სპორტ სიახლეები - ფორუმი

GEORGIAN MODERN POETRY & ART

ოთხშაბათი, 07.12.2016, 9:18:44 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | სპორტ სიახლეები - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » Art Forum » სპორტული გვერდი » სპორტ სიახლეები
სპორტ სიახლეები
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 5:42:45 AM | შეტყობინება # 1
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
sportis yvela saxeobashi
 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 5:51:11 AM | შეტყობინება # 2
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
რაგბი

ქართული შვიდკაცა მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

საქართველოს შვიდკაცა ნაკრები მოსკოვს ეწვია, სადაც 10-11 ივლისს შვიდკაცას ევროპის პირველობა გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 12 ნაკრები გამოვა, ქართული გუნდი კი მოსკოვში გაძლიერები შემადგენლობით ითამაშებს. საქართველოს ნაკრები 10 ივლისს ოთხ თამაშს ჩაატარებს, ხოლო 11 ივლისს ჯგუფის ბოლო მატჩში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩემპიონატზე ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით ყველა ადგილი თამაშდება.

10-11 ივლისი. მოსკოვი. ლუჟნიკი. გარადოკი. ევროპის ჩემპიონატი

პულები

ა პორტუგალია იტალია რუსეთი მოლდოვა საქართველო პოლონეთი
ბ ესპანეთი საფრანგეთი რუმინეთი ჰოლანდია უკრაინა ლიტვა

საქართველოს ნაკრების განრიგი (დრო თბილისისაა)

შაბათი

11:20 საქართველო – პორტუგალია
12:40 საქართველო – რუსეთი
14:00 საქართველო – პოლონეთი
16:00 საქართველო – მოლდოვა

კვირა

09:30 საქართველო – იტალია

საქართველოს ნაკრები

ბესიკ ხამაშურიძე, მალხაზ ურჯუკაშვილი, დავით ჩიტიძე, გიორგი კალმახელიძე, სიმონ მაისურაძე, ბიძინა სამხარაძე, ირაკლი აბუსერიძე, მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი შკინინი, ირაკლი გეგენავა.

მწვრთნელი: კახაბერ ალანია

 
KAXAთარიღი: შაბათი, 10.07.2010, 5:56:29 AM | შეტყობინება # 3
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
ფეხბურთი

ქართულმა გუნდებმა ევროპის ლიგაზე პირველი ეტაპი დაძლიეს

8 ივლისს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში ქართული გუნდებიდან ორმა - თბილისის "დინამომ" და "ზესტაფონმა" ითამაშეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ. ერთი კვირის წინ ეროვნულ სტადიონზე "დინამომ" 2:1 მოიგო ტალინის "ფლორასთან", რაც ცხადია მეორე მატჩში მცირე უპირატესობას მასპინძლებს აძლევდათ, მაგრამ "დინამომ" მეტოქეს უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მისცა - 0:0. ქართული გუნდის მომდევნო მეტოქე შვედური "გეფლეა", რომელიც შვედეთის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა, პირველ ეტაპზე ფარერების "რუნავიკი" დაამარცხა, ევროპის ლიგაზე კი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ფეარ-ფლეის საგზური ერგო. ასე რომ, "დინამოს" რთული მეტოქე არ ელის, თუმცა ცუდი ისაა, რომ არც ქართული გუნდია სათანადო დონეზე, სეზონის დასრულების შემდეგ "დინამო" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, შევსება კი თითქმის არ ყოფილა. "დინამო" შვედურ გუნდს 15 ივლისს უმასპინძლებს, 22 ივლისს კი შვედეთში ეთამაშება.

 
bebeთარიღი: კვირა, 25.07.2010, 11:54:31 AM | შეტყობინება # 4
წევრი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 49
სტატუსი: გასულია
საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის Top 14-ის გათამაშება 13 აგვისტოს დაიწყება. მანამდე კი გუნდები შემადგენლობის გადახალისებით არიან დაკავებული და ეს პროცესი უკვე პრაქტიკულად დაასრულეს. სასიამოვნოა, რომ რამდენიმე ცვლილება, მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი ქართველებსაც შეეხოთ. ახალი სეზონიდან ელიტური დივიზიონის "სტად ფრანსეში" 32 წლის გოდერძი შველიძე ითამაშებს. საქართველოს ნაკრების პირველხაზელი გასულ სეზონში "მონტობანში" გამოდიოდა, მაგრამ ეს გუნდი ფინანსური პრობლემების გამო ფედერალ1-ში დააქვეითეს, რამაც ქართველ მორაგბეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცა.

 
bebeთარიღი: სამშაბათი, 27.07.2010, 2:40:08 PM | შეტყობინება # 5
წევრი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 49
სტატუსი: გასულია
ქართველი მოჭიდავეების წარმატება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ. ბუდაპეშტში დასრულებულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედელი მოიპოვეს.
ნუგზარ სხიერელის გაწვრთნილი გუნდიდან ოქროს მედლები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით ხუციშვილმა აიღეს, მათ სეზონის უმთავრესი შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს, ყველა შეხვედრა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონის მედლებს დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტიდან თბილისში დღეს გამთენიისას დაბრუნდა.

 
bebeთარიღი: ოთხშაბათი, 01.09.2010, 11:52:51 AM | შეტყობინება # 6
წევრი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 49
სტატუსი: გასულია
საბერძნეთი-საქართველო.
უმნიშვნელოვანესი თამაში., 3 სექტემბერი..პარასკევი

ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას tongue

1996 საბერძნეთი საქართველო 2:1
1998 საბერძნეთი-საქართველო 3:0
1999 საქართველო-საბერძნეთი 1:2
2005 საქართველო-საბერძნეთი 1-3
2005 საბერძნეთი-საქართველო 1-0.

 
vakhtangiთარიღი: შაბათი, 04.09.2010, 6:09:30 PM | შეტყობინება # 7
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 22
სტატუსი: გასულია
saberdznetshi gvitamashia evro-chempionatis shesarchevi matchi pexburtshi angarishit 1:1.anu qula aviget stumrad.gilocavt!
 
KAXAთარიღი: ხუთშაბათი, 01.03.2012, 4:52:49 PM | შეტყობინება # 8
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
გილოცავთ! საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა წელიწადის პირველივე შეხვედრა გამარჯვებით დაიწყეს! 29 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანელებს უმასპინძლა და მოიგო ანგარიშით 2-1
 
ფორუმი » Art Forum » სპორტული გვერდი » სპორტ სიახლეები
გვერდი 1 დან1
ძებნა: