,,ღიმილი და ცრემლი - აი, უმაღლესი ლექსიკა…“ ტ.ჭანტურია გამომსახველობითი კონვენცია უცვლადის მოხელთების გამოხატვაა. ეს დროში გაჩერებაა. დრო, რომელიც მოძრავია, ცვალებადია, [გვაიძულებს] შეთანხმებას იმაზე, რაც უცვლელია, იმ ფორმის პოვნას, რომელიც არსს დინებაშივე გაამყარებს. კონვენციური პოზიციებიც ცვლადია; [ხოლო] ყოველი პოზიცია, რომელსაც გამომსახველობითი პოლიტიკა ქმნის, ,,კოგნიტური შეჩერების“ პუნქტებს წარმოადგენს. ისტორიზმის თვალით, ,,კოგნიტური პუნქტები“ მკაცრი შემჭიდროების, რედუქციის გზით ინტენსიურად მოძრაობდნენ (თვით)გაუქმებისა და ავტოკომუნიკაციის მიმართულებით. კონვენციური პოეტიკის გზა – რიტმული ოპერატორის სინკრეტული წიაღიდ ... კითხვის გაგრძელება » |
"ლიტერატურა-ცხელმა შოკოლადმა" მეორე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა. პირველმა დისკუსიამ, რომელიც თანამედროვე ქართულ პროზას შეეხებოდა, მკითხველთა ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პროზის შემდეგ, გადავწყვიტეთ პოეზიისთვისაც დაგვეთმო ადგილი. რა ვითარებაა თანამედროვე ქართულ პოეზიაში, რა ადგილი უჭირავს მას საზოგადოებაში, რა გავლენებს განიცდის, საიდან მოდის და საით მიდის? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "ცხელი შოკოლადი. ლიტერატურის" მთავარი რედაქტორი, მალხაზ ხარბედია და მისი სტუმრები: კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე და პოეტები - შოთა იათაშვილი და პაატა შამუგია მსჯელობდნენ. მალხაზ ხარბედია, ლიტერატურათმცოდნე, ესეისტი: - მიუხედავად იმისა, რომ პროზასთან შედარებით პოეზია თითქოს უფრო ადვილი წასაკითხია, ნაკლები დრო სჭირდება და სიტყვებიც ნაკლებია, რეალური წამკითხავი ცოტაა. თქვენი აზრით, რა ადგილი უჭირავს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში პოეზიას და ვინ არიან მისი მკითხველები. ვის სჯერა პოეზიის და საერთოდ, რატომ უნდა სჯეროდეს ... კითხვის გაგრძელება » |
ხორხე ლუის ბორხესი ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვინმემ რომ მკითხოს, რა არის თქვენი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაო, იმწამსვე მამაჩემის ბიბლიოთეკას დავუსახელებ. ასე მგონია, ახლაც იქა ვარ, იმ სამყაროში, თვალდახუჭულსაც შემიძლია მისი დახატვა: ეს იდუმალი ნავსაყუდელი შემინულ კარადებიან ოთახში იყო განთავსებული და რამდენიმე ათასეულ ტომს ითვლიდა. ახლომხედველი ვარ და საგრძნობლად მიჭირს ადრინდელ ნაცნობთა სახეების გახსენება (ის კი არადა, ბაბუაჩემზე, ასევედოზე როცა ვფიქრობ, მისი სურათი მიდგება თვალწინ, და არა თვითონ), ჩემბერსისა და ბრიტანულ ენციკლოპედიათა გრავიურების უმრავლესობას კი ქვეყნად ვერაფერი დამავიწყებს. "ჰეკლბერი ფინი” იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე. მას "კალიფორნიის დაუვიწყარი დღეები” მოჰყვა, შემდეგ - კაპიტან მარიეტის თხზულებანი, უელსის "პირველი ადამიანები მთვარეზე”, დიკენსის, პოს და ლუის კეროლის ნაწარმოებები, ლონგფელოს ერთტომეული, "განძთა კუნძული”, "დონ კ ... კითხვის გაგრძელება » |
ანტიკური კულტურის არქაულ პერიოდში პოეზია ხსოვნის, მოხსენიების, დამახსოვრებისა და მეხსიერების აქტუალურ ფორმას წარმოდგენს. სწორედ ასე უნდა გავიგოთ ჰომეროსის პოეზიის "ორალური ხასიათი” - ერთი მხრივ, იმახსოვრებენ თვითონ პოეტურ ნაწარმოებს, ხოლო მეორე მხრივ, პოეზიისა და პოეტური ნაწარმოების მეშვეობით ახსოვთ გმირის უკვდავი სახელი და დიდება. მაშასადამე, სახელი და დიდება ევროპული პოეზიის სათავეებიდანვე განსაზღვრავს პოეტური ენის (ენების) მთელ შემდგომ ისტორიასა და ტრადიციას (ტრადიციებს). ილიადას ერთ-ერთი მთავარი თემა - ესაა kleos apthiton - უჭკნობი, უკვდავი სახელი (დიდება), რომლისთვისაც იბრძვის აქილევსი. აქილევსი რამდენჯერმე მიუთითებს, რომ მისი მიზანი უკვდავი სახელის მოპოვებაა, რომლის გარანტია სწორედ "ეს პოემა” იქნება, რომ სწორედ ილიადას მეშვეობით დაიმახსოვრებენ მის სახელს. ჰომეროსის ამ პოემის თემა მოკლედ ასე შიძლება გადმოიცეს: "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელ ... კითხვის გაგრძელება » |
ფრაგმენტი წიგნიდან
ჯეიმს ფ. ინგლიში - ამერიკელი კრიტიკოსი, თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის მკვლევარი და კულტურის სოციოლოგი, რომელსაც კულტურული კოდების ერთ-ერთი ,,გამტეხავის" რეპუტაცია აქვს. მისი პირველი დიდტანიანი ნაშრომი ბრიტანულ ლიტერატურაში კომიზმის და ანეგდოტურობის პოლიტიკურ განზომილებებს ეძღვნებოდა. იკვლევს ლიტერატურის სოციოლოგიას, განსაკუთრებით კი მის ინსტიტუციურ და ტრანსნაციონალურ განზომილებებს. ამ ზოგად საკითხებს, ასევე ლიტერატურული პრემიების ისტორიას, საზოგადოების, მკითხველისა და ავტორის ურთიერთმიმართებებს დროის კონიუნქტურის მიხედვით ეხება თავის წიგნში ,,პრესტიჟის ეკონომიკა. პრიზები, ჯილდოები და კულტურულ ღირებულებათა ბრუნვა". 2005 წელს ზოგიერთმა ამერიკულმა გამოცემამ ეს წიგნი წლის საუკეთესო აკადემიურ ნაშრომად დაასახელა. წლების განმავლობაში იყო ჟურნალის Pოსტმოდერნ ჩულტურე რედაქტორი. იკვლევს ბრიტანულ კინოს, ასევე გლობალიზაციის პროცესების ზემოქმედებას კულტურის სფეროზე. თავ ... კითხვის გაგრძელება » |
ვოლფგანგ შტოკი
სტოკლჰომიდან დღეს შესანიშნავი ამბავი მოვიდა: წლევანდელი ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო პერუელმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსამ. ისე საკმაოდ დიდხანს კი მოუხდა ცდა. მარიო ვარგას ლიოსას პირველად ლიმაში 80-იანი წლების დასაწყისში შევხვდი. ცოტა ხნით ადრე ანდებში, უჩურაკეიში, ინდიელებმა რვა ჟურნალისტი ჩაქოლეს. ეს ის დღეები იყო, როცა ქუჩაში პირველად გაისმა სახელი Sendero Luminoso, (ესპ. გაბრწყინებული გზა) და ამ მაოისტი პარტიზნების სისხლიან ტერორს პერუელების ცხოვრება მომდევნო ათი წლის განმავლობაში კალაპოტიდან უნდა ამოეგდო. უმწიკვლო რეპუატაციის მქონე, თუმცა უკვე სიბერეშეპარულ პრეზიდენტ ფერნანდო ბელაუნდე ტერის აღელვებული საზოგადოების დაწყნარება მართებდა და მოიწვია კიდეც საგამომძიებლო კომისია, რომელსაც უნდა დაეცხრო მღელვარება საზღვარგარეთსა თუ ადგილობრივ ინტელექტუალურ წრეებში. მერედა ვინ იქნებოდა ამ კომისიის ყველაზე სავარაუდო თავმჯდომარე? ბელაუნდეს არჩევანი შეჩერდა მწერალზე, რ ... კითხვის გაგრძელება » |
ჩვენი დღევანდელი თემატური ნომერი თანამედროვე რომანს ეძღვნება. იგი რამდენიმე მასალას მოიცავს, ქართულსაც და უცხოურსაც, მაგრამ პირველ რიგში სწორედ ქართული რომანის საკითხები გვაინტერესებს, რომელზე სასაუბროდაც მოვიწვიეთ მწერალი და ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი (მკითხველი მას დათო ქარდავას ფსევდონიმით იცნობს), გამომცემელი ბაკურ სულაკაური და მწერალი ზაზა ბურჭულაძე. მალხაზ ხარბედია: - ჩვენი დღევნდელი საუბრის თემაა თანამედროვე ქართული რომანი და პირველ რიგში მინდა დავსვა კითხვა, არსებობს თუ არა XXI საუკუნის ქართული რომანი? რა ნიშნებით ხასიათდება იგი? მოხდა თუ არა ბოლო პერიოდში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ამ მიმართულებით? რომელი ავტორები და ნაწარმოებები შეგიძლიათ დაასახელოთ? ამ ყველაფერზე თითოეული თქვენგანის მოსაზრება მაინტერესებს. პირადად ჩემთვის თანამედროვე ქართველი რომანისტი აკა მორჩილაძეა, იგი XXI საუკუნის მოვლენად მიმაჩნია, იმის მიუხედავად, რომ გასუ ... კითხვის გაგრძელება » |