 მდე). აქედან 26 იყო პრიმერა დივიზიონში და 1 უეფას თასზე.
15. ზედიზედ ყველაზე მეტი, 26 წაუგებელი მატჩი პრიმერა დივიზიონში ითამაშა 1973-74 სეზონზე. პრიმერას მე-6 ტურიდან(07.10.1973) 31 ტურამდე (21.04.1974).
16. ზედიზედ ყველაზე მეტი, 67 წაუგებელი მატჩი პრიმერა დივიზიონში, სახლში ითამაშა 1972-73 სეზონის 25-ე ტურიდან (04.03.1973) 1976-77 სეზონის 21-ე ტურამდე (20.02.1977). აქედან 55 მატჩი მოიგო და 12 ფრედ დაასრულა სულ გატანილი 155 და გაშვებული 37 გოლით.
17. პრიმერაში ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი მოიგო 2005-05 სეზონზე. მე-8 ტურიდან (22.10.2005) 21 ტურის ჩათვლით (29.01.2006)
18. პრიმერაში, სახლში ზედიზედ ყველაზე ბევრი, 39 მატჩი მოიგო 1957-58, 1960-61 სეზონებზე. 1957-58-ის 22 ტურიდან (16.02.1958), 1960-61-ის მე-8 ტურის ჩათვლით (06.11.1960)
19. ყველაზე მეტი, 36 მატჩი პრიმერა დივიზიონში, სადაც ყველა თამაშში გოლი გაიტანა ჩაატარა 1942-43 სეზონის მე-9 ტურიდან (21.11.1942), 1943-44-ის მე-18 ტურამდე (06.02.1944)
20. ყველაზე მეტი, 88 მატჩი(სახლში), სადაც ყველა თამაშში გოლი გაიტანა, ჩაატარა1951-52, 1957-58 სეზონებზე. 1951-52-ის 22 ტურიდან (10.02.1952), 1957-58-ის მე-18 ტურამდე (19.01.1958)
21. პრიმერა დივიზიონში, სახლში ყველაზე დიდი გამარჯვება-FC Barcelona 10-0 Gimnastic (11.09.1949)
22. ყველაზე დიდი მოგება პრიმერა დივიზიონში, გასვლაზე- Las Palmas 0-8 FC Barcelona (25.01.1959)
23. ევრო ტურნირებზე ყველაზე დიდი მოგება სახლში-FC Bacelona 8-0 Apollon Limassol (კვიპროსი), თასების მფლობელთა თასი (15.09.1982)
FC Barcelona 8-0 Matador Puchov (სლოვაკეთი). უეფას თასი (15.10.2003)
24. ევროტურნირებზე ყველაზე დიდი მოგება გასვლაზე- Hapoel Beer Sheva (ისრაელი) 0-7 FC Barcelona. უეფას თასი (12.09.1995)
25. ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ყველაზე მეტი, 11 მატჩი მოიგო 2002-03 სეზონზე.
26. ოფიციალურ მატჩებში ყველაზე მეტი, 19 თამაში მოიგო ზედიზედ 2005-06 სეზონზე (13 პრიმერა დივიზიონში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 კატალონიის თასზე)
====================================================
====================================================

ბარსას ფეხბურთელების რეკორდები:
1. ყველა დროის ყველაზე მეტი გატანილი გოლი
Paulino Alcantara-357 გოლი 357 მატჩში (1912-1927). აქედან 215 გაიტანა ამხანაგურ შეხვედრებში, 5-ესპანეთის თასზე, 98-კატალონიის ჩემპიონატში, 35-პრიმერა დივიზიონში, 3-Pyrenees ს თასზე და 1 ბარსელონას თასზე.
2. ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში
Clemente Gracia-59 გოლი 50 მატჩში (1921-22). აქედან 35 გაიტანა ამხანაგურ შეხვედრებში, 19-კატალონიის ჩემპიონატში და 5-პრიმერა დივიზიონში.
3. ყველაზე მეტი გატანილი გოლი პრიმერა დივიზიონში
Cesar Rodriguez-195 გოლი(1942-55).
4. ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში გატანილი გოლი
Mariano Martin- ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა18 გოლი, 1942-43 სეზონის მე-19 ტურიდან (14.02.1943) 1943-44 სეზონის მეორე ტურამდე (03.10.1943)
5. ყველაზე მეტი გატანილი გოლი ევრო ტურნირებზე
Rivaldo-31 გოლი. აქედან 25 გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში, 5-უეფას თასზე და 1-ევროპის სუპერ თასზე.
6. ყველაზე მეტი გატანილი გოლი ერთ მატჩში
Joan Gamper-გატანილი აქვს 9-9 გოლი ამ თამაშებში: Franco-Espanol 0-13 Barcelona, Macaya-ს თასზე (10.02.1901); Tarragona 0-18 Barcelona, Macaya-ს თასზე (17.03.1901); Barcelona 13-0 Club X, ბარსელონას თასზე (01.02.1903) .
7. ბარსას ფეხბურთელები, რომლებმაც მოიპოვეს პრიმერა დივიზიონის ბომბარდირის(პიჩიჩი) ტიტული:
Mariano Martin-32 გოლი 23 თამაშში (1942-43);
Cesar Rodriguez-28 გოლი 24 თამაშში (1948-49);
Cayetano Re-25 გოლი 30 თამაშში (1964-65);
Carles Rexach-17 გოლი 28 თამაშში (1970-71);
Hans Krankl-29 გოლი 30 თამაშში (1978-79);
Enrique Castro, "Quini"-20 გოლი 30 თამაშში (1980-81);
Enrique Castro, "Quini"-26 გოლი 32 თამაშში (1981-82);
Romario de Souza-30 გოლი 33 თამაშში (1993-94);
Ronaldo-34 გოლი 37 თამაშში (1996-97);
Samuel Eto'o-26 გოლი 35 თამაშში (2005-06).
8. ბარსას მეკარეები, რომლებმაც Zamora-ს პრიზი მოიგეს:
Juan Zambudio velasco-31 გაშვებული გოლი 26 თამაშში (1947-48);
Antoni Ramallets-40 გაშვებული გოლი 28 თამაშში (1951-52);
Antoni Ramallets-24 გაშვებული გოლი 29 თამაშში (1955-56);
Antoni Ramallets-35 გაშვებული გოლი 29 თამაშში (1956-57);
Antoni Ramallets-22 გაშვებული გოლი 28 თამაშში (1958-59);
Antoni Ramallets-24 გაშვებული გოლი 27 თამაშში (1959-60);
Josep Manuel Pesudo-15 გაშვებული გოლი 22 თამაშში (1965-66);
Salvador Sadurni-18 გაშვებული გოლი 30 თამაშში (1968-69);
Miguel Reina-21 გაშვებული გოლი 34 თამაშში (1972-73);
Salvador Sadurni-22 გაშვებული გოლი 30 თამაშში (1973-74);
Salvador Sadurni-19 გაშვებული გოლი 24 თამაშში (1974-75);
Pedro Maria Artola-25 გაშვებული გოლი 29 თამაშში (1977-78);
Francisco Javier Gonzalez Urruticoechea-26 გაშვებული გოლი 32 თამაშში (1983-84);
Andoni Zubizarreta-29 გაშვებული გოლი 43 თამაშში (1986-87);
Victor Valdes-25 გაშვებული გოლი 35 თამაშში (2004-05).
9. ყველაზე მეტი, რეკორდული რაოდენობის Zamora-ს პრიზის მფლობელი
Antoni Ramallets-1951-52, 1955-56, 1956-57, 1958-59, 1959-60.
10. ოქროს ბურთის მფლობელი ბარსას ფეხბურთელები:
Luis Suarez (1960);
Johan Cruyff (1973, 1974);
Hristo Stoitchkov (1994);
Rivaldo (1999);
Ronaldinho (2005).
11. ბარსას ფეხბურთელები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული(FIFA World Player):
Romario da Souza (1994);
Ronaldo (1996);
Rivaldo (1999);
Ronaldinho (2004, 2005).
12. ყველაზე დიდი ხანი გაშვებული გოლის გარეშე პრიმერა დივიზიონში
Miguel Reina-მ ზედიზედ 824 წუთი ითამაში ისე, რომ არ გაუშვია არც ერთი გოლი, 1972-73 სეზონის მე-14 ტურის 53-წუთიდან, 23-ე ტურის 67-ე წუთამდე.
13. ყველაზე მეტი ბარსას სახელით ჩაატარა Miguel Bernardo Bianquetti-მ (Migueli), 664 მატჩი (1973-89).
14. ყველაზე მეტი თამაში ბარსას ფორმით პრიმერა დივიზიონში ჩაატარა Miguel Bernardo Bianquetti-მ, 391 მატჩი (1973-89)
15. ყველაზე მეტი თამაში ევრო ტურნირებზე ბარსას ფორმით ჩაატარა Miguel Bernardo Bianquetti-მ, 85 მატჩი. აქედან 15-ევროპის თასზე, 24 თასების მფლობელთა თასზე, 42 უეფას თასზე და 4 ევროპის სუპერ თასზე.
16. ბარსას ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო Paulino Alcantara, 15 წლის, 4 თვის და 18 დღის. მისი დებიუტი შედგა 1912 წლის 25 თებერვალს Barcelona 9-0 Catala-ს მატჩში, კატალონიის ჩემპიონატში, სადაც მან 3 გოლი გაიტანა.
17. ბარსას მწრთვნელი ყველაზე დიდხანს იყო Jack Greenwell, 9 წელი (1917-24, 1931-33).
18. ბარსას მწრთვნელი ყველაზე დიდხანს ზედიზედ იყო Johan Cruyff, 8 წელი (1988-96).
====================================================
====================================================

ბარსას გერბები:

....

კამპ ნოუ / Camp Nou
სახელი: Camp Nou
სრული სახელი: Estadi del Futbol Club Barcelona
ადგილმდებარეობა: ბარსელონა,ესპანეთი
გაიხსნა: 1957 წლის 24 სექტემბერს
მესაკუთრე: FC Barcelona
ზედაპირი: ბალახი
გაზონის ზომა: - 105 x 72 მეტრი
ტევადობა: 98,800 მაყურებელი
კონსტრუქციის ღირებულება: 288 მილიონი პესეტა (მიახლოებით 1 730 914 ევრო)
არქიტექტორები: ფრანცესკ მიტიანს-მირო (Francesc Mitjans-Miró), ლორენცო გარსია ბარბონი (Lorenzo García Barbon), ჟოსეფ სოტერას მაური (Josep Soteras Mauri)

====================================================
====================================================

ბარსას ჰიმნი:

Tot el camp
es un clam
som la gent blaugrana
Tant se val d'on venim
si del sud o del nord
ara estem d'acord, ara estem d'acord,
una bandera ens agermana.

Blaugrana al vent
un crit valent
tenim un nom
el sap tothom:
Barзa , Barзa, Baaarзa!

Jugadors, seguidors,
tots units fem forзa.
Son molt anys plens d'afanys,
son molts gols que hem cridat
i s'ha demostrat, i s'ha demostrat,
que mai ningu no ens podrа torcer

Blau-grana al vent
un crit valent
tenim un nom
el sap tothom
Barзa, Barзa, Baaarзa!

 
KAXAთარიღი: სამშაბათი, 20.09.2011, 7:24:01 PM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
მილანი



მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის იტალიის ქალაქ მილანის ამავე სახელწოდების გუნდის ისტორია სათავეს იღებს შორეული 1899 წლის 16 დეკემბრის ღამეს, როდესაც მილანის სასტუმრო "Hotel du Nord"-ში შეიკრიბა 11 ადამიანი, რათა ჩამოეყალიბებინათ საფეხბურთო გუნდი. იმდროინდელ მილანში უკვე არსებობდა ერთი გუნდი სახელწოდებით "Медиоланум", მაგრამ ამ გუნდის შედეგები ძალიან სუსტი იყო, რის გამოც გადაწყდა ახალი კლუბის შექმნა. შეკრებილ ადამიანთა შორის იყვნენ როგორც ინგლისელები (კილპინი, ედვარდსი, ელისონი, ბარნეტი, ედვარდსი და ნათანი), ასევე იტალიელები (პირელი, კამპერიო, ანგელონი, დუბინი, ვალერიო). გადაწყვეტილ იქნა, რომ კლუბს დარქმეოდა " Milan Cricket & Foot-ball Club", რადგანაც ჩაფიქრებული იყო, რომ კლუბი მეტწილად იქმნებოდა როგორც კროკეტის მოთამაშეთა საზოგადოება, ვიდრე სუფთა საფეხბურთო გუნდი. პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ალფრედ ედვარდსი. კლუბის ოფისად შერჩეულ იქნა მილანის ღვინის ერთ-ერთი მაღაზია სახელწოდებით “ფიასჩიტერია ტოსკანა”. მაღაზია მდებარეობდა ვია-ბრეჩეტზე და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც მილანის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილი, სადაც ხდებოდა საყვარელი გუნდის წარმატებების თუ წარუმატებლობების გარჩევა.
გუნდის სათამაშო მოედნად არჩეულ იქნა ადგილი, სადაც ეხლა განლაგებულია “Stazione Centrale”. მილანის პირველია კაპიტანი გახდა ჰერბერტ კიპლინი. სწორედ მან მოიგონა კლუბის ფორმა და მისი ფერები: წითელი და შავი. წითელი ფერი გამოხატავს ეშმაკს, ხოლო შავი იმ საფრთხეს, რომელიც ყველა მილანის მოწინააღმდეგს ემუქრებოდა. გუნდს გაუჩნდა ზედმეტსახელი “ეშმაკები”. კლუბის ემბლემა გახდა ფარი, რომელზეც გამოსახულია წითელი ინგლისური ჯვარი.
1900 წლის 11 მარტს მილანმა ჩაატარა პირველი არაოფიციალური თამაში, რომელშიც მის მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა მეორე მილანური კლუბი მედიოლანუმი (სადაც ადრე ჰერბერტ კიპლინგი თამაშობდა). მილანმა 3-0 დაამარცხა თავის მოწინააღმდეგე, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, რაც გუნდს აძლევდა ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ 1900 წლის 15 აპრილს პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მილანმა 0-3 დათმო შეხვედრა ტორინეზესთან, უკვე შემდეგ სეზონში იგი წარსდგა როგორც სავსებით ბრძოლისუნარიანი კოლექტივი. სეზონი დაიწყო დამაჯერებელი გამარჯვებითYთანაქალაქელ მედიოლანუმზე მეოთხედფინალში, ხოლო ნახევარფინალში ტურინში პირველ ისტორიულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი იუვეს წინააღმდეგ. ფეხბურთელებმა ნამდვილი საფეხბურთო შოუ მოუწყევს მაყურებლებს, ხოლო თამაშის ბედი მილანის სასარგებლოდ ნეგრეტის დუბლმა და ჰერბერტ კიპლინის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა 3-2. ჩემპიოანტის ფინალში 5 მაისს მილანმა გაანადგურა იმ დროისათვის იტალიის საუკეთესო გუნდი ჯენოა 3-0, რომელსაც ყველა წინა ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. შემდეგ სეზონში ჯენოამ რევანში აიღო და 2-0 დაამარცხა მილანი. 1903 წლის სეზონშიც ვერცხლის მედლებს დასჯერდა მილანური კლუბი ფინალში იუვესთან 0-2 დამარცხების შემდეგ. თუმცა ამავე სეზონში გუნდმა 3 არაოფიციალური ტურნირი მოიგო: ალესანდრიის ტურნირი, სან-მარკოს თასი და კონვენგო ნოვარას თასი. 1904 წლის სეზონი შედარებით წარმატებული იყო თუმცა ფინალისაკენ გზა ისევ იუვემ გადაუჭრა პირველი თამაში 1-1, განმეორებითი 0-3.
აღნიშნული წარმატებების შემდეგ გადაწყვეტილ იქნა რომ კლუბს შეცვლოდა სახელი და 1905 წელს მას დაერქვა "Foot-ball Club Milan". თუმცა სახელის ცვლილებამ სეზონში წარმატება გუნდს ვერ მოუტანა და პირველივე წრეში მილანეზესთან მარცხდება. 1906 წლის სეზონი ტრიუმფით დასრულდა მილანისთვის, ფინალში იუვე იქნა ძლეული 2 მატჩიან დაპირიპირებაში 0-0 და 2-0.
1907 სეზონში მილანმა შეძლო სკუდეტოს შენარჩუნება, რომლისკენაც მიმავალ გზაზე ძლეულნი იქნენ მილანეზე 6-0 და 1-0, ტორინო 1-1 და 2-2 და ანდრეა დორიუ 5-0 და 2-0. აღნიშნული წარმატებით მილანი გახდა ათწლეულის იტალიის საუკეთესო გუნდი, რომელმაც ამ პერიოდში 3 ჯერ მოახერხა სკუდეტოს მოპოვება. იმ პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ კიპლინი, იმხოფი, რიცი და ტრერე.
შემდეგი 45 წელი ყველაზე უფრო შავი პერიოდია მილანის ისტორიაში. სკუდეტოს გარეშე თითქმის ნახევარი საუკუნე. 1951 წლის სეზონში ყველაფერი მილანელთა ხელში იყო. მათ ბოლო ტურში ლაციო უნდა დაემარცხებინათ შინ, თუმცა მოულოდნელმა მარცხმა რომაულ კლუბთან ეჭვქვეშ დააყენა როსონერის ჩემპიონობა. თუმცა ამ შემთხვევაში მშველელად მათ ინტერი მოევლინათ, რომელთაც შეეძლოთ ბოლო ტურში გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე გადასულიყვნენ საბოლოო ცხრილში, თუმცა აქაც მოულოდნელობა და ინტერის მარცხმა ტორინოსთან მორიგი სკუდეტო მოაგებინა მილანს. საუკეთესო ფეხბურთელი გუნარ ნორდალი 34 გოლი 37 თამაშში. სულ მილანმა იმ სეზონში 107 გოლი გაიტანა.
50-იანი წლების დასწყისში მილანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რაც პირველ რიგში დაკავშირებული იყო 3 ახალი შვედი ფეხბურთელის გუნარ გრენის, გუნარ ნორდალის და ნილს ლიდხოლმის შეძენასთან, რომლებიც მომავალ 3 სეზონში (1950, 1951, 1952) წარმოადგენდნენ იმდროინდელი მილანის ძირითად დამრტყმელ ძალას. თუმცა 1953 წლის სეზონში შვედთა სამეულს გუნარ გრენი მოაკლდა, სამაგიეროდ გუნდი ხელმძღვანელობამ იმ დროისათვის რეკორდულ 72 ათას დოლარად შეიძინა ურუგვაელი ხუან ალბერტო სკიაფინო. მიუხედავად აღნიშნული ტრანსფერისა მილანმა მხოლოდ 1955 წელს მოახერხა მორიგი სკუდეტოს მოპოვება, ხოლო 1956 წელს პირველად ისტორიაში მილანი ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დათმო შეხვედრა მადრიდის რეალთან. ამ ორი სეზონის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელდა კვლავაც შვედი გუნარ ნორდალი რჩებოდა, რომელმაც 1956 წელს დატოვა გუნდი (გადავიდა რომაში), რომლის შემადგენლობაშიც მან საერთო ჯამში 257 მატჩი ჩაატარა და 210 ბურთი გაიტანა (აღნიშნული შედეგი დღესდღეობითაც არ არის გაუმჯობესებული).
1956/57 წელს მორიგი სკუტედო, რომლის სულისჩამდგმელებათ გუნდში დარჩენილი ერთადერთი შვედი ნილს ლიდხომი და ახალშენაძენი კარლიტო გალი მოგვევლინენ. იგივე განმეორდა 1957/58 წლის სეზონში და მილანმა უკვე მე-7 გამარჯვება იზეიმა იტალიის ჩემპიონატებში. აღსანიშნავია რომ 50-იან წლებში მილანი კენტ წლებში ხდებოდა ჩემპიონი 1955, 1957, 1959 და ტაიმ-აუტს იღებდა ლუწ წლებში, თუმცა 1958 წელს მილანმა უკვე ევროპულ არენაზე მიაღწია წარმატებას და პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში დათმო შეხვედრა კვლავ მადრიდის რეალთან. 1960-61 წლების სეზონი უკანასკნელი აღმოჩნდა შვედისათვის მილანის რიგებში, სადაც მან 359 თამაში ჩაატარა. თუმცა გუნდიდან წასვლამდე მან რეკომენდაცია გაუწია 17 წლის ფეხბურთლეს ჯანი რივერას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მილანის მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბებაში.
მე-8 ოქროს ტიტული მილანმა 1962 წელს მოიპოვა, სადაც მის რიგებში უკვე ბრწინავდა ჯანი რივერა. რივერას წინამძღოლობით 1963 წლის 22 მაისს უემბლიზე ჩემპიონთა თასის ფინალში მილანმა 2-1 დაამარცხა იმ დროისათვის ევროპაში უძლიერეს კლუბად მიჩნეული პორტუგალიის ბენფიკა შეუდარებელი ეუსებიოთი და ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტულს პირველად დაეუფლა. ფინალური მატჩის გმირი გახდა ბრაზილიელი ხოსე ალტაფინი, რომელმაც ეუსებიოს გოლს დუბლით უპასუხა. იმ პერიოდში მილანის რიგებში ბრწყინავდნენ ასევე ჩეზარე მალდინი, ჯოვანი ტრაპატონი და ნერეო როკო.
5 წლიანი წარუმატებელი პაუზა შეწყდა 1968 წელს როცა მილანმა მე-9 სკუდეტო მოიპოვა და ამავე სეზონში დაეუფლა თასების მფლობელთა თასს ფინალში გერმანული ჰამბურგის დამარცხებით. კლუბში შეტევის ხაზის ახალი ვარსკვლავი აკიაფდა _ პიერინო პრატი. 1969 წელს მილანმა უკვე მეორედ მოიპოვა ევროპის საუკეტესო კლუბის ტიტული დაამარცხა რა ფინალში ანგარიშით 4-1 ამსტერდამის აიაქსი, რომელსაც დიდებული იოჰან კრუიფი მიუძღოდა წინ. მატჩის ბედი სწორედ პრატის ჰეთ-ტრიკმა გადაწყვიტა. ამავე სეზონში მილანმა ეს ევროპული წარმატება მსოფლიო წარმატებითაც გაამყარა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში არგენტინული ესტუდიანტესი დაამარცხა, რითაც მილანი პლანეტის უძლიერეს კლუბად იქცა.
1973 წლის 16 მაისს მილანი მეორედ იგებს თასების თასს ამარცხებს რა ფინალში ინგლისურ ლიდსს 1-0, ხოლო 1979 წელს უკვე ნანატრი მე-10 სკუდეტოს ჯერიც დადგა, რომლის სულისჩამდგმელი კვლავ დაუვიწყარი შვედი ნილს ლიდხოლმი იყო, ოღონდ უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში. 1979 წელი მილანის ერთ-ერთი ლეგენდის ჯანი რივერას კარიერის დასასრულის და მეორე ლეგენდის ფრანკო ბარეზის კარიერის დასაწყისის სეზონი იყო.
მომავალი 5 წელი ალბათ იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარუმატებელი პერიოდი მილანის ისტორიაში, რადგან ფინანსური პრობლემების გამო გუნდი ჯერ სატურნირო ცხრილის ბოლოში მოექცა, ხოლო შემდეგ პროკურატურის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ დიდ სკანდალში გაახვია (თამაშების ყიდვა-გაყიდვა), რასაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სანქციები და მილანის სერია ბ-ში დაქვეითება მოჰყვა. მართალი უკვე 1982-ში მილანი დაბრუნდა სერია ა-ში მაგრამ ვერ შეძლო იქ ადგილის შენარჩუნება და კვლავ სერია ბ-ს დაუბრუნდა. ამ დროს კლუბის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა საყოველთაოდ ცნობილი ჯუზეპე ფარინა, რომელიც სულ მალე სამხრეთ აფრიკაში გაიქცა იტალიიდან და თან წაიყოლა კლუბის მთელი ფული. უკვე მიდიოდა საუბარი რომ მოსალოდნელი იყო 1911-1951 წლების პერიოდის განმეორება, რომ არ გამოჩენილიყო სილვიო ბერლუსკონი თავისი ფინასური იმპერიით, რომელმაც შეიძინა კლუბი და დღემდე მის მფლობელად ითვლება. ეს ყველაფერი 1986 წელს ხდება. ბერლუსკონის ფინანსურმა სახსრებმა მალევე დაუბრუნეს მილანს გამარჯვებულის ფსიქოლოგია. გუნდის მწვრთნელად დაინიშნა არიგო საკი, ხოლო იტალიელ ფეხბურთლებთან ერთად გუნდში ბრწინავდა ჰოლანდიური მფრინავი სამეული _ გულიტი რაიკაარდი და ვან ბასტენი. მე-11 ოქროს ტიტული მოპოვებულ იქნა იმ დროს იტალიაში უძლიერეს კლუბად მიჩნეულ ნაპოლისთან ერთი შეხედვით უაზრო საჩემპიონო რბოლაში, რომელსაც თვით დიეგო მარადონა მიუძღოდა წინ. საბოლოოდ მილანმა 1988 წლის 10 მაისს ნაპოლიში დაამარცხა ადგილობრივი კლუბი ანგარიშით 3-2. სპეციალისტების შეფასებით, იმ დროის მილანი ითვლება მსოფლიო ფეხბურთის უძლიერეს საკლუბო გუნდად ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე.
1989 წელს მილანმა უკვე მესამედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტული, რომლისკენაც გზაზე მან გამანადგურებელი ანგარიშით 5-0 სძლია რეალს, ხოლო ფინალში 4-0 დაამარცხა ბუქარესტის სტიაუა. ამ თამაშში მილანს მხარს უჭერდა დაახლოებით 100000 ტიფოზი და ეს რიცხვი დღემდე ითვლება რეკორდულად, როდესაც ერთი კლუბის გულშემატკივართა ამხელა რაოდენობა გუნდს გაჰყვა ქვეყნის გარეთ.
იმავე წელს კლუბმა მოიგო მე-2 საკონტინენტთაშორისო თასი კოლუმბიური ნასიონალის დამარცხებით ანგარიშით 1-0 და პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო ყველა ტურნირში, სადაც კი იღებდა მონაწილეობას. 1990 წლის 23 მაისი _ მე-4 ჩემპიონთა თასი, ამჯერად დამარცხებულია ბენფიკა 1-0. იმავე წლის 29 ნოემბერი _ იტალიის სუპერთასი, ფინალში დამარცხებულ იქნა გენუის სამპდორია. აღნიშნულ პერიოდში მილანი დაუმარცხებელი გუნდი იყო. იმავე წელს უკვე ევროპის სუპერთასზე იგივე სამპდორია იქნა დამარცხებული, ხოლო სეზონის გვირგვინად იქცა 9 დეკემბერი, როცა მე-3 მსოფლიოს უძლიერესი კლუბის ტიტული იქნა მოპოვებული ტოკიოში პარაგვაული ასუნსონის ოლიმპიის 3-0-ით განადგურებით.
1992-ში გუნდში ახალი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მოვიდა, რომელმაც ახალი სტილით აათამაშა გუნდი და ახალი რეკორდი დაამყარა სერია ა-ში, სადაც ლიდერობდა პირველიდან ბოლო ტურამდე და დაუმარცხებლად განვლო მთელი ჩემპიონატი. მე-12 სკუდეტოც მოპოვებულ იქნა.
იგიევე რეკორდები დაფიქსირდა მომავალ სეზონშიც და მხოლოდ 58-ე თამაშში დამარცხდა მილანი. ამავე პერიოდში კიდევ 2-ჯერ იქნა მოპოვებული იტალიის სუპერთასი იუვესთან და პარმასთან ბრძოლაში. დამყარდა ასევე რეკორდი, რომელიც 10 ზედიზედ მოგებულ თამაშს ითვლიდა ჩემპიონთა თასზე, თუმცა ეს რეკორდი ტურნირის ფინალში იქნა შეწყვეტილი მარსელის ოლიმპიკთან 1-0 წაგებით და პრინციპში ეს თამაში იყო იმ დიდებული მილანის დასასრულის დასაყისი. თუმცა ინერციით 93/94 წლების სეზონშიც მილანმა მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ხოლო გუნდის მეკარე სებასტიანო როსიმ ახალი მშრალი რეკორდი დაამყარა. მას 929 წუთის განმავლობაში არ გაუშვია გოლი. თუმცა მისთვის ამ რეკორდის დამყარება ძალიან რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან მილანის იმდროინდელი დაცვის ხაზი (ტასოტი-მალდინი-ბარეზი-კოსტაკურტა) პრაქტიკულად გაუვალი იყო ნებისმიერი თავდასხმისათვის. იმ სეზონში მორიგ სკუდეტოს დაემატა მორიგი ჩემპიონთა თასი, სადაც ფინალში გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 დამარცხებულ იქნა ბარსელონა, თუმცა ფეხბურთის ყველა სპეციალისტი და ბუკმეკერები სწორედ ბარსას უწინასწარმეტველებდნენ წარმატებას. ეს შეხვედრა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ლეგენდარულ მატჩად არის მიჩნეული.
შემდეგ სეზონში მილანმა კვალვ ითამაშა საკონტინენთაშორისო თასის ფინალში, თუმცა დამარცხდა ველეს სარსფილდთან 0-2, მაგრამ გარკვეუწილად რეაბილიტაციად შეიძლება ჩაითვალოს ევროპის სუპერთასის მოგება არსენალთან დაპირისპირებაში 0-0; 2-0. მომავალ სეზონში მილანი კვლავ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა ამჯერად ამსტერდამის აიაქსთან დამარცხდა, რასაც თან დაემატა ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის ტრამვა, რომელიც მას იურგენ კოლერმა მიაყენა და საბოლოო ჯამში განაპირობა ამ მართლაც უნიჭიერესი თავდამსხმელის ფეხბურთიდან წასვლა.
1995/96 წლების სეზონში მოპოვებულ იქნა მორიგი მე-15 სკუდეტო, თუმცა გუნდში აღარ იყვნენ მფრინავი ჰოლანდილები, სამაგიეროდ ბრწინავდნენ რობერტო ბაჯო და ჯორჯ ვეა.
სეზონის ბოლოს ფინანსური უთანხმოების გამო გუნდს ტოვებს კაპელო. კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ უარი თქვა მისთვის ხელფასის გაორმაგებაზე, რადგან თვლიდა რომ მის გუნდს საერთოდ მწვრთნელის გარეშე შეეძლო თამაში. შემდგომში ბერლუსკონი აღიარებს თავის ამ შეცდომას მაგრამ, უკვე გვიან იყო და ურუგვაელი მწვრთნელის ოსკარ ტაბარესის ხელში სრულიად მოიშალა კაპელოს მიერ შექმნილი მექანიზმი.
თუმცა შემდგომში ბერლუსკონიმ დააბრუნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე კაპელო, მაგრამ მანაც ვერ შეძლო კლუბის კრიზისიდან გამოყვანა და უკვე მილანს სათავეში ალბერტო ძაკერონი ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა მე-16 სკუდეტო მოიპოვა 1998/1999 წლების სეზონში.
მილანის უკვე ბოლო წარმატებები კარლო ანჩელოტის და თავდასხმაში შეუდარებელ უკრაინელს ანდრეი შევჩენკოს უკავშირდება, რომელთა წინამძღოლობით მილანმა 2003-2004 წლების სეზონში ჯერჯერობით უკანასკნელი მე-17 სკუდეტო მოიგო, ამას დაემატა 2002-2003 წლებში ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის მე-5 თასი, 2004 წელს იტალიის სუპერთასი და 2003 წელს ევროპის სუპერთასი.
საბოლოო ჯამში 106 წლიანი ისტორიის მანძილზე მილანს მოპვებული აქვს:
17 იტალიის ჩემპიონის ტიტული (1901-06-07-51-55-57-59-62-68-79-88-92-93-94-96-99, 2004)
5 იტალიის თასი (1967-71-73-77, 2003)
6 ჩემპიონთა თასი (1962-69-89-90-94, 2003)
2 თასების თასი (1968-73)
4 ევროპის სუპერთასი (1989-90-95, 2003)
3 საკონტინენტთაშორისო თასი (1969-89-90)
2 ლათინური თასი (1951-56)

ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო გამარჯვება: 1950/51 პალერმოსთან 9-0
ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მარცხი: 1996/97 იუვესთან 1-6
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სტუმრად: 1954/55 ჯენოასთან 8-0
ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი სტუმრად: 1935/36 ალესანდრიასთან 1-6
სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი: 35 ბურთი, გუნარ ნორდალი 1949/50
ყველაზე მეტი გატანილი ბურთი სეზონში: 118 1949/50 (20 გუნდი) 84 1958/59 (18 გუნდი)
ყველაზე ნაკლები გაშვებული ბურთი სეზონში: 12 1968/69 (16 გუნდი)
15 1993/94 (18 გუნდი)
ყველაზე ნაკლები გატანილი ბურთი სეზონში: 21 1981/82 (16 გუნდი)
36 1966/67 1993/94 (18 გუნდი)
ყველაზე მეტი გაშვებული ბურთი სეზონში: 62 1932/33 (18 გუნდი)

მილანის პრეზიდენტები:
1899-09 ალფრედ ედუარდსი
1909-28 პიეტრო პირელი
1928-30 ლუიჯი რავასკო
1930-33 მარიო ბენაცოლი
1933-35 ლუიჯი რავასკო
1935-36 პიეტრო ანონი
1936-37 დირექტორთა საბჭო (ანონი, ლორენცინი, ვალდამერი)
1937-39 ემილიო კოლომბო
1939-40 აკილე ინვერნიცი
1940-44 უმბერტო ტრაბატონი
1944-45 ანტონიო ბუსინი III
1945-54 უმბერტო ტრაბატონი
1954-63 ანდრეა რიცოლი
1963-65 ფელიჩე რივა
1966 ფედერიკო სორდილო
1966-67 ლუიჯი კარარო
1967-71 ფრანკო კარარო
1971-72 ალბინო ბუტიკი
1972-76 მარიო ბენაცოლი
1976 ბრუნო პარდი
1976-77 ვიტორიო დუინა
1977-80 ფელიჩო კოლომბო
1980-82 გაეტანო მორაცონი
1982-86 ჯუზეპე ფარინა
1986 როზარიო ლო ვერდე
1986-2004 სილვიო ბერლუსკონი
2004 _ ვაკანტურია

მილანის მწვრთნელები:

1907-11 ჯოვანი კამპერიო II
1911-12 ერნესტო ბელონი
1913-14 მწვრთნელთა ჯგუფი (სტაბილინი, ბელტრამი, პევერელი)
1914-15 მწვრთნელთა ჯგუფი (სტაბილინი, ბელტრამი, კოლომბო)
1915-16 გიდო მოდა
1919-21 გიდო მოდა
1924-26 ვიტორიო პოცო
1926 გიდო მოდა
1926-28 ჰერბერტ ბურგესი
1928-31 ენგელბერტ კიონიგი
1933-34 იოზეფ იოლაკი
1934-37 ადოლფო ბალოჩიერი
1937 უილიამ გარბუტი
1937-40 იოზეფ ბანასი
1940-41 გიდო არა
1941-43 მარიო მანოცი
1943-45 ჯუზეპე სანტაგოსტინო
1945-46 ადოლფო ბალონჩიერი
1946-49 ჯუზეპე ბიგონიო
1952-53 მარიო სპერონე
1953 გუნარ გრენი
1953-54 არიგო მორსელი
1954-56 ექტორ პურიჩელი
1956-58 ჯუზეპე ვიანი
1958-60 ლუიჯი ჩინა ბონიცონი
1960 ფელიცე არიენტი
1960-61 პაოლო ტოდესკინი
1961-63 ნერეო როკო
1963-64 ლუის ანტონიო კარნილია
1964-66 ნილს ლიდხოლმი
1966 ჯოვანი კატოზო
1966-67 არტურო სილვესტრი
1967-72 ნერეო როკო
1973-74 ნერეო როკო
1974 ჩეზარე მალდინი
1974 ჯოვანი ტრაპატონი
1974-76 გუსტავო ჯანონი
1976 ჯოვანი ტრაპატონი
1976 პაოლო ბარისონი
1976-77 ჯუზეპე მარკირო
1977 ნერეო როკო
1977-79 ნილს ლიდჰოლმი
1979 ალვარო გასპარინი
1979-81 მასიმო ჯაკომინი
1981 იტალო გალბიატი
1981-82 ლუიჯი რადიჩე
1982 იტალო გალბიატი
1982-84 ილარიო კასტანერი
1984 იტალო გალბიატი
1984-87 ნილს ლიდჰოლმი
1987 ფაბიო კაპელო
1987-91 არიგო საკი
1991-96 ფაბიო კაპელო
1996-97 ოსკარ ტაბარესი
1997 არიგო საკი
1997-98 ფაბიო კაპელო
1998-2001 ალბერტო ძაკერონი
2001 მწვრთნელთა ჯგუფი (ჩ.მალდინი, მ.ტასოტი)
2001 ფატიხ ტერიმი
2001- კარლო ანჩელოტი
 
ფორუმი » Art Forum » სპორტული გვერდი » Football Clubs
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: