GEORGIAN MODERN POETRY & ART

პარასკევი, 19.04.2024, 1:33:26 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2011 » აგვისტო » 24

ხორხე ლუის ბორხესი

"ბედნიერებას ნებისმიერ წამს უნდა მოელოდე”
ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან


  ვინმემ რომ მკითხოს, რა არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაო, იმწამსვე მამაჩემის ბიბლიოთეკას დავუსახელებ. ასე მგონია, ახლაც იქა ვარ, იმ სამყაროში, თვალდახუჭულსაც შემიძლია მისი დახატვა: ეს იდუმალი ნავსაყუდელი შემინულ კარადებიან ოთახში იყო განთავსებული და რამდენიმე ათასეულ ტომს ითვლიდა. ახლომხედველი ვარ და საგრძნობლად მიჭირს ადრინდელ ნაცნობთა სახეების გახსენება (ის კი არადა, ბაბუაჩემზე, ასევედოზე როცა ვფიქრობ, მისი სურათი მიდგება თვალწინ, და არა თვითონ), ჩემბერსისა და ბრიტანულ ენციკლოპედიათა გრავიურების უმრავლესობას კი ქვეყნად ვერაფერი დამავიწყებს.
"ჰეკლბერი ფინი” იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. მას "კალიფორნიის დაუვიწყარი დღეები” მოჰყვა, შემდეგ - კაპიტან მარიეტის თხზულებანი, უელსის "პირველი ადამიანები მთვარეზე”, დიკენსის, პოს და ლუის კეროლის ნაწარმოებები, ლონგფელოს ერთტომეული, "განძთა კუნძული”, "დონ კ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 981 | დაამატა: KAXA | თარიღი: 24.08.2011 | კომენტარი (0)