GEORGIAN MODERN POETRY & ART

პარასკევი, 29.03.2024, 6:17:28 PM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | კახა ჭლიკაძე - Page 4 - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ფორუმი » Art Forum » პოეზია » კახა ჭლიკაძე
კახა ჭლიკაძე
KAXAთარიღი: სამშაბათი, 29.05.2012, 12:23:52 PM | შეტყობინება # 46
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
დავით გარეჯი

დგას მდუმარებით შემოსილი ძეგლად სიმშვიდის
და თმენით ისმენს უდაბნოთა გადაღლილ ფიქრებს,
ქარით გვიგზავნის ქადაგებებს წმინდა მამათა
და მზის სხივებსაც ერთმორწუნე მრევლივით იკრებს.

ექვსი ათასი წმინდა ბერის სისხლით მორწყული
მტკიცედ ინახავს მკაცრ პიტიკონს იმედით ხვალის,
იქ ხომ ყოველი წვიმის წვეთიც წრფელია, როგორც
ჩურჩულით ლოცვა, ცრემლიანი ინგილო ქალის.

დღეს კი გარეჯი - მატიანე ქართველთა სჯულის,
მწამებელთათვის დავთმეთ, როგორც დათმეს იესო
და როგორც დავითს თბილისშივე დავწამეთ ცილი,
ახლაც ვაგრძელებთ - საქართველო არ არის ესო...

ალგეთს მგლის ლეკვებს არ უზრდიათ შვილები ცხვრებად!
მაშ რა ჯანდაბა გვემართება, ვის ვუთმობთ ტაძრებს?!
ჩვენი შემყურე ღვთისმშობელი ტირის ხატიდან
და ვაჟკაცებო, ქართლის გული სადამდე გაძლებს?!

კვლავ ღმერთს ავედრებს საქართველოს დავით გარეჯი
ლოცავს ნარჩენებს იბერიის, იმედით ხვალის.
და ვაღიარებ, დღეს ეს ლექსიც ისე მწარეა,
როგორც ცრემლები რჯულწართმეულ, ინგილო ქალის.
 
ciciთარიღი: ოთხშაბათი, 01.08.2012, 7:39:36 PM | შეტყობინება # 47
წარჩინებული
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 307
სტატუსი: გასულია


ბრავოოოოოოოოოო მაგარიაააააააააა
 
ფორუმი » Art Forum » პოეზია » კახა ჭლიკაძე
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა: