გიო მცხეთელი - Page 2 - ფორუმი

GEORGIAN MODERN POETRY & ART

შაბათი, 10.12.2016, 7:57:11 AM

მოგესალმები Гость | RSS | მთავარი | გიო მცხეთელი - Page 2 - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 2 დან«123»
ფორუმი » Art Forum » პოეზია » გიო მცხეთელი
გიო მცხეთელი
უკვდავითარიღი: ოთხშაბათი, 16.03.2011, 9:44:30 PM | შეტყობინება # 16
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
მარია

იმ დილით საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. თმა ჩვეულებისამებრ ყალყზე მედგა
და თვალებსაც ხათრით ვახელდი. თუ არ ჩავთვლით მზეს და შემოდგომის
სასიამოვნო სურნელს, სხვა არაფერი სიხარული არ მოჰყოლია ამ გათენებას.
რამოდენიმე წუთი სანახევროდ დედიშობილამ ვიბოდიალე ოთახში და როცა
გადავწყვიტე ბანჯგვლიანი სხეული დამეფარა, კარზე კაკუნი შემომესმა...
ფოსტალიონი გახლდათ და მისი მოტანილი წერილი იუწყებოდა ჩემი პირველი
ცოლის გარდაცვალების ამბავს, რამაც სიმართლე გითხრათ , მხოლოდ იმიტომ
დამაღონა, რომ პანაშვიდის ცერემონიალი და ღრეობა, რომელიც მარიას
დაკრძალვას უნდა მოჰყოლოდა საშინლად მომაბეზრებელი იქნებოდა...

კარგი ქალი იყო მარია, გარეგნულ წუნდაუდებლობასთან ერთად, რამდენიმე
შინაგანი თვისებაც კარგი ჰქონდა, თუმცა მისი ქარვისფერი მკერდი, რომლის
სიმკვრივის მაჩვენებელი, ჩემთან გატარებული ხუთი წლის განმავლობაში ,
ყოველთვის უმაღლეს შედეგს აჩვენებდა, ყველაფერს დაავიწყებდა კაცს. არც
თეძოები ჰქონდა უგვანო და არც ლოგინში ეწერებოდა მინუსები. მიუხედავად
ამ ტკბილი მოგონებებისა გადავწყვიტე თავი ამერიდებინა მისი დის
გულისმომკვლელი წერილისთვის და ავადმყოფობა მოვიმიზეზე პასუხად...

სიგარეტს ვაბოლებდი და მაინც არ მშორდებოდა მარიაზე ფიქრი, არამც
და არამც გული არ დამწყვეტია იმაზე, რომ საბოლოო პატივი ვერ მივაგე,
უბრალოდ ხუთმა წელმა რაღაც ნაგლეჯი მაინც დატოვა ჩემში... ყოველთვის
თავისუფლებას ვგრძნობდი ამ წაბლისფერთმიან ქალთან. Pპირველად სწორედ
მის მკერდზე დაყრილი თმა დავინახე, როდესაც მდინარის ნაპირას, მყუდრო
კაფეში, ჩემს მეგობარ მწერალთან ერთად , მის პირველ წიგნს ჩავკირკიტებდით.
მართალია მარია ჩემს მეგობარ მწერალს შეუყვარდა, თუმცა მისი უჩვეულო
გარდაცვალების მესამე დღეს საწადელს ჩემდაუნებურად მივაღწიე... ამას
არცერთ ჩვენგანში დიდი აღელვება არ გამოუწვევია და ზუსტად ექვს თვეში
დავქორწინდით.

შვილებზე არც გვიფიქრია და არც უარზე ვყოფილვართ, ალბათ ასე იყო
საჭირო...

უბრალოდ ერთ მშვენიერ საღამოს, შინ დაბრუნებულმა მარიამ ჩემს მკლავებში
ჩაძინებული მეზობელი მეფუნთუშის გოგონა დაინახა და აქ ყველაფერი
Uსიტყვოდ გადაწყდა, ისე რომ არც მე მითქვამს რაიმე და არც ჩემს
თანამესასთუმლეს გაუღვიძია.

სინდისმა მაინც არ მომასვენა და გადავწყვიტე მარიას საბოლოო
ადგილსამყოფელი შემეთვალიერებინა... წვიმიანი ამინდის მიუხედავად,
რამოდენიმე საათის სიარულის შემდეგ დავინახე მონაცრისფრო ქვაზე
ნაცნობი სახელი და გვარი და იქვე მდგომი მარიას საყვარელი და ანაბელა...

ყოველთვის ვიცოდი რომ ლამაზი ქალი ჩემი არსებობის შინაარსს
წარმოადგენს. შეიძლება ყველაზე გარყვნილი ადამიანი ვარ მთელი
დედამიწის ზურგზე, თუმცა თქვენ რომ გენახათ როგორი ტუჩები
ჰქონდა ანაბელას, ალბათ რაიმე გასამართლებელს მაინც მეტყოდით.
ხორბლისფერი სხეულითა და უკანმოუხედავი ჟინით არათუ თავს
მაკარგინებდა, არამედ ერთხელ დაქორწინებაზეც კი ვიფიქრე.

თუმცა დღეს, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ და ჩემს არეულ ოთახში,
რომელშიც ძველებურად მარტო მზე და შემოდგომის სურნელია სასიამოვნო,
მელოდება მეზობელი ექიმის ქალიშვილი, რომელიც უნდა გამოეთხოვოს
მხოლოდ ტუჩებში კოცნას და მე ამით უნდა ვისიამოვნო, მაინც მონატრებით
ვიხსენებ კაფეს, წალისფერ თმებს და მშვენიერ მარიას...


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
უკვდავითარიღი: ოთხშაბათი, 16.03.2011, 9:46:29 PM | შეტყობინება # 17
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
მადლობა ციცი, გაიხარე ასეთი კარგი შეფასებისთვვის

როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
უკვდავითარიღი: კვირა, 20.03.2011, 0:29:59 AM | შეტყობინება # 18
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
ბანალური...

სასოწარკვეთილი დროა, რემიქსებით
ხელი სიყალბისკენ ნათლად გავიშვირე,
არა, არ გეგონოთ ვინმეს ველექსები,
ყელში დანას ვუსვამ ღმერთო ძაღლისშვილებს
განა სამართალი ჩემშიც განადგურდა,
ნუთუ პოეტობა მხოლოდ ტაშია და
მეტი არაფერი პოეტს აღარ უნდა,
ვწუხვარ, ჩვენი სიტყვა ისე გაიაფდა
ახლა მეცინება, ისიც სიმწრისაგან,
რა ვქნა, ქვემდებარეს ზმნა ვერ გავურითმე,
სხვებმა უკეთესად ალბათ იციან და
დაე იცოდნენ რომ ერთი აგურით მეტს...
დავდებ, რა ხანია, ვისმენ საქებარებს,
ვიცი ყველა სიტყვა უფრო ბლეფია და
ღმერთო შეწყალების ლოცვა დამაფარე,
ლექსი მეწერება... არა, მე პირადად
არ ვარ პოეტი და... უნდა მაპატიოთ,
ის რომ ღამღამობით ფურცელს ვაბინძურებ,
ის რომ ქვემდებარეს ზმნა ვერ გავურითმე,
ალბათ ღირსი ვარ და მოდით დამიწუნეთ!!!


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
tkakთარიღი: კვირა, 20.03.2011, 0:41:59 AM | შეტყობინება # 19
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 5
სტატუსი: გასულია
kelshi danis gamosma samrtlebrivad rom sijeba ar icii shen? :P:D:D kai leqsiaa smile smile smile smile smile smile smile smile me momewona da arc aravin dagiwunebs darwmunebuli var

შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!!!:)))
 
sofchoთარიღი: ორშაბათი, 21.03.2011, 1:26:16 AM | შეტყობინება # 20
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 3
სტატუსი: გასულია
ლექსი მეწერება... არა, მე პირადად
არ ვარ პოეტი და... უნდა მაპატიოთ,
ის რომ ღამღამობით ფურცელს ვაბინძურებ,
ის რომ ქვემდებარეს ზმნა ვერ გავურითმე,
ალბათ ღირსი ვარ და მოდით დამიწუნეთ!!!
 
უკვდავითარიღი: ხუთშაბათი, 24.03.2011, 1:37:04 AM | შეტყობინება # 21
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
ჩვენ
ჩვენ ეს სამყარო ფეხქვეშიდან გამოგვაცალეს,
ვსხედვართ ნაჭუჭში ყოფნისა და ხშირად არყოფნის,
ყველა ბატონობს მეფეა თუ მეფის საცვალი...
გაყოფას გვთხოვენ, არაფერი გვაქვს გასაყოფი.

ღმერთი წაგვართვეს, უღმერთობა არისო მოდა...
აქ ხელოვნება ერთმანეთის შეფურთხებაა,
ვინც დაიკიდა სიცოცხლე და არასწორს გმობდა,
ჩვენ საამაყოდ ისიც მოკლეს, ალბათ შვებაა

ის რომ სამყარო ჯერჯერობით ხვნეშის დღედაღამ...
ჩვენ ვერც ფიცრული ავაშენეთ გაწვიმებამდე,
თუმცა სიმართლე ნაგავივით რომ არ გვეფანტა,
ვერაფრობიდან მივაღწევდით ალბათ ყველაფერს.

ჩვენ ეს სამყარო სამადლობელ ლუკმად გვიქციეს,
ხევენ ბიბლიას, ქანდაკებებს უგებენ ბუდას...
პროტესტანტები დაგვარქვეს და ასეც ვიქცევით,
მერე რა თუკი ამ თაობას გადაგვიბრუნდა

ფეხი, რომელიც ქართულ მიწას ვეღარ პოულობს
და ჩვენ ეს მიწა ხომ გვიყვარდა გაღმერთებამდე,
ერთმანეთისთვის დაღუპვა რომ არ გვსურვებოდა,
ვერაფრობიდან მივაღწევდით ალბათ ყველაფერს!!!


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
KAXAთარიღი: ხუთშაბათი, 24.03.2011, 1:52:51 AM | შეტყობინება # 22
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
მ ე ა მ ა ყ ე ბ ი !
 
უკვდავითარიღი: პარასკევი, 25.03.2011, 0:02:05 AM | შეტყობინება # 23
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
კახა ჭლიკაძეს...

რაღაც დილემა შენს ფანჯრებთან დგება ყოველდღე,
აქრობ სიგარეტს უჩვეულო ხელის მიმიკით,
მიწიერება ტანჯვისათვის უყვართ პოეტებს,
უმორჩილესად ლოცულობენ ალბათ ძილის წინ.

რადგან ღმერთამდე შენი მხრები შემომახმარე...
( დაღამებამდე გადავდაღოთ ჩვენ დედამიწა)
რომ არაკაცთა გატყავებულ მყრალ არენაზე,
ის რაც ჩვენია სისხლდაცლამდე ისე დავიცვათ,

რომ არსებობის და სწორი გზის მადლი ვიცოდეთ,
(იბადებიან ქვეყანაზე უმადურებიც)
და ვერ ამტვრევენ საკუთარი ჩარჩოს გისოსებს,
შენ კი მე გყავარ შენი სუნთქვით დანაპურები...


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
KAXAთარიღი: პარასკევი, 25.03.2011, 0:13:51 AM | შეტყობინება # 24
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
გიო, ჩემი ძმა ხარ, ძმათა შორის საყვარელი! ჩემი საამაყო და ბევრისთვის სამაგალითო კაცი ხარ ძმაო! იცი რა მაგრად მომეწონა და გამიხარდა? ღმერთმა სიხარული ნუ მოგაკლოს! დალაგებული ისედაც არ ვარ და ახლა საერთოდ დაულაგებლად ვწერ.. მთელი ემოციით.. გულში გიკრავ, გიხუტებ და გიხორცებ ძმაო! იხარე! ჩემი ხარ!
 
უკვდავითარიღი: პარასკევი, 25.03.2011, 0:16:19 AM | შეტყობინება # 25
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
ადამიანს რაც ეკუთვნის იმას იღებს ძმაო... მე ჯერჯერობით მეტი არაფერი შემიძლია შენთვის. გამიხარდა რომ გაგახარე.

როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
უკვდავითარიღი: კვირა, 03.04.2011, 11:43:13 PM | შეტყობინება # 26
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
ნო...

ნო, მე მეწერება... წვიმს და იჟინჟლები,
ქოლგა (ამ ტაეპში) მგონი ზედმეტია,
შენი, (უკაცრავად) უღვთო მიმიკები,
ერთი ჩასუნთქვითაც ისე ჩამეტია,
გულში, მეჩვენება, ( არა ყოველ საათს)
რაღაც გაორების ყივის ფერმენტები,
თუმცა ხელიდანაც ისე მომეცარე,
არანორმალურად (ვარ) და მემეტები
მხოლოდ ქვითინისთვის, ისიც მომენტალურ...
ვეჭვობ გაღიმებად ისევ გეზარები,
შენი საქციელი უფრო ქალურია...
სენტიმენტალური, ხოდა შედარებით
მეტად განგიცდი და ისევ მეწერებით,
შენ და წვიმიანი დილის ზაფხულები,
(რომანტიულია, განცდა დამიჯერე)
იქნებ მოხვიდე და ერთხელ მინახულო...
ნო, მე მეწერება, წვიმს და იჟინჟლები,
ქოლგა (უსათუოდ) ახლა გენდომება,
უკვე რიჟრაჟდება, თავის მივიწყებით
უთქმელ პაემანზე, სადმე გელოდები.


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
KAXAთარიღი: ორშაბათი, 04.04.2011, 0:00:36 AM | შეტყობინება # 27
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინებები: 212
სტატუსი: გასულია
thumbup thumb specool ნო-ს წააკითხე?
 
უკვდავითარიღი: ორშაბათი, 04.04.2011, 0:05:00 AM | შეტყობინება # 28
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
კი და ძალიან მოეწონა და გაუხარდაააა

როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
უკვდავითარიღი: ორშაბათი, 04.04.2011, 3:02:56 AM | შეტყობინება # 29
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 19
სტატუსი: გასულია
ნუ გამიგებთ ცუდად და მე ეს ღამე წავკუზე...
სამი ღერი სიგარაც მივაბოლე ცხვირ-პირში,
როგორც ბედის ჯოკერი, ჩავინიშნავ ამ წუთებს,
და მივირთმევ ყავას რომ გავიმარჯვე პრინციპში.
ამის დედაც ვატირე, ველოდები არავის...
წყალი ჟონავს კედლიდან, იქნებ წვიმა გადადოთ,
(პოეზიას სუნი აქვს, ზეციური კანაფის)
პოეტები ერთ კოლოფს მათხოვრობენ თამბაქოს.
ვზივარ სათევზაოში, ზღვა ირევა ისე რომ
მაცხოვარი იღვიძებს, მარწმუნებს რომ ვერწმუნო...
(თავზე, ნება მისია, ქარმა გადაიბეროს)
წელს თუ მოულოდნელად სინანული დავწურე...
დავწერ (შენი წამწამის) ბოლოებზე აპრეხილ...
ეს აპრილიც ჩაყვინთავს, მის მეორედ მოსვლამდე,
თუ მოგშივა წაიღე, ლექსის მცირე ნატეხი,
(იქნებ ბოლო ღრუბელში სილურჯეც კი მოზღვავდეს)

აღარა საჭირო აიტუზოს ამდენჯერ,
(წაიკუზა ეს ღამე, როგორც ერთი კოლოფი)
ახლა ჩემი თავიც კი ამ ნაწერს რომ დაჯერდეს,
უნდა გადააჭარბოს პოეზიამ მოლოდინს...


როგორც იქნა, დაკარგული მუზა მოეთრია,
უკვდავების ადგილი კი ,,მაიფოეთრია!”
©

 
tkakთარიღი: ორშაბათი, 04.04.2011, 9:23:05 PM | შეტყობინება # 30
ახალი
ჯგუფი: წევრები
შეტყობინებები: 5
სტატუსი: გასულია
>>>ნო, მე მეწერება... წვიმს და იჟინჟლები,
ქოლგა (ამ ტაეპში) მგონი ზედმეტია, <<< specool specool


შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!!!:)))
 
ფორუმი » Art Forum » პოეზია » გიო მცხეთელი
გვერდი 2 დან«123»
ძებნა: