GEORGIAN MODERN POETRY & ART

პარასკევი, 11.10.2024, 11:09:34 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2010 » ივლისი » 15 » მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 16 ივლისი გამოაცხადა სიყვარულის დღედ
3:56:25 PM
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 16 ივლისი გამოაცხადა სიყვარულის დღედ

 

მართლმადიდებლური ეკლესია ვალენტინობას არ ცნობს. სულ რამდენიმე წელიწადია, ჩვენმა ეკლესიამ 16 ივლისი გამოაცხადა სიყვარულის დღედ.

 

16 ივლისს გერგეთის სამების ტაძრისკენ უამრავი წყვილი მიემართება. მისი ისტორია 1980 წლის 16 ივლისიდან იწყება, როცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იქ აღავლინა წირვა და ეს თარიღი დაადგინა ტაძრის დღესასწაულად. საყოველთაო სიყვარულის გამოცხადება მაინცდამაინც გერგეთის სამებაში იმიტომ დაწესდა, რომ ეს მიუვალი ადგილი ოდითგანვე უწმინდესად ითვლებოდა. საფრთხის დროს აქ მთელი საქართველოდან გადანახული უძვირფასესი განძი და სიწმინდე ინახებოდა.

 

ეკლესია ხშირად იხსენებს ერთ შემთხვევას: აღსასრულის წინ, როცა მოწაფეებს იოანე მოციქული საქადაგებლად გაჰყავდათ, მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა,- გიყვარდეთ ერთმანეთი. რატომღაც ამ წმინდა ადამიანს სხვა სიტყვების წარმოთქმა ზედმეტად მიაჩნდა. როცა მოწაფეებმა კითხვით მიმართეს, რატომ იმეორებდა ამ ფრაზას, მიუგო, სიყვარულია ყველაფრის საფუძველიო.  



ნანახია: 2594 | დაამატა: KAXA
სულ კომენტარები: 1
1 Nini  
1
ვაა..კახა,შენს დაბადებისდღეზე ყოფილა დამთხვეული-სიყვარულის დღე..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]