სამკურნალო კოსმეტიკა - ფორუმი

GEORGIAN MODERN POETRY & ART

შაბათი, 10.12.2016, 7:58:51 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | სამკურნალო კოსმეტიკა - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » Art Forum » მედიცინა » სამკურნალო კოსმეტიკა
სამკურნალო კოსმეტიკა
KAXAთარიღი: კვირა, 11.07.2010, 5:09:37 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
კანის პიგმენტაციის ანომალიები
კანის შეფერილობის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზმა - პიგმენტ მელანინის გაძლიერებულმა გამომუშავებამ, ჰემოსიდერინის დაგროვებამ, პიგმენტის შემცველობის შემცირებამ ან არარსებობამ.

პ ი გ მ ე ნ ტ უ რ ი ლ ა ქ ე ბ ი (ჰიპერპიგმენტაცია) შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარეგანი ფაქტორით (მაგალითად, მზის სხივებით, დამწვრობით, მოყინვით), ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ქრონიკული ინფექციით. ლაქები შეიძლება იყოს ფართოდ გავრცელებული (მაგალითად ადისონის დაავადების შემთხვევაში) ან რეგიონული (ადგილობრივი), რაც მზის სხივების მოქმედების, სითბურის ხმარების შედეგია.

ქ ლ ო ა ზ მ ა პიგმენტაციის მოშლის ერთ-ერთი სახეობაა. ეს არასწორი მოყვანილობის მოყვითალო-მოყავისფრო ლაქებია,რომლებიც ჩვეულებრივად სიმეტრიულად არიან განლაგებულნი შუბლის, ცხვირის, კისრის, ლოყების კანზე. ქლოაზმის გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ორსულობასთან, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლასთან, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან და სხვ. ორსულობის დროს წარმოქმნილი ქლოაზმა ჩვეულებრივ მშობიარობის შემდეგ გაივლის მკურნალობის გარეშე.

ჭ ო რ ფ ლ ი სხვადასხვა ელფერის მოყვითალო-მოყავისფრო მცირე პიგმენტური ლაქებია. ჩვეულებრივ ისინი განლაგებულია სახეზე, ხელის მტევნის ზურგით ზედაპირზე, უფრო იშვიათად ზურგზე, მკერდზე. ზოგჯერ, განსაკუთრებით კი გაზაფხულ-ზაფხულში, ჭორფლი ძალიან მატულობს, ზამთარში კი ნაკლებ შესამჩნევია. ჭორფლის მოსაცილებლად რადიკალური საშუალება არ არსებობს. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკას. თბილი დღეების დადგომისთანავე (თებერვლიდან) ქუჩაში გასვლის წინ საჭიროა სახეზე დამცველი კრემის წასმა და ექიმ-დერმატოლოგის მიერ რეკომენდებული სპეციალური პუდრის ოდნავ მოფრქვევა. ჭორფლის მოცილება შეიძლება სპეციალლურ კოსმეტიკურ კაბინეტებში. შინაურ პირობებში ჭორფლის გადაუფერულებლად შეიძლება კანის დაზელა ლიმონით, მაწვნით, ახალი კიტრის წვენით, წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარით.

საკვებში A ვიტამინის უკმარისობოსას ზოგს იდაყვებზე შეიძლება განუვითარდეს მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები, რომელთა ზედაპირი მშრალია და იქერცლება. კანის შეფერილობის შეცვლა მოსალოდნელია ფენოლთან მუშაობის, დარიშხანის შემცველი სამკურნალო პრეპატარების ხმარებისას

 
KAXAთარიღი: კვირა, 11.07.2010, 5:10:52 AM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
კანი

კანი გარემოს სხვადასხვა ზემოქმედებიდან ორგანიზმის დამცველი გარეგანი საფარველია. იგი სხვა დანიშნულებასაც ასრულებს - გარეთა გამაღიზიანებლის აღქმას, სითბოს დაზოგვას, სითბოს გაცემის ფუნქციებს და სხვ. კანი მჭიდროდ არის დაკავშირებული მთელი ორგანიზმის ცხოველქმედებასთან და არც თუ იშვიათად მისი ცვლილება შინაგანი დაავადებების (ინფექციური დაავადებების დროს სხვადასხვა გამონაყარი და ა.შ.), ნივთიერებათა ცვლის მოშლის მანიშნებელია. მეორე მხრივ, კანის დაავადებამ შეიძლება ავადმყოფის საერთო მდგომარეობაზეც იმოქმედოს. კანის მნიშვნელოვანი თვისებებია მისი გამძლეობა და ელასტიკურობა, რომელიც იცვლება ასაკთან ერთად. აუცილებელია კანის თვისებებისა და ფუნქციების გათვალისწინება სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების ხმარების შემთხვევაში.

ჯანმრთელი კანი შეიცავს 70%-მდე წყალს, ამიტომ იგი ელატიურია. ცხიმის ჯირკვლებიდან გამოყოფილი ცხიმი კი განსაზღვრავს მის ცხიმიანობას. ასაკის მატებასთან ერთად ეს ორივე ნივთიერება კლებულობს კანში. ამას ემატება სხვადასხვა შინაგანი ორგანოების დაავადებები, სისხლითა და საკვები ნივთიერებებით კანის ცუდი მომარაგება. ეს ყველაფერი იწვევს კანის დაბერებას. ექიმები კანს ჯანმრთელობის სარკედ თვლიან.
სახის კანს რომ სწორად მოუაროს ადამიანმა, პირველ რიგში უნდა დაადგინოს როგორი ტიპის სახის კანი აქვს.

Uploaded with ImageShack.us

 
KAXAთარიღი: კვირა, 11.07.2010, 5:13:22 AM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
სახის კანის ტიპის დადგენა შესაძლებელია კოსმეტიკურ დაწესებულებებში, მაგრამ შეიძლება საოჯახო პირობებშიც დავადგინოთ. სახის კანის ტიპებია: ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური და შერეული.

სახის კანის შემოწმება ასე ხდება: გაისუფთავეთ სახე ოთახის ტემპერატურის წყლითა და საპნით. მოგშორდებათ მტვერი, ოფლი და კანის ცხიმი. დაბანიდან 1-2 საათის შემდეგ სახეზე კვლავ წარმოიქმენება ცხიმის ფენა. აიღეთ თხელი ქაღალდი (ხელსაწმენდი გამოდგება) და დაიფინეთ სახეზე ისე, რომ იგი სახის ყველა უბანს ეხებოდეს. თუ ქაღალდზე გაჩნდება ცხიმის ლაქები, ე.ი. სახე ცხიმიანია, თუ ოდნავ, თანაბრად შეიმჩნევა ცხიმის კვალი, სახე ნორმალურად ითვლება. მშრალი ტიპის კანი ქაღალდზე არავითარ ლაქას არ ტოვებს. თუ ცხიმის ლაქა მხოლოდ ზოგიერთ ადგილზე გაჩნდა, კანი შერეული ტიპისაა.

ზოგჯერ მშრალი კანის ტიპი ერევათ ნორმალურში. რომ არ შეგვეშალოს, უნდა ვიცოდეთ, რომ დაბანის შემდეგ მშრალი კანი დაჭიმულია და უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს.

კანის მდგომარეობა და ცხიმიანობა იცვლება ასაკთან, კლიმატურ პირობებთან, წლის დროსთან, შრომასთან, ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამიტომ თუ შეიცვალა რომელიმე ფაქტორი, საჭიროა სახის კანის ხელახლა შემოწმება.

ცხიმიანი კანი

ცხიმიანი კანი სქელი, მკვრივი, ხშირად ფერმკრთალია. ზედაპირზე კარგად ჩანს ფორები. კანის ცხიმი გამომუშავდება ცხიმის ჯირკვლებში, ერევა ოფლს და წარმოქმნის კანის ზედაპირზე დამცველ შრეს, რომელიც კანს იცავს გამოშრობისა და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ცხიმიანი კანი ნელა ბერდება და გვიან ჩნდება ნაოჭები, მაგრამ მტვერი, რომელიც ფორებში ხვდება, ერევა კანის ცხიმსა და წარმოიქმნება "შავი წერტილები" - კომედონები. კანის მოუვლელობამ შეიძლება დააუშნოოს სახე ფერიმჭამელებით, ფურუნკულებითა და კანის სხვადასხვა დაავადებებით.

შერეული ტიპის სახის კანი

განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შერეული ტიპის სახის კანი. ცხიმიანი უბნებია - შუბლი, ცხვირი და ნიკაპი. ასეთი სახის კანის მოვლას ჭირდება განსაკუთრებული ცოდნა და ყურადღება. მისი ცალკეული უბანი საჭიროებს განსხვავებულ მოვლას.

მშრალი კანი

მშრალი კანი თხელი და ნაზია. ის სწრაფად ბერდება, ნაოჭები ადრეულ ასაკშივე ჩნდება. ასეთი კანი მგრძნობიარეა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. კანის სიმშრალეს იწვევს ცხიმის ჯირკვლების ცუდი მუშაობა და კანის ზედაპირიდან სითხის გაძლიერებული აორთქლება, რაც გამოწვეულია არასწორი კვებით. თუ ამას ემატება არასწორი მოვლაც, კანი უსიამოვნო შესახედავი ხდება. კარგავს ელასტიურობას, მოდუნებული, აქერცლილი, დანაოჭებული და გაღიზიანებულია.

ხილის მოქმედება სახის კანზე

ვისაც სურს სახის სასურველი ფერი ჰქონდეს, შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ხილი, დაჭრას ნაჭრებად და 15-20 წუთით დაიდოს სახეზე. სხვადასხვა ხილი სხვადასხვაგვარად მოქმედებს სახეზე.
- გარგარი ამშვიდებს.
- ბანანი ასწორებს კანს და არბილებს.
- მოცვი ავიწროებს ფორებსა და კვებავს.
- ატამი ასწორებს კანს და არბილებს, აძლევს სასიამოვნო ფერს.
- ატამი და ჟოლო ატენიანებს და კვებავს.
- ლიმონი ათეთრებს და ფორებს ავიწროებს.
- მოცხარი ავიწროებს ფორებს და კვებავს.
- ქაცვი ახორცებს ჭრილობას, კვებავს და არბილებს.

ცხიმიანი კანის მოვლა

გამწმენდი საშუალებები

ლ ი მ ო ნ ი
* ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით.
* სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).

გ ვ ი რ ი ლ ა
1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში 2-ჯერ.

მ ა რ ი ლ ი ა ნ ი პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი
თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.

ა ლ ო ე
ცხიმიან, ფორებიან, ფერიმჭამელებიან კანს იწმენდენ ალოეს კონსერვირებული წვენით. კონსერვაციისთვის 4 ნაწილ ალოეს წვენს უმატებენ 1 ნაწილ სპირტს და ინახავენ გრილ, ბნელ ადგილას.

ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი
* ერთ ცალ ფორთოხალს ხეხავენ უმატებენ 1/2 ჩაის ჭიქა არაყს, აჩერებენ 5-7 დღით ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ გლიცერინს.
ამ ლოსიონით ცხიმიან კანს ყოველ საღამოს იწმენდენ. ავიწროვებს ფორებსაც.
* მინერალურ წყალს (1 ჩაის ჭიქა) უმატებენ 1 ს.კ. გრეიფრუტის წვენს და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს.

ნიღბები ცხიმიანი კანისათვის

ს ტ ა ფ ი ლ ო
1 ცალ მოზრდილ, წვნიან სტაფილოს ხეხავენ. უმატებენ ცოტა ბავშვის პუდრას და მიღებულ მასას იდებენ სახეზე. უხდება ცხიმიან, ფერიმჭამელებიან, მოდუნებულ, ფერმკრთალ კანს.

პ ა მ ი დ ო რ ი
პამიდორს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ სახეზე. რეკომენდებულია ცხიმიანი, დიდფორებიანი კანისათვის.

კ ო მ ბ ო ს ტ ო
კომბოსტოს ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, ამ ფაფას ურევენ ათქვეფილ კვერცხის ცილასა და იდებენ სახეზე 25-30 წუთით.

ბ ა ვ შ ვ ი ს პ უ დ რ ა
1 სუფრის კოვზ ბავშვის პუდრას ხსნიან 3%-იან პერეკისში და ისმევენ სახის კანის ცხიმიან უბნებზე. არ შეიძლება თვალებთან ახლოს!

მ ა რ წ ყ ვ ი დ ა კ ვ ე რ ც ხ ი
1 კვერცხის ცილას თქვეფენ და უმატებენ 2 ს.კ. მარწყვს (დაჭყლეტილს) თანაფარდობით 1:1 და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც იჩერებენ 15-20 წთ. შემდეგ იბანენ თბილი წყლით.

თ ი ხ ა დ ა პ უ დ რ ა
იღებენ თანაბარი რაოდენობით (5-10 გრ) თეთრ თიხას და პუდრას, უმატებენ 1-2 ს.კ. ახალ რძეს. მიღებულ ნიღაბს იკეთებენ სახეზე 20 წუთით. ნიღაბი უკეთესად მოაშორებს სახეს ცხიმს, თუ რძის მაგივრად შემდეგ ხსნარს გამოვიყენებთ: 5 გ გლიცერინი, 15 მლ სპირტი და 4 მლ წყალი. ეს ნიღაბი შველის დიდ ფორებიან, ცხიმიან კანს.

ქ ა ტ ო
ცხიმიან კანს უხდება ქატოს (ხორბლის ფქვილის ანაცერი) ნიღაბი. ამისათვის ქატოს ურევენ რძეში და იდებენ სახეზე. ნიღაბი რომ გახმება, სახეს იბანენ თბილი წყლით.

საფენები ცხიმიანი სახის კანისათვის

ს ვ ი ა
იღებენ 2 სუფრის კოვზ სვიის გირჩებს, ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 2 სთ. წურავენ და ამ ნაყენში ასველებენ ხაოიან პირსახოცს. იდებენ სახეზე 10-15 წთ. შეიძლება თბილი და ცივი საფენების მონაცვლეობა. (საფენის გაკეთებამდე საჭიროა კანის გაწმენდა ტუალეტის წყლით).

გ ვ ი რ ი ლ ა
კარგ ეფექტს იძლევა გვირილის ნაყენის საფენები ცხიმიან, ფერიმჭამელებიან კანზე. იღებენ 1 ს.კ. გვირილის ყვავილებს, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 10-15 წთ. წურავენ, ასველებენ რამდენიმე ფენა მარლასა და იდებენ სახეზე. ზომიერად თბილ საფენს (10-15 წთ). უკეთესი იქნება თუ საფენი ხელახლა დასველდება თბილ ნაყენში ყოველ 5 წუთში ერთხელ ზედიზედ 6-ჯერ 2 კვირის განმავლობაში. პროცედურები ტარდება ყოველდღე, შემდეგ კი დღეგამოშვებით. საჭიროა სულ 25 პროცედურა.

მ ა რ ი ლ ი
1 ლ წყალში ხსნიან 1 ჩაის კოვზ მარილს, ასველებენ საფენს და იდებენ სახეზე 10-15 წუთით.
პუდრა ცხიმიანი კანისათვის
ფქვავენ კიტრის თესლს, ურევენ ბრინჯის ფქვილსა და იყენებენ სახეზე პუდრის სახით.

კ ი ტ რ ი
2 კიტრს ხეხავენ, უმატებენ 100 მლ არაყს. ურევენ და აჩერებენ მინის ჭურჭელში 7 დღის განმავლობაში. წურავენ. ასველებენ მარლას და იფენენ სახეზე 15 წუთით.
ეს საშუალება ავიწროვებს ფორებს და აშორებს სახეს ცხიმს.

მშრალი კანის მოვლა

გამწმენდი საშუალებები

ბ ა ლ ა ხ ე ბ ი ს ნ ა ყ ე ნ ე ბ ი დ ა ნ ა ხ ა რ შ ე ბ ი
მშრალი კანის დასაბანად საპნის გარეშე, რეკომენდებულია შემდეგ მცენარეთა ნაყენები და ნახარშები: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები.
2 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 10-20 წთ. ან ხარშავენ 5 წუთით. იწმენდენ სახეს დღეში 2-3-ჯერ.

მ შ რ ა ლ ი ს ა ხ ი ს კ ა ნ ი ს გ ა მ წ მ ე ნ დ ი ე მ უ ლ ს ი ა
იღებენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენს, 1/2 ჭიქა ახალ არაჟანსა და 1 ს.კ. არაყს.
ყველაფერს ურევენ კარგად, წურავენ, ასხამენ მინის ჭურჭელში და ინახავენ ცივ ადგილას. იწმენდენ სახეს ყოველდღე.

მ ჟ ა ვ ე წ ყ ა ლ ი
მშრალი სახის კანის საპნით დაბანის შემდეგ, კარგია მჟავე წყლის გადავლება (1 ჩ.კ. ვაშლის ძმარს ან ლიმონის წვენს ხსნიან 0,5 ჭ წყალში).
სასურველია საპონი შეიცვალოს საპარსი ქაფით.

ტ უ ა ლ ე ტ ი ს წ ყ ა ლ ი
* 2 ს.კ. ხორბლის მარცვალს ასხამენ 1 ჭიქა ძმარს ან თეთრ ღვინოს. აჩერებენ 3-5 დღე. წურავენ და ნაყენს უმატებენ 1 კვერცხის გულს. ამ სითხით ყოველ საღამოს იწმენდენ მშრალ სახის კანს.
* ფორთოხლის კანს ასხამენ მდუღარეს, აჩერებენ გაციებამდე, შემდეგ წურავენ. მიღებული ტუალეტის წყლით იწმენდენ სახეს დილა-საღამოს.
* 1 ს.კ. მარწყვის ფაფას უმატებენ 1 ჭ ცივ მდუღარე წყალს, წურავენ რამდენიმე ფენა მარლაში, უმატებენ 1/2 ჩაის კოვზ გლიცერინს. ასუფთავებს და კვებავს მშრალ კანს.

მ რ ა ვ ა ლ ძ ა რ ღ ვ ა
მშრალი კანის გასაწმენდად იყენებენ წყალში შერეულ მრავალძარღვას ცოცხალ წვენს. შეფარდებით 1:3.

გ ვ ი რ ი ლ ა
მშრალ, გაღიზიანებულ, ჩირქოვან გამონაყრიან, ფერიმჭამელებიან კანს უხდება გვირილის ნაყენით გაწმენდა. ამისათვის 1 ს.კ. გვირილის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 30 წთ. წურავენ.

ნიღბები მშრალი კანისათვის

კ ო მ ბ ო ს ტ ო
კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლს არბილებენ მდუღარე წყალში. იღებენ წყლიდან, უსვამენ ზეთს (უმჯობესია ზეითუნის) და იფენენ სახეზე. 20 წუთის შემდეგ იშორებენ კომბოსტოს ფოთლებს და იბანენ გვირილის თბილი ნახარშით.

მ კ ვ ე ბ ა ვ ი ნ ი ღ ა ბ ი
1 ცალ კვერცხის გულს, 1 ს.კ. არაჟანს, 1 ჩ.კ. მცენარეულ ზეთს ურევენ ერთმანეთში, უმატებენ 1 ს.კ. ანადუღარ წყალს და ისვამენ სახეზე.

რ ძ ე - თ ა ფ ლ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
თაფლს ურევენ თანაბარი რაოდენობით რძეში და ისვამენ მშრალ, მოდუნებულ, მოყვითალო სახის კანზე. არბილებს და ათეთრებს კანს.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
მოხარშულ კარტოფილს ჭყლეტავენ, უმატებენ არაჟანსა და სახეზე თბილს ისვამენ 15-20 წუთით.

ნიღაბი ძალიან მშრალი კანისათვის
1 ცალ ლიმონს კანიანად ხეხავენ, უმატებენ 100 მლ სპირტს, ურევენ კარგად და წურავენ, უმატებენ 1 ჭიქა არაჟანს, 1 კვერცხის ცილას (ათქვეფილს) და 1 ჩ.კ. გლიცერინს. ისვამენ სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ იშორებენ ბამბის ტამპონით.

შ ვ რ ი ი ს ფ ა ნ ტ ე ლ ე ბ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
2-3 ს.კ. შვრიის ფანტელებს ასხამენ ცხელ რძეს და ისვამენ სახეზე. 20 წუთის შემდეგ იბანენ სახეს.

ნორმალური სახის კანის მოვლა

გამწმენდი საშუალებები

ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს წ ვ ე ნ ი
წურავენ ფორთოხლის წვენს, ასველებენ ბამბის ტამპონს და იწმენდენ სახეს, ყელსა და მკერდს. 1-2 საათის შემდეგ იბანენ ცივი წყლით.

მ ა ნ დ ა რ ი ნ ი
მანდარინის ქერქს ასხამენ ცივ, ანადუღარ წყალს, აჩერებენ 1 დღე-ღამე, შემდეგ წურავენ. მიღებულ ციტრუსის წყალს იყენებენ დილა-საღამოს სახის გასაწმენდად. ეს საშუალება აცოცხლებს, აახალგაზრდავებს სახის კანს.

კ ი ტ რ ი ს ლ ო ს ი ო ნ ი
ახალ კიტრს ხეხავენ, ასხამენ თანაბარი რაოდენობის არაყს, აჩერებენ 2 კვირა და წურავენ. გამოყენების წინ აზავებენ თანაბარი რაოდენობის ანადუღარი წყლით. 100 მლ მიღებულ ლოსიონს უმატებენ 1 ჩ.კ. გლიცერინს და იწმენდენ სახეს.

ვ ა რ დ ი ს ლ ო ს ი ო ნ ი
ნახევარ ჭიქა ვარდის მშრალ ფურცლებს ასხამენ მდუღარე წყალს ჭიქის შევსებამდე, ახურებენ და აჩერებენ 1 დღე-ღამე. წურავენ და ამატებენ 200 მლ ნაყენზე 1 ს.კ. გლიცერინს. იწმენდენ სახეს დაბანის მაგივრად დილა-საღამოს.

ს ა ლ ბ ი
კარგად ასუფთავებს სახეს სალბის ფოთლების ნაყენი: 2 ს.კ. ფოთოლს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აციებენ და წურავენ. იწმენდენ სახეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება ჭუჭყის მოშორება. არბილებს და ასუფთავებს კანს, ხსნის გაღიზიანებას.

ნიღბები ნორმალური სახის კანისათვის

ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
ფორთოხალს ჭრიან ბრტყელ ნაჭრებად და იდებენ სახეზე. ეს ნიღაბი აცოცხლებს კანს და კვებავს ვიტამინებით.

მ კ ვ ე ბ ა ვ ი ნ ი ღ ა ბი
კარგად თქვეფენ კვერცხის გულს, უმატებენ თითო ჩ.კ. ყურძნის წვენს, მცენარეულ ზეთსა და არაჟანს. შესასქელებლად უმატებენ ქერის ფქვილს. ნიღაბს ისვამენ 15-20 წუთით წინასწარ გაწმენდილ სახეზე. იბანენ ჩაის სუსტი ნაყენით. კვირაში იკეთებენ 2-3 ნიღაბს. კურსი 12-15 ნიღაბია.

მ ა რ წ ყ ვ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
კანს კარგად კვებავს და ახალისებს მარწყვის ნიღაბი. 3 ცალ მარწყვს წყლეტენ, ურევენ 1 ჩაის კოვზ თაფლს. ამ მასას ისვამენ სახეზე 15-20 წუთით. იბანენ თბილი წყლით.

პ ა რ ი ზ უ ლ ი ნ ი ღ ა ბ ი
კომბოსტოს მწნილის სქელ ფენას იდებენ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე 15-20 წთ. იბანენ ცივი წყლით. ეს საშუალება ახალისებს, ასუფთავებს და კვებავს კანს, ავიწროვებს ფორებს. ახავერდოვნებს, არბილებს და ელასტიურს ხდის კანს. რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
კარტოფილს ხარშავენ კანიანად, ჭყლეტენ, უმატებენ კვერცხის გულს და თბილი სახით იდებენ სახეზე 20-30 წთ, ზემოდან კი პირსახოცს იფარებენ.

ლ ი მ ო ნ ი დ ა თ ა ფ ლ ი
1 ცალ ლიმონის წვენს ურევენ 100 გ თაფლში. შესასქელებლად შეიძლება კარტოფილის ფქვილის დამატება. ისვამენ სახეზე და იჩერებენ 10-15 წთ. იბანენ ცივი წყლით.

ვ ა რ დ ი ს ზ ე თ ი
ემალის ჭურჭელში ათავსებენ სურნელოვანი ვარდის მშრალ ფურცლებს, ასხამენ მცენარეულ ზეთსა და ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 2 საათით. წურავენ. ასუფთავებს, ახალისებს და ელასტიურს ხდის კანს.

ბ რ ი ნ ჯ ი ს პ უ დ რ ა
ბრინჯის პუდრა საუკეთესო საშუალებაა კანის ტონიზირებისათვის. უმჯობესია ოჯახში დაამზადოთ, რადგან ნაყიდი შეიცავს სხვადასხვა დანამატს.

იღებენ ბრინჯს, რეცხავენ, ათავსებენ წყლიან თასში, აჩერებენ 5-6 დღე, სანამ მარცვლები კარგად გაჯირჯვლდება. ამ ხნის განმავლობაში წყალს უცვლიან ყოველ დღე. კარგად დამბალ ბრინჯს ათავსებენ ფაიფურის როდინში და სრესენ. მიღებულ ფაფას ათავსებენ მინის ქილაში, ასხამენ წყალს, კარგად ურევენ, აჩერებენ 5 წთ. წყალს გადაასხამენ, ნალექს გასრესენ როდინში და ასხამენ წყალს (ქილაში). ამ პროცედურას იმეორებენ რამდენჯერმე. ბოლოს მიიღება ბრინჯის პუდრის ნალექი, რომელსაც აშრობენ პირსახოცზე და იყენებენ როგორც ჩვეულებრივ პუდრას. შეიძლება სურნელოვანი ზეთის დამატება.

ბრინჯის პუდრა კანს ანაზებს, ხდის ხავერდოვანსა და ათეთრებს.

 
KAXAთარიღი: კვირა, 11.07.2010, 5:15:23 AM | შეტყობინება # 4
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
სახის კანის ფერი და მისი გაუმჯობესება

ხშირად თვლიან, რომ სახის კანის ფერის გალამაზება შეიძლება გარეგანი საშუალებებით. სინამდვილეში კი კოსმეტიკა ვერ ეხმარება ადამიანს ამ საქმეში, რადგან კანის ფერი ძირითადად დამოკიდებულია მის ჯანმრთელობაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობასაც.

ვისაც სურს სახის კანის ლამაზი ფერი ჰქონდეს, პირველ რიგში უნდა მოიწესრიგოს კვების რეჟიმი. კანზე უარყოფითი გავლენა აქვს ძნელად მოსანელებელ საკვებს, როგორიცაა: ხორცი, საკმაზები, აგრეთვე შოკოლადი, ჩაი, ყავა, ალკოჰოლური სასმელები და სხვა. კვება ძირითადად მცენარეული უნდა იყოს. დიდი ყურადღება ექცევა კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

სახის კანისა და სისუფთავისათვის კარგია რძის მიღება. ზედმეტი ძილი ცუდად მოქმედებს კანის ფერზე.
სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად იყენებენ მცენარეებისაგან დამზადებულ ვიტამინიზირებულ სასმელებს. ამისათვის კარგია სხვადასხვა ნაკრები.

1. ასკილისა და ცირცელის თანაბარი რაოდენობა.

2. 1 ნაწ. ცირცელის ნაყოფი, 2 ნაწ. ჭინჭრის ფოთოლი.

3. 1 ნაწ. შავი მოცხარი, 1 ნაწ. ასკილის ნაყოფი, 3 ნაწ. ჭინჭრის ფოთოლი, 3 ნაწ. სტაფილოს თესლი.

4. მაყვლის, მარწყვისა და ჟოლოს ფოთლები, ბეგქონდარა, კრაზანა და ცაცხვის ყვავილი.

ნაკრებში შემავალ კომპონენტებს ურევენ ერთმანეთში (ნაყოფს და თესლს ყავის საფქვავში ფქვავენ). ინახავენ მინის ქილაში. მშრალ ადგილას.

ნაკრებებისაგან ამზადებენ ნაყენს ან ნახარშს და ღებულობენ ჩაის სახით.

 
KAXAთარიღი: კვირა, 11.07.2010, 5:26:12 AM | შეტყობინება # 5
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
თმა

Uploaded with ImageShack.us

ჯანმრთელი, მოვლილი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს. თმის სწორად მოვლისათვის საჭიროა მის შესახებ გარკვეული ცოდნა.

თმის ყოველი ღერი გამსხვილებული ძირით ზის ცილინდრულ ჩარღმავებაში - ფოლიკულში. როგორც მცენარე იზრდება მიწაში, ისე იზრდება თმა თავის კანში. თავზე თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 3-4 წელი, წარბები და წამწამები კი ცოცხლობენ 150 დღეს.

ადამიანს თავზე აქვს 50 000 - 140 000 ღერი თმა. გაცვენილი თმის ადგილზე რამდენიმე თვის შესვენების შემდეგ ახალი თმა ამოდის. ერთ დღეში თმა თავზე იზრდება 0,2 - 0,4 მმ-ით. თმას შეუძლია გაიზარდოს 1,5 მ-მდე.
სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებანი ახორციელებენ კავშირს თმასა და ორგანიზმს შორის.

თავის კანის ნორმალური მდგომარეობის დარღვევა (ზედმეტი სიმშრალე თუ ჭარბი ცხიმიანობა, თმის უეცარი დაცვენა, ქერტლი და სხვა) ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ცვლილებებზე მიუთითებს.

გახსოვდეთ, თავის კანი და თმა იკვებება იმავე საკვებით, რითაც ტვინი, გული და სხეულის თითოეული უჯრედი, თუმცა ზოგიერთი საკვები კი არ კვებავს ორგანიზმს, არამედ წამლავს სისხლს.

თავის კანისა და თმის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა: (უსიცოცხლო, მოხარშულმა საკვებმა, მავნე ჩვევებმა, სისხლის მიმოქცევის მოშლამ, ნერვულმა დაძაბულობამ და სხვა. თმაზე დიდი გავლენა აქვს გარეგან ფაქტორებსაც, როგორიცაა: თმის უხეში ვარცხნა, გადახურება, სიცივე, ქიმიური შამპუნებისა და საღებავების გამოყენება.

როგორ დავივარცხნოთ თმა

თმის სწორ ვარცხნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხები უნდა გავდგათ ოდნავ განზე და წინ ისე დავიხაროთ, რომ თავი გულის დონეზე დაბლა მოექცეს. ასეთ მდგომარეობაში სისხლის ნაკადი თავისუფლად მიედინება თავის კანისაკენ. წმენდს და კვებავს თმის "ნიადაგს". თმა უნდა დავივარცხნოთ ძირებიდან ბოლოებისაკენ (გარდა ცხიმიანი თმისა). ამ დროს იწმინდება თავის კანი ჭუჭყისაგან, მკვდარი თმისა და ქერტლისაგან. გრძელ თმას თანდათანობით, ნაწილ-ნაწილ უნდა ვარცხნა. უმჯობესია სავარცხელს ჰქონდეს ბლაგვი კბილანები.
თმის ვარცხნის დროს აჯობებს ვისარგებლოთ ორგვარი სავარცხლით. თავიდან მაგარი სავარცხელი გამოვიყენოთ თავის კანის სტიმულირებისა და ქერტლისაგან გასათავისუფლებლად, შემდეგ რბილით, რომელიც ათანაბრებს თმასა და ბზინვარებას აძლევს მას.

თავის კანის მასაჟი

იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა, თავის კანის მასაჟი დილა-საღამოს ისეთივე აუცილებელ წესად უნდა ვაქციოთ, როგორც კბილების გახეხვა. მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში. სისხლი კი თავის მხრივ კვებავს ქსოვილებს და ზემოქმედებას ახდენს თმის ზრდაზე. როგორც კი იფიტება "თმის ნიადაგი", იწყება გამელოტება.

თმის ნორმალური ზრდისათვის საჭიროა სისხლის მიმოქცევის გააქტიურება თავის კანში, ამისათვის საჭიროა თითებით მსუბუქი დარტყმები და თმის ფრთხილად მოქაჩვა განსაკუთრებით თხემისა და საფეთქლის მიდამოებში, სადაც კანი მჭიდროდ ეკვრის თავის ქალას.

არსებობს ამგვარი მასაჟიც: ორივე ხელის თითებს ათავსებენ თმის ძირებში და ამოძრავებენ კანს წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ. ამგვარ მასაჟს აკეთებენ თავის ქალას ყველა უბანში.

თუ თმის ცვენა არ არის გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებით, მაშინ მასაჟი ყოველთვის შედეგიანია.

თმის ჰიგიენა

ჭუჭყის გარდა თმას აბინძურებს ოფლი და ცხიმი. დაბანა არასოდეს არ ვნებს თმას.
თმასთან ერთად აუცილებელია თავის კანის გულმოდგინედ დაბანაც, რადგან თმა ამოდის კანზე მოთავსებული უწვრილესი ფორებიდან, რომლებიც ადვილად ივსება ჭუჭყითა და ქერტლით. თავის დაბანის წინ აუცილებელია მასაჟი და თმის დავარცხნა. თუ თმა ძალიან ცხიმიანია, დაბანამდე 1 საათით ადრე თავის კანზე ისვამენ ვაშლის ძმარში დასველებულ ბამბის ტამპონს.

თმის გაშრობა კი უმჯობესია ჰაერზე, მზეზე. არ არის სასურველი ელექტრო საშრობების ხშირი გამოყენება. იგი თმას მტვრევადს ხდის.

ცხიმიანი თმის მოვლა ბუნებრივი საშუალებებით

თმაზე ზედმეტი ცხიმი გამოწვეულია თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით. რაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების, ჰორმონალურმა დარღვევამ, არასწორმა კვებამ და სხვა. ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან უფრო გაძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა.
თმის ცხიმიანობის მოსაშორებლად ხალხური მედიცინა მრავალ საშუალებას გვთავაზობს:
1. 1 კვერცხის გულში ურევენ 1 ჩაის კოვზ სპირტსა და 1 ჩაის კოვზ წყალს. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში იზელენ ამ სითხეს და იჩერებენ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანენ. კვერცხის გული შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას.
2. 1-2 კვერცხის ცილას კარგად თქვეფენ მკვრივი ქაფის წარმოქმნამდე. იზელენ თავის კანში და ტოვებენ გახმობამდე. შემდეგ იბანენ თავს ჩვეულებრივად.
3. 3 სუფრის კოვზ მუხის ქერქს ადუღებენ 1 ლ წყალში 15 წუთით. უმატებენ ჭინჭრის ნაყენს და დაბანის შემდეგ ივლებენ თავზე, თან იზელენ თმის ძირებში.
4. ლიმონის წვენით იწმენდენ თავის ცხიმიან კანს. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს, ამშვიდებს ქავილს.
5. 2 ს.კ. ლიმონის წვენს ურევენ 1/2 ჭიქა არაყს და დღეგამოშვებით იწმენდენ ცხიმიან თმას.
6. ცხიმიან თმაში იზელენ ალოეს წვენს 2-3 საათით ადრე დაბანამდე.
7. დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში იზელენ დაფნის ფოთლების ნაყენს. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის გამოყენებაც, რომელსაც დღეგამოშვებით იზელენ თმის ძირებში.

მშრალი თმა

თმა რომელიც არ ბზინავს და ადვილად ტყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მშრალია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში (განსაკუთრებით A ვიტ.), დარღვევები ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაში (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას თან ახლავს სიმშრალე, თმის, წარბების, წამწამების, წვერ-ულვაშის ცვენა). ხშირად სიმშრალე გამოწვეულია შამპუნის არასწორი გამოყენებითა და ქიმიური საღებავებით.

მშრალი თმის დაბანა ხშირად არ შეიძლება (10-14 დღეში ერთხელ).

თმის ცვენა, ქერტლი, ბოლოჭამიები

თუ თმის ვარცხნის დროს სავარცხელზე მთელი გროვა რჩება, ეს უკვე ცვენაა. აუცილებელია მიზეზის დადგენა, რადგან ის შეიძლება მრავალი მიზეზის შედეგი იყოს: მძიმე დაავადების გადატანა, ქიმიური პრეპარატების, საღებავების გამოყენება, ნერვული გაღიზიანება, მძიმე ოპერაცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მშობიარობა, ჰორმონალური დარღვევა და სხვა.

თმის ცვენის მიზეზის დადგენისა და მკურნალობის შემდეგ წყდება ცვენა და მის ადგილზე ახალი თმა ამოდის.
ქერტლი დაავადება არ არის. მუდმივად ხდება თავის კანის ზედა ფენის აქერცვლა და განახლება. ამ მკვდარ და აქერცლილ უჯრედებს უწოდებენ ქერტლს. თავის კანის ცხიმიანობის მიხედვით ქერტლი არის მშრალი და ცხიმოვანი.

ბოლოჭამიები თმის ღერის ბოლოში ჩნდება. ამ დროს ღერი წვეროდან რამდენიმედ იყოფა. თუ ასეთი დაზიანება მრავალია, თმა გარეგნულად ულამაზოდ გამოიყურება. ამის მიზეზია თმის ცუდი კვება.

სიმელოტე

თანამედროვე სტრესული და დაძაბული ცხოვრება ხელს უწყობს სიმელოტეს. მელოტ ადამიანებს ხშირად მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ, არიან ნერვიულები და დარღვეული აქვთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქცია.
დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ხელოვნურად გამთბარ ან გაგრილებულ ბინებში, ნაადრევად მელოტდებიან. თავის კანსა და თმას სჭირდება მზის სხივები და სუფთა ჰაერი.
სიმელოტის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მოჭერილი ქუდის ტარება. იგი ხელს უშლის სისხლის ცირკულაციას, რადგან აწვება მთავარ სისხლძარღვებს. ამიტომ ვინც ქუდს ატარებს, სისტემატურად უნდა ჩაიტაროს თავის მასაჟი.

მშრალი თმის მოვლა-მკურნალობა ხალხური საშუალებებით

1. თქვეფენ 1 კვერცხის გულს 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთში, იზელენ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ იბანენ. ამ საშუალებას იყენებენ ქერტლის, კანის სიმშრალისა და ბოლოჭამიების დროს.
2. თაფლს, გახეხილ ხახვს და ცოტა მცენარეულ ზეთს იზელენ თმის ძირებში. იხურავენ რეზინის ქუდს და 1 საათის შემდეგ იბანენ. შველის თმის ცვენას.
3. 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში, 2 საათის შემდეგ წურავენ და იზელენ თმის ძირებში.
4. თმის ძირებში იზელენ ზეითუნის ზეთში შერეულ ნივრის წვენს. 1 საათის შემდეგ იბანენ. შველის თმის ცვენას.
5. 50 გრ მშრალ ჭინჭრის ფოთლებს ათავსებენ 1 ლ ღვინის ძმარში. აჩერებენ 7-10 დღე ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურავენ და ისვამენ გამელოტებულ ადგილებზე.
6. იღებენ: 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს, 1 ამპულა D ვიტამინს. 2 კვერცხის გულს. 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს ურევენ 1 ამპულა D ვიტამინს და იზელენ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. იმეორებენ 3 დღის განმავლობაში. მე-4 დღეს იბანენ თავს კვერცხის გულით (2 კვერცხის გული საკმარისია). ერთი დღის შემდეგ ამ პროცედურას თავიდან იმეორებენ. ხშირად 3 გამეორების შემდეგ გამელოტებულ ადგილზე იწყება თმის ზრდა, ხშირდება და ძირები მაგრდება.
7. 2 კვერცხის გულს ურევენ 50 მლ წყალს, უმატებენ 100 მლ არაყსა და 5-8 მლ ნიშადურის სპირტს. ამ ნარევს იზელენ თმის ძირებში, ამის შემდეგ იბანენ ცხელი წყლით. წყდება თმის ცვენა და ამოვა ახალი.

კ რ ა ზ ა ნ ა ს ს პ ი რ ტ ი ა ნ ი ნ ა ყ ე ნ ი
იღებენ 10 გრ მშრალ კრაზანას ყვავილებს, ასხამენ 90 მლ არაყს (მშრალი თმისთვის), ან სპირტს (ცხიმიანი თმისათვის). აჩერებენ 1 კვირა. წურავენ და ინახავენ მინის დახურული ჭურჭლით. იწმენდენ თავის კანს კვირაში 1-2-ჯერ.

ზედმეტი თმის მოშორება ბუნებრივი საშუალებებით

ზოგჯერ თმა ამოდის არასასურველ ადგილას და ქალს ექმნება პრობლემა მის მოსაშორებლად. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება. ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს:
1. წვავენ კაკლის ნაჭუჭს, მის ფერფლს წყალში ურევენ და ისვამენ თმიან ადგილას. თუ ყოველდღე გაიკეთებენ ამ საშუალებას, დაიწყება თმის ცვენა.
სასურველია კაკლის უღლების სპირტიანი ნაყენის სმაც. ამისათვის იღებენ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელს (ლებნებს შორის ფირფიტა), ასხამენ 2 ჩაის ჭიქა არაყს და აჩერებენ თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით. შემდეგ წურავენ და ღებულობენ დღეში 1 სუფრის კოვზს.
2. იღებენ 3 ს.კ. ლემას და ხარშავენ 1 ჩაის ჭიქა წყალში. წურავენ და ისვამენ გასაცვენი თმის ძირებში. ნახარში ინახება წლების განმავლობაში.
3. არასასურველი თმის მოჭრა ან პინცეტით მოცილება არ შეიძლება, რადგან უფრო გახშირდება და გაიზრდება. უმჯობესია გაუფერულდეს პერეკისით, რომელსაც უმატებენ 1 წვეთ ნიშადურის სპირტს. შედარებით გრძელი ღერები კი პინცეტით უნდა დაიძრას ფოსოდან (მაგრამ არ ამოვარდეს), დღეში რამდენჯერმე ამ ადგილას იზელენ რივანოლის ხსნარს. ბეწვები თანდათან გაქრება.

 
ciciთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 9:08:47 PM | შეტყობინება # 6
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
სახის კანის გამწმენდი საშუალებები
"დოლივა
სახის დასაბანი გელი

ღრმად და ეფექტურად ასუფთავებს სახის კანს ჭუჭყისა და ჭარბი ცხიმისგან, საგულდაგულოდ აცილებს მაკიაჟს.
ნატურალური ზეითუნისა და ჟოჟობას ზეთები აღადგენს კანის ჰიდროლიპიდურ ბალანსს და ანეიტრალებს ქლორირებული წყლის მოქმედებას.

 
ciciთარიღი: სამშაბათი, 13.07.2010, 9:10:31 PM | შეტყობინება # 7
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია
გამწმენდი რძე"დოლივა"

დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ზეითუნის ზეთზე. ფაქიზად აცილებს მაკიაჟს, საგულდაგულოდ ასუფთავებს სახის, ყელისა და დეკოლტეს კანს. უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, აღადგენს, კვებავს და იცავს უჯრედებს დეჰიდრატაციისგან. უნარჩუნებს მათ სინაზესა და ელასტიკურობას. შეიცავს პანთენოლს, ვიტამინ E-სა და დამატენიანებელ კომპლექსს.
გამოყენების წესი: წაისვით დილით და საღამოს წრიული მოძრაობით სახის კანზე. აგრეთვე ყელისა და დეკოლტეს არეში. შემდეგ გამოიყენეთ მატონიზირებელი ლოსიონი.

 
ფორუმი » Art Forum » მედიცინა » სამკურნალო კოსმეტიკა
გვერდი 1 დან1
ძებნა: